მოგებ-წაგებით დაიწყო ევროპის 14-წლამდელთა ლიგაში ასპარეზობა ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა “საქართველო 2005”-მა. ქართულ კლუბებში მოთამაშე პერსპექტიული მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი ლატვიის ქალაქშ ვენტსპილსში იმყოფება, სადაც დღეს აღნიშნული ტურნირის დასკვნითი – მესამე წრე დაიწყო.
მაისურაძის გაწვრთნილი გუნდის პირველი მეტოქე კაუნასის ჟალგირისი გახლდათ, რომელთანაც ქართველებმა 48:68 წააგეს. ჩვენს გუნდში ბომბარდირი ლევან ძინძიბაძე გახდა 14 ქულით, სარგებლიანობის ინდექსით საუკეთესო კი ლუკა ალავიძე გახდა – 9 ქულა, 4 პასი, 2 ჩაჭრა, 1 მოხსნა.
ქართველებმა დღესვე მეორე მატჩიც გამართეს
23 მარტს საქართველო კიდევ 2 მატჩს გამართავს:
საქართველო 2005 – რუნა (რუსეთი) – 23 მარტი, 11:00
სპარსი (ლატვია) – საქართველო 2005 – 23 მარტი, 15:30
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით