ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა “საქართველო 2005”-მა რიგაში დღეს ერთი მატჩი გამართა,
პოლონელებთან მატჩში 15 ქულით და 14 მოხსნით ანრი ბელთაძე გამოირჩა. 15-15 ქულა მიითვალეს ილია ჭავჭანიძემ და თენგო გოგიშვილმა. გოგიშვილი ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა. ამის ნიშნად გოგიშვილმა დაჯილდოების ცერემონიალზე სპეციალური პრიზი მიიღო. რიგაში გამართული პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად ჩვენი გუნდის თავკაცი – ირაკლი ტომარაძე დასახელდა.
საქართველომ რიგაში საბოლოოდ მე-2 ადგილი დაიკავა, რადგან პირველი ადგილი დაუმარცხებელ ცსკა-ს ერგო.
ევროპის 15-წლამდელთა ლიგის მე-2 წრის 5 შეხვედრა 17-19 იანვარს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაიმართება. მთლიანობაში, ევროპის ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 3 წრეა და თითო გუნდს ჯამში 15-15 მატჩის გამართვა უწევს. რეგულარულის ბოლოს, საუკეთესო გუნდები ჩემპიონობისთვის სუპერფინალში ეჯიბრებიან.
ევროპის 14-წლამდელთა ლიგაში რამდენიმე დღეში ჩაერთვება “საქართველო 2006”, რომელსაც ირაკლი ჩერქეზიშვილი წვრთნის. 14-წლამდელები 24-26 ოქტომბერს პირველი წრის 5 მატჩს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ითამაშებენ. ქართველების მეტოქეები 3 რუსული გუნდი – "ცენტრალნაია", "ადმირალტეისკაია" და "გლორია", ასევე, ლატვიური "სპარსი" და "ესტონური" TTU იქნებიან.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით