"ნიუ იორკის" სამწვრთნელო შტაბმა ჯერ ვერ დაალაგა შემადგენლობა. გუნდის გენერალურმა მენეჯერმა დონი უოლშმა ტრეიდების შემდეგაც ვერ მოისვენა და შემადგენლობიდან დაითხოვა კელენა აზუბუიკე და კორი ბრიუერი, შემდეგ თავისუფალი აგენტების ბაზრიდან აიყვანა "შარლოტიდან" გაშვებული დერიკ ბრაუნი და ჯარედ ჯეფრიზი, რომელმაც "ჰიუსტონში" თავისი კონტრაქტი გამოისყიდა.
დუაიტ ჰოვარდმა თავიდანვე დაანახა მეტოქეს,
"ორლანდო" გონს მხოლოდ მესამე მეოთხედის ბოლოსკენ მოვიდა. მიზანი გაასწორა რაიან ანდერსონმა, ხოლო ჯამირ ნელსონმა მეორე ტაიმში 23 ქულის დაგროვება მოასწრო. "ორლანდო" ისევ გაიქცა - 19:4 და ცხრა წუთით ადრე კვლავ წინ გავიდა. იმავე ბილასისა და ენტონის მონდომებით "ნიქსმა" დროებით დაიბრუნა ლიდერობა, მაგრამ ბოლოს ვერაფერი მოუხერხა ჰოვარდისა და ნელსონის შეწყობილ თამაშს. "ნიქსს" ვერ უშველა ბილაპსის კარგმა თამაშმა, რომელმაც კარიერაში ყველაზე მეტი - 20 საჯარიმო შეასრულა და აქედან 18 გამოიყენა.
* * *
გუშინდელ ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ "სან ანტონიო სპურმა" ორი-ოთხი კვირით დაკარგა ძირითადი გამთამაშებელი ტონი პარკერი. ფრანგი მცველის გარეშე რეგულარული ჩემპიონატის ლიდერს პირველივე მატჩში გაუჭირდა და გუნდის მწვრთნელებს მოუწევთ იმაზე ფიქრი, როგორ გამოვიდნენ ამ რთული სიტუაციიდან.
"სან ანტონიომ" "მემფისთან" მატჩში 22 შეცდომა დაუშვა და მასპინძლებმა ეს კარგად გამოიყენეს. საერთოდაც, "გრიზლისმა" ბოლო პერიოდში ძალიან კარგად დაიწყო დაცვაში თამაში და რუდი გეის უთამაშებლობის მიუხედავად პრობლემები მოაგვარა. "მემფისს" საკმარისად ჰყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებმაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაისროლონ. "სან ანტონიოსთან" შეხვედრაში ბრწყინვალედ მოქმედებდა ტონი ალენი, რომელმაც ცხრიდან რვა ტყორცნა გამოიყენა, ზაკ რენდოლფმა ორმაგი დუბლი შეასრულა და ოთხი ჩაჭრა მიითვალა, ხოლოდ რეზერვისტმა დარელ არტურმა 31 წუთში 21 ქულის მოპოვება შეძლო.
რაც შეეხება "სან ანტონიოს", ამ გუნდის რიგებში სასტარტო ხუთეულის ვერც ერთმა წევრმა ვერ გადალახა 10-ქულიანი ზღვარი, ხოლო დანკანი, ჯინობილი და ბლეირი მეოთხე მეოთხედში საერთოდ არ გამოჩენილან მოედანზე. მატჩის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე მასპინძლების უპირატესობა 25 ქულა იყო და "მემფისმა" შინ ზედიზედ მეხუთე გამარჯვებას მიაღწია.
* * *
ოთხმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა "დალასთან" შეხვედრას "ფილადელფია", თუმცა ამ შეხვედრაში ფავორიტად სტუმარი "მავერიქსი" მიიჩნეოდა - ჯერერთი იმიტომ, რომ ტექსასელები ფანტასტიკურ ფორმაში შევიდნენ და ბოლო 18 მატჩში 17-ჯერ გაიმარჯვეს, თანაც "ფილადელფიას" შესაშური სტაბილურობთ ამარცხებენ. ამ გუნდების ბოლო ექვსი შეხვედრა სწორედ "დალასის" გამარჯვებით დასრულდა.
ამჯერადაც არავის შეუტანია ეჭვი ფავორიტის უპირატესობაში. სტუმრებს არც იმან შეუშალა ხელი, რომ მეორე მეოთხედის სტარტზე ფეხის ტრავმა მიიღო ძირითადმა ცენტრმა ტაისონ ჩენდლერმა (დაზიანების ხარისხი და აღდგენის ვადები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თავად კალათბურთელმა თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ სერიოზული არაფერია). დირკ ნოვიცკიმ თამაშიდან 15-ჯერ ისროლა და ცხრაჯერ ჩააგდო, ჯეისონ ტერიმ სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო უბერებელმა ჯეისონ კიდმა კარიერაში 107-ე სამმაგი დუბლი შეასრულა, თანაც ბოლო ორი მოხსნა უკანასკნელ 25 წამში მოიხვეჭა.
* * *
მოიგო "სან ანტონიოს" კიდევ ერთმა კონკურენტმა, მოქმედმა ჩემპიონმა "ლეიკერსმა", თუმცა "მინესოტასთან" მატჩი კალიფორნიელებისთვის არც ისე იოლი ყოფილა. "მგლები" დიდ შესვენებამდე ფლობდნენ ინიციატივას. მართალია, ფარქვეშ ბრძოლა პირწმინდად წააგეს, მაგრამ მაინც მოახერხეს გასახდელში ხუთქულიანი უპირატესობით გასვლა - 45:40.
მეორე ტაიმში სტუმრებმა დაცვა გამოასწორეს (24 წუთში მხოლოდ 34 ქულა დააგროვებინეს მეტოქეს) და მიზანიც გაასწორეს. მესამე მეოთხედში კობი ბრაიანტმა შვიდიდან ხუთი ბურთი ჩააგდო და 12 წუთში 12 ქულა დააგროვა. მოხსნებზე შესანიშნავი იყო პაუ გასოლი, რომელსაც 17 მოხსნა დაუგროვდა, თუმცა თამაშიდან მხოლოდ 3 ბურთი (ათიდან) ჩააგდო. "ლეიკერსი" სწორედ მესამე მეოთხედში გავიდა პირველად წინ და საფინალო სირენამდე აღარ გაუშვია ხელიდან უპირატესობა. ჩემპიონმა მოიგო ტყორცნების რეალიზაციის ძალიან დაბალი პროცენტის მიუხედავად (თამაშიდან 37.5 პროცენტი, სამქულიანები - 33.3 პროცენტი). ცნობისთვის, "მინესოტას" ლიდერმა კევინ ლავმა ზედიზედ 47-ე ორმაგი დუბლი შეასრულა.
* * *
"ჰიუსტონმა" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ორი კალათბურთელი გაუშვა, რომლებიც ფანებში პოპულარობით სარგებლობდნენ - შეინ ბეტიე და აარონ ბრუქსი. გულშემატკივრები გენერალური მენეჯერის დერილ მორის კრიტიკისთვის გაემზადნენ, მაგრამ გუნდმა თავისი თამაშით აიცილა თავიდან მრისხანება. "როკეტსმა" სტუმრად მოგებათა სერია 6 (!) მატჩამდე აიყვანა, როცა ჯერ "ნიუ ორლეანი" და გუშინ კი "პორტლენდი" დაამარცხა - გუნდები, რომლებიც ტრადიციულად ძლიერები არიან საკუთარ მოედანზე. "ბლეიზერსის" დამარცხება განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო: სტუმრებმა ოთხივე მეოთხედი თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს.
ინდიანა-გ. სტეიტი 109:100
29:19, 14:27, 37:25, 29:29
ი: გრეინჯერი (27+7 მოხსნა), ჰენსბრო (14+6 მოხსნა), კოლისონი (13), ჰიბერტი (12), ჯორჯი (12), ჯონსი (10).
გ-ს: უილიამსი (25), ლი (19+11 მოხსნა), ელისი (13).
ორლანდო-ნიუ იორკი 116:110
32:21, 15:37, 32:26, 37:26
ო: ჰოვარდი (30+16 მოხსნა+5 დაფარება), ნელსონი (26), ანდერსონი (16+5 მოხსნა), რედიკი (12), რიჩარდსონი (10+5 მოხსნა).
ნ-ი: ბილაპსი (30+6 მოხსნა+6 პასი), სტაუდმაიერი (30), ენტონი (25).
ფილადელფია-დალასი 93:101
22:23, 22:28, 33:28, 16:22
ფ: მიქსი (16), იგუოდალა (15+7 მოხსნა), ჰოლიდეი (14+7 მოხსნა+6 პასი), იანგი (13+7 მოხსნა), ბრენდი (12+6 მოხსნა).
დ: ტერი (30), ნოვიცკი (22+6 მოხსნა), კიდი (13+13 პასი+10 მოხსნა), მერიონი (10+10 მოხსნა).
ტორონტო-ნიუ ორლეანი 96:90
27:20, 30:22, 15:20, 24:28
ტ: კალდერონი (22+16 პასი+7 მოხსნა), დეროზანი (17), ბარნიანი (14), უიმსი (14), დ. ჯონსონი (13+5 მოხსნა), ა. ჯონსონი (8+10 მოხსნა+7 დაფარება).
ნ-ო: უესტი (19+10 მოხსნა), ლენდრი (17), ჯეკი (17), ბელინელი (13), არიზა (10).
მილუოკი-დეტროიტი 92:90
28:20, 23:28, 21:25, 20:15
მ: ჯენინგსი (21+5 მოხსნა), დელფინო (16+10 მოხსნა), სალმონსი (14), დულინგი (12), მაგეტი (11+5 მოხსნა).
დ: სტაკი (25+7 მოხსნა+5 პასი), მონრო (13+9 მოხსნა), ვილანუევა (12+9 მოხსნა), გორდონი (10+5 მოხსნა), ჰემილტონი (10).
მინესოტა-ლეიკერსი 79:90
21:18, 24:22, 16:25, 18:25
მ: ჯონსონი (20+8 მოხსნა), ბიზლი (14), ლავ (13+11 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (24), ბინუმი (14+7 მოხსნა), გასოლი (12+17 მოხსნა), ოდომი (12+11 მოხსნა).
მემფისი-სან ანტონიო 109:93
32:30, 29:22, 22:15, 26:26
მ: რენდოლფი (21+10 მოხსნა+5 პასი), არტური (21+8 მოხსნა), ალენი (20), კონლი (18+9 პასი).
ს-ა: ნილი (14).
პორტლენდი-ჰიუსტონი 87:103
26:30, 16:23, 26:30, 19:20
პ: ბატუმი (22), უოლასი (14+10 მოხსნა), ოლდრიჯი (14+5 პასი), მილერი (13+6 პასი).
ჰ: ლოური (21+11 პასი), სკოლა (21+6 მოხსნა), მარტინი (20), ბადინგერი (14+5 მოხსნა), ლი (10).