NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "კლივლენდს" სნაიპერი დაემატა

AutoSharing Option
"ატლანტამ" და "კლივლენდმა" კაილ კორვერის გაცვლაზე მოილაპარაკეს. "კავალიერზის" ოფიციალურმა ტვიტერ-ექაუნტმა დაადასტურა, რომ შემტევი მცველი "კლივლენდში" გააგრძელებს კარიერას.

გაცვლის შედეგად, სნაიპერის აწ უკვე ყოფილი გუნდი "ატლანტა" მიიღებს - ფორვარდ მაიკ დანლივის, გამთამაშებელ მო უილიამსს და 2019 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლებას.

კორვერმა ამ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 9.5 ქულა, 2.8 მოხსნა და 2.3 შედეგიანი პასი დააგროვა. მცველი 40.9 პროცენტის სიზუსტით ისვრის სამქულიანებს.

რასელის მეჩვიდმეტე...
სათაური არ დაგვისრულებია, თუმცა მკითხველი ისედაც მიხვდება რომ უესტბრუკმა ამ სეზონში მე-17 სამმაგი დუბლი მიითვალა.
თანაც მეტად ეფექტური: 32 ქულა, 17 მოხსნა, 11 პასი. მის ანგარიშზე 12-დან 7 სამქულიანია.

რასელის "ოკლაჰომამ" კი საკუთარ მოედანზე "დენვერი" 121:106 დაამარცხა. უესტბრუკს 16 ქულით ადამსი, ხოლო 15-ით ოლადიბო შეეხიდნენ.

გობერის დამატებული
"იუტა ჯაზმა", რომლის მეორე მწვრთნელადაც იგორ კოკოშკოვი მუშაობს, ორნიშნა ჩამორჩენა აღმოფცხრა და "მინესოტა" დაძაბულ ბრძოლაში ორი ქულით დაამარცხა.

გამარჯვების ორქულიანი ფრანგი რუდი გობერის ანგარიშზე ჩაიწერა, რომელმაც საფინალო სირენამდე 27 წამით ადრე მეტოქის კალათიდან გადმოვარდნილი ბურთი ბადეში ჩააბრუნა. ეს იყო მისი მე-12 ქულა, რასაც 13 მოხსნა მიამატა. მის გუნდში კი ყველაზე მეტი ჯორჯ ჰილმა ჩააგდო - 19.

აიზია კვლავ აიწია
"ბოსტონ სელტიქსმა" საშინაო მოგებათა სერია 4-მდე გაზარდა. ამჯერად "კელტებმა" ენტონი დევისის "ნიუ ორლეანი" დაამარცხეს.

რა თქმა უნდა, წარმატებაში დიდი წვლილი აიზია ტომასმა შეიტანა. ამ ტანდაბალი გამთამაშებლის ანგარიშზე 38 ქულაა.

"ბოსტონმა" 18 ქულა ჩააგდო პერიმეტრიდან და ბოლო ოთხ მატჩში 71 სამიანი მოუგროვდა. სხვათა შორის, NBA-ს ისტორიაში მესამე შემთხვევაა, როცა გუნდი ზედიზედ 4 მატჩში 15-ზე მეტ სამქულიანს იყენებს. გასულ სეზონში ეს ორჯერ შეძლო "ჰიუსტონმა".

123 და...
ცუდ დროს გადაეყარა "ნიუ იორკი" "ინდიანას". იორკელები ნამდვილად არ არიან მწვანე ხაზზე, რასაც ვერ ვიტყვით "ინდიანაზე", რომელსაც ამ მატჩამდე ზედიზედ ოთხი მატჩი ჰქონდა მოგებული. "პეისერსმა" 123 ქულა ჩააგდო და წარმატებული სერია ხუთამდე გაზარდა.

გამარჯვებაში 19-19 ქულიანი წვლილი შეიტანეს ჯეფ ტიგმა და პოლ ჯორჯმა.

ჯიმი და კანადელები
"ჩიკაგოს" უკანახაზელმა ჯიმი ბატლერმა "ტორონტოს" კალათში 42 ქულა ჩააგდო. ბოლო სამქულიანმა კი მის გუნდს ოვერტაიმში გამარჯვება მოუტანა -საფინალო სირენამდე 17 წამით ადრე.

საინტერესოა, რომ ჩიკაგოელები მატჩის მსვლელობისას 19 ქულის სხაობითაც მარცხდებოდნენ, მაგრამ ტრადიცია არ დაარღვიეს და "ტორონტოს" ზედიზედ მეათე ურთიერთშეხვედრა მოუგეს.

ბერტანსის საუკეთესო მატჩი
"სან ანტონიოს" ლატვიელი ახალწვეული დავის ბერტანსი ამ სეზონში 9.6 წუთში 2.6 ქულას აგროვებს. "შარლოტთან" კი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი მეტად ენდო და ახალგაზრდა ლატვიელმაც დაუფასა, ამერიკული კარიერის რეკორდი დაამყარა - 21 ქულა. ქულათა უმეტესობა დავისმა მესამე პერიოდში მიითვალა, როდესაც მატჩის ბედი წყდებოდა. შეგახსენებთ, რომ იგი გასულ სეზონში თორნიკე შენგელიასთან ერთად "ბასკონიაში" თამაშობდა.

ეს გახლდათ "სან ანტონიოს" მეშვიდე მოგება "შარლოტთან" სტუმრად გამართულ ბოლო 8 მატჩში.

ფრთხილად, შრიოდერი!
"ატლანტა ჰოქსმა" მოგებათა სერია 6 მატჩამდე გაზარდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჯორჯიელები დასავლეთის კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ "დალასს" სტუმრობდნენ.

22 ქულა ჩააგდო ჰარდუეიმ, 20 - შრიოდერმა. ეს უკანასკნელი "ატლანტას" ლიდერად იქცა და ბევრ კარგ დამცველს უჭირს მისი შეჩერება. ასე რომ, თუ დენის შრიოდერმა ამ ზაფხულს ევრობასკეტზე თამაში გადაწყვიტა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელს განსაკუთრებული მომზადება დასჭირდება შრიოდერის გასანეიტრალებლად.

ინდიანა-ნიუ იორკი 123:109
33:29, 29:14, 34:27, 27:39
ი: ტიგი (19 + 8 პასი), ჯორჯი (19), იანგი (16 + 9 მოხსნა), ტერნერი (13 + 10 მოხსნა), მაილზი (15), ჯეფერსონი (14 + 7 მოხსნა)
ნ: ენტონი (17), პორზინგისი (16 + 4 დაფარება), როუზი (14), ჯენინგსი (17), კუზმინსკასი (13)

ბოსტონი-ნიუ ორლეანი 117:108
28:31, 29:22, 36:20, 24:35
ბ: ტომასი (38), სმარტი (22 + 6 პასი), ჰორფორდი (8 + 7 მოხსნა + 8 პასი), გრინი (15), ოლინიკი (12)
ნ: დევისი (36 + 15 მოხსნა), ჰოლიდეი (13), ჰალოუეი (20), მატეუნასი (11), Мур (7)

ჩიკაგო-ტორონტო 123:118 ო
29:28, 19:33, 26:25, 33:21, 16:11
ჩ: ბატლერი (42 + 10 მოხსნა), უეიდი (20 + 7 პასი), მაკდერმოტი (17 + 10 მოხსნა), მიროტიჩი (12 + 9 მოხსნა), ფეისიო (5 + 8 მოხსნა)
ტ: დეროზანი (36 + 8 მოხსნა), ლაური (27 + 9 მოხსნა + 12 პასი), ვალანჩუნასი (14 + 7 მოხსნა), ნოგეირა (9 + 8 მოხსნა), ჯოზეფი (14)

ოკლაჰომა-დენვერი 121:106
24:22, 36:38, 28:20, 33:26
ო: უესტბრუკი (32 + 17 მოხსნა + 11 პასი), ადამსი (16 + 4 დაფარება), ოლადიპო (15), რობერსონი (13 + 8 მოხსნა), კანტერი (14)
დ: ბარტონი (21 + 7 მოხსნა), გალინარი (15 + 7 მოხსნა), ნურკიჩი (11 + 10 მოხსნა), არტური (10), ჩენდლერი (24 + 7 მოხსნა), ნელსონი (13 + 8 პასი), ფარიდი (4 + 10 მოხსნა)

მინესოტა-იუტა 92:94
24:25, 24:22, 32:22, 12:25
მ: ლავინი (24 + 9 მოხსნა), თაუნსი (18 + 15 მოხსნა), უიგინსი (16), რუბიო (12 + 7 პასი), ჯენგი (11 + 8 მოხსნა)
ი: ჰილი (19 + 7 პასი), ჰეივორდი (16), ფეივორსი (15), გობერი (12 + 13 მოხსნა + 4 დაფარება), ლაილსი (13)

დალასი-ატლანტა 82:97
20:22, 22:23, 17:21, 23:31
დ: ბარნსი (21), ნოვიცკი (11), უილიამსი (7 + 7 მოხსნა), ბოგუტი (2 + 11 მოხსნა), ჰარისი (11), ბარეა (7 + 7 პასი)
ა: შრიოდერი (20), მილსეპი (17 + 9 მოხსნა + 6 პასი), ჰოვარდი (15 + 20 მოხსნა), ჰარდუეი (22), მუსკალა (11)

სან ანტონიო-შარლოტი 102:85
24:24, 23:26, 26:14, 29:21
ს: ლეონარდი (19), ოლდრიჯი (15 + 11 მოხსნა), ბერტანსი (21), დედმონი (15 + 10 მოხსნა), მილსი (13)
შ: უოკერი (18), ლემბი (13 + 8 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (12 + 9 მოხსნა), უილიამსი (11), ზელერი (9 + 9 მოხსნა), ჰიბერტი (10)

პორტლენდი-დეტროიტი გადაიდო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული