NBA-ს ვიდეორგოლი ქართველების შესახებ და Junior NBA-GBF ლიგის ახალი სეზონი

AutoSharing Option
სლოვენიაში დასრულებულ ჟუნიორ NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ კემპში ქართველებიც მონაწილეობდნენ. 29 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით, ქალაქ როგლაში გამართულ კემპზე 2017 წლის ჟუნიორ NBA GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშე – ლუკა ალავიძე (2005) და გამორჩეული მოთამაშეები – გეგა წულაია (2005) და მარიამ გოგიჩაიშვილი (2004) იმყოფებოდნენ. სლოვენიაში იყო ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი ჯაბა ბაქრაძეც, რომელიც უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მოზარდების წვრთნაში იღებდა მონაწილეობას.

სლოვენიაში მთლიანობაში ევროპის 17 ქვეყნის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მიზანი ჟუნიორ NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ევროპის ნაკრების წევრთა შერჩევა გახლდათ. შესაბამისად, ქართველებს კონტინენტის ნაკრებში
მოხვედრის შანსი აქვთ. სლოვენიურ კემპზე ქართველი მოთამაშეების შესახებ ორგანიზატორებმა ვიდეოჩანახატი მოამზადეს, სადაც ლუკა ალავიძე, გეგა წულაია და მარიამ გოგიჩაიშვილი საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს გადმოსცემენ.

ამასობაში, საქართველოში ჟუნიორ NBA – GBF ლიგის მორიგი, მე-3 სეზონი იწყება. ხვალ, 15 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30 გუნდი მოიყრის თავს, რომლებსაც კენჭისყრის შედეგად ნბა-ს გუნდების სახელები მიენიჭებათ და ნბა-ს შესაბამისად, 6 დივიზიონში გადანაწილდებიან. დივიზიონების მატჩები საქართველოს 6 ქალაქში – თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართება.



მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული