- კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში კაბო ვერდემ ვენესუელა 81:75 დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელამ მესამე მეოთხედი 23:9 მოიგო, კაბოვერდელებმა მატჩის გადარჩენა შეძლეს.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო ჟოაო გომესი გახლდათ, "ბენფიკას" კალათბურთელმა 22 ქულა, 3 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა.
ვენესუელის რიგებიდან დავიდ კუბილიანმა თავი 15 ქულით, 2 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ამრიგად, F ჯგუფში ვენესუელა 2 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, ბოლო ტურის მატჩს კი 30 აგვისტოს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, თბილისის დროით 12:00
კაბო ვერდე 3 ქულით 1-ელ ადგილზეა. ემანუელ ტროვოადას გაწვრთნილი გუნდი 30 აგვისტოს სლოვენიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე, ამავე ჯგუფში საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს.
ლუკას სლოვენიასთან მატჩის დღე! - რა დაგვანახა საქართველოს ნაკრებმა და რაზე იმუშავებს ზუროსი...
სენსაცია A ჯგუფში - დომინიკის რესპუბლიკამ იტალიის ნაკრები დაამარცხა [VIDEO]