- კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88 დამარცხდა.
პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.
მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.
მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.
მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.
მე ადრე ვრცლად დავწერე და ახლაც განვმეორდები და ვიტყვი თუ რისი და ვისი ბრალია გუნდის ასეთი ჩავარდნა:
პასუხი მარტივია - კალათბურთის ფედერაცია, რომელიც ჩემი აზრით არის ყველაზე კორუმპირებული, ჩაკეტილი და ნეპოტიზმის ბუდე.
თუ ფედერაციას სურდა რაიმე წარმატება, ჩაგდებული ევროპის შემდეგ, მას სასწრაფოდ უნდა:
1. მოეხსნა ზუროსი, რომელიც არაკომპეტენტურია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როცა ჯგუფები ცნობილი გახდა, ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაეწყო სამწვრთნელო შტაბს თითოეული გუნდის შესწავლა და მათი ლიდერების გასანეიტრალებლად მუშაობა. რაც იმუშავეს აგერ ვნახეთ. ბოისაზე ცალკე ვიტყვი, არ დამვიწყნია.
2. უნდა გვეთქვა მადლობა მაკფადენისთვის და გვეპოვა სხვა მაღალი დონის უკანახაზელი, რადგან თადი დაბერდა და ძალიან არასტაბილური გახდა.
3. ჩვენ არ გვყავს უკანახაზელი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ის რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერ შევძელით გაგვეზარდა 1 უკანახალიც კი, რომელიც ევროპული კალათბურთის მინიმალურ სტანდარტს დააკმაყოფილებდა, ზუსტადაც რომ ფედერაციის ბრალია, მასში არსებული კორუფციის და ნეპოტიზმის.
ახლა, ცარიელი სიტყვები რომ არ გამოვიდეს, მოგიყვანთ რამოდენიმე მაგალითს და თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, სიამოვნებით მივიღებ.
1. ფედერაციის პრეზიდენტი. ეს პოსტი უმნიშვნელოვანესია. ფედერაციის პრეზიდენტი დღე და ღამ უნდა მუშაობდეს და იხარჯებოდეს. ვიქტორ სანიკიძე (შესანიშნავი კალათბურთელი) ამავე დროს პარლამენტის წევრიცაა. პარლამეტნარობა კიდევ უფრო რთული და საპასუხიმგებლო მისიაა. ამიხსენით როგორ შეიძლება ადამიანმა შეითავსოს 2 ასეთი უაღრესად საპასუხისმგებლო პოსტი? პასუხი ნათელია - არანაირად. სანიკიძე, ჩემი აზრით, არც პარლამენტში აკეთებს რამეს და არც ფედერაციაში. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას კობიაშვილზე და ფეხბურთის ფედერაციაზე.
2. ბოისას თემა ნეპოტიზმის ყველაზე ნათელი მაგალითია. ჯერ როგორც მოთამაშე იყო ნაკრებში აბსოლუტურად დაუმსახურებლად და ახლა როგორც მწვრთნელი. ალბათ მან დაგეგმა დონჩიჩის გასანეიტრალებელი სქემები.
3. ნეპოტიზმის კიდევ 1 მაგალითი. ახლა მოგაწვდით საქართველოს სუპერლიგის საიტიდან აღებულ ინფოს, კერძოდ რამოდენიმე ქართველი უკანახაზელის საშუალო სტატისტიკას.
ლუკა ზაქრაძე 11 ადგილი. 18.35 ქულა, სარგებლიანობა 15
ლუკა მაზიაშვილი 14 ადგილი, 16.8 ქულა, სარგებლიანობა 16.1
ლუკა ბულაშვილი 18 ადგილი. 16.2 ქულა, სარგებლიანობა 15.5
ოთარ ბულიავა 26 ადგილი, 14.2 ქულა, სარგებლიანობა 17.8
აფერისტი ზუროსი, რომ გვატყუებდა ახალი სისხლიო, სად არის ეს ახალი სისხლი მაჩვენეთ. აი ესენი რომ არ თამაშობენ (ცინცაძე კიდევ სხვა თემაა, ჩემი აზრით ისიც არ უნდა წამოეყვანა და ამათთვის მიეცა შანსი) და მათ ნაცვლად სხვები არიან დღეს ნაკრებში დაუმსახურებლად, ნეპოტიზმის სრულყოფილი მაგალითია.
ძაან გთხოვთ გამომიქვეყნეთ.
ხოლო პოლიტიკურ განცხადებებს ვინც აკეთებს, ეს შენი კომენტარიდან ჩანს.
ამას გარდა, თუ რამე არასწორად ან ტყუილი დავწერე არგუმენტირებულად გამაკრიტიკე, ხოლო თუ ქოცებს გინდა აამო, წადი რუსეთის ნაკრებს დაუჭირე მხარი, აქ შენი ადგილი არაა.