- კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88 დამარცხდა.
პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.
მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.
მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.
მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.
არა უშავრს, არაფერია სანერვიულო ,
ვენესუელას მოვუგებთ და გავალთ
ლუკას ნბა-ში ვერ აჩერებენ და რა გიკვირთ,
თუ კალათბურთის აზრზე ხართ, ვერ ვხვდები..
ჩვენი პრობლემა არის მოკლე სკამი, ძირითადი მაღალი დონის გამთამაშებლის და სტაბილური თანამედროვე 3&D მოთამაშის არარსებობა, მხოლოდ მაღლებით თანამედროვე კალათბურთში მეტის მოთხოვნა რთულია.
შენგელიას არ წაუვიდა თამაში, თედიც ვერ არის ფორმაში და ამ პირობებში, როდესაც მხოლოდ 5-6 ნორმალური დონის კალათბურთელია ნაკრებში შედეგიც ლოგიკურია.
ამასთან ერთად როდესაც თამაშში ვიყავით მსაჯების მხრიდანაც ყველა საკამათო ეპიზოდი ერთ მხარის სასარგებლოდ წყდებოდა..
ზოგადად რეალობის აღქმა ვისწავლოთ გულშემატკივრებმა, ქართული ამპარტავნობა და "ჩვენ ვართ რაც ვართ" მენტალობა გვერდზე გადავდოთ, ჩვენი დონეც რეალურად აღვიქვათ და ამდენი ალოგიკური და უაზრო ნეგატივი არ ვაზიაროთ ერთმანეთში მუდამ - კარგი იქნება.
მსოფლიოზე მოხვედრა და ჯგუფიდან გასვლა საკმაოდ კარგი და მისაღები შედეგია ჩვენი დონის საკალათბურთო ქვეყნისთვის.