საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის სუპერთასი მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ლიგის სუპერთასის მფლობელია.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა სლოვაკეთის ქალაქ ლევიცეში გამართული შემაჯამებელი ტურნირი მოიგო.

აპრილის ბოლოს ჩვენმა ოცწლამდელებმა ევროპის ლიგის აღმოსავლეთ ევროპის გათამაშება მოიგეს და ახლა ბრძოლა სუპერთასისთვის - ამ ტურნირის ცენტრალური და დასავლეთევროპული დივიზიონების გამარჯვებულებთან მოუხდათ.

სუპერთასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობდნენ: პოლონური "რადომი", იტალიური "ოქსიგენი", უნგრული "ფეჰერვარი" და ადგილობრივი "ლევიცე". ქართველებმა ყველა მატჩი დამაჯერებლად მოიგეს:

8 ივნისი

საქართველო-რადომი 90:59

9 ივნისი

ოქსიგენი-საქართველო 55:92
ლევიცე-საქართველო 60:87

10 ივნისი

საქართველო-ფეჰერვარი 83:64

ტურნირის MVP
გიორგი კორსანტია
გახდა. თითოეული გუნდიდან დასახელებული MVP-ის პრიზი კი ჩვენს ნაკრებში ვლადიმერ ფურცხვანიძეს ერგო. ორგანიზატორებმა სუპერთასი ჩვენი ნაკრების კაპიტანს, დავით აფხაზავას გადასცეს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ ბიჭებს, თუმცა მეეჭვება სუსტ და თან კლუბებთან სპარინგებმა რამე სარგებელი მისცეს ნაკრებს. ამ პირობებში ისინი ვერც მოუმატებენ და ვერც გაიზრდებიან. უმჯობესი იქნება ფედერაციამ რაიმე სხვა ტურნირი მოიძიოს, სადაც U20 ნაკრებები იასპარეზებენ.
gigi
20:20 11-06-2018
0
გამარჯვება სასიამოვნოა,მაგრამ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ,მეტოქეებად ხომ საკლუბო გუნდები გვყავდა.სამაგიეროდ ძალიან დიდი სატურნირო პრაქტიკა მიიღეს და შეთამაშებაში ეს ძალიან დაეხმარათ.ეს შეთამაშება აშკარად შეეტყო შედეგებსაც.
სოსო
15:27 11-06-2018
1

სიახლეები პოპულარული