ლევიცეში საქართველოს U20 ნაკრებთან ერთად შეიკრიბებიან – პოლონური “რადომი”, იტალიური “ოქსიგენი”, უნგრული “ფეჰერვარი” და ადგილობრივი “ლევიცე”.
ჩვენი ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:
8 ივნისი: საქართველო – რადომი 15:00
9 ივნისი: ოქსიგენი – საქართველო 13:00
9 ივნისი: ლევიცე – საქართველო 20:00
10 ივნისი: საქართველო – ფეჰერვარი
(მითითებულია თბილისის დრო)
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, ის მოთამაშეები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებშიც არიან გამოძახებულნი, ტრავმების თავიდან არიდების მიზნით 20-წლამდელთა ნაკრებს ამ ეტაპზე არ დაეხმარებიან. შესაბამისად, ჩვენი ნაკრები სლოვაკეთში 10 კალათბურთელით გაემგზავრა.
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით