საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
ევროპაზე და აგერ მსოფლიოზე ხუთეულში ხდება. ყველა ჩვენ ბიჭებს ვენაცვალე მარა საწყის ხუთეულში რო აყენებ გამოუცდელ ბავშვს ანდრონიკაშვილს დიდი რისკია და შეცდომა, და მეორე ბითაძის ხუთეულში არ დაყენება უფრო ღალატია ნაკრების ვიდრე შეცდომა. ურჩიეეეეეეეეთ ვინმემ ზუროსს.
სამართლიანი.
22:47 29-08-2023
0
დალას-ს :მე კი შემრჩა აზროვნების უნარი {შენნაირების ხელში კიდევკარგად ვართ],მაგრამ შენ რომ არც არასდროს გქონებია ეს ნათლად ჩანს.ნათქვამია-შეკითხვის დასმასაც ჭკუა უნდაო.შენ კი იმდენად პრიმიტიული შეკითხვები დასვი პასუხის გაცემადაც არ ღირს,მაგრამ მაინც.შევეცდები შენი ინტელექტის დონის გათვალისწინებით გიპასუხო.დასავლეთი შუაში კი არა თავშია-30 წელია ისაა ჩვენი პატრონი და ჭკუის მასწავლებელი და შედეგებზეც პასუხი მას მოეთხოვება.დაკარგული ტერიტორიებიც მის კისერზეა,სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიც,დემოგრაფიული კატასტროფაც,ახალგაზრდების გარყვნა-გათახსირება-განარკომანებაც და სხვა დანარჩენი უბედურებებიც რაც ჭირს ჩვენს ქვეყანას.რაც შეეხება ხელისუფლებებს,საბჭოთიდან გამოყოფის შემდეგ ყველა ხელისუფლება არის დასავლეთის მიერ მოYვანილი და დასმული ,მათ შორის დღევანდელიც.უფრო მარტივად პასუხის გაცემა არ შემიძლია,თუ გაიგებ და შეიგნებ ხომ კარგი თუ არადა მაინც სულ კარგად მეყოლე.მე მეტჯერ მასეთ შეკითხვებზე პასუხის გასაციმად თავს აღარ შევიწუხებ.
არგუტი
22:13 29-08-2023
0

სიახლეები პოპულარული