დონჩიჩის ლიდერობით - სლოვენიამ იტალია ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Sportall.Ge


კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილისთვის მატჩში სლოვენიის ნაკრებმა იტალიას მოუგო - 89:85. 

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სლოვენიელთა მცველი ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც იტალიის ნაკრების კალათში 29 ქულა მოათავსა. ლუკას მსოფლიოს თასზე ისტორიულ სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა - დონჩიჩს 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა. 

იტალიის ნაკრების რიგებში საუკეთესო "ვენეციის" გამთამაშებელი მარკო სპიცუ იყო - მის ანგარიშზე 22 ქულა გახლდათ. 

გამარჯვების შედეგად, სლოვენიამ ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა, იტალიამ - მერვეზე. 

დღეს, 9 სექტემბერს კიდევ ერთი მატჩი გაიმართება - მეხუთე
ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ლატვია და ლიეტუვა დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული