U20. საქართველოს ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში ცნობილია

AutoSharing Option
ფოტო: gbf.ge

პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე (B დივიზიონი) საქართველოს მეოთხედფინალური მეტოქე გაირკვა.

მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრების მეტოქე მასპინძელი პორტუგალია იქნება.

პორტუგალიელებმა ბოლო ტურის მატჩში ბელგია 81:53 გაანადგურეს და C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. დებულების თანახმად, პლეი-ოფში ჯვარედინი სისტემით A ჯგუფი B-ს უწყვილდებოდა, ხოლო C - D-ს. შესაბამისად, C ჯგუფის მეორეადგილოსანი საქართველო D ჯგუფის გამარჯვებულ პორტუგალიას შეხვდება.

მეოთხედფინალის წყვილები მთლიანობაში ასე გამოიყურებიან:

რუსეთი (A1)-ბულგარეთი (B2)
ჩეხეთი (B1)-ისლანდია (A2)
ჰოლანდია (C1)-ბელგია (D2)
პორტუგალია (D1)-საქართველო (C2)

18 ივლისი ტურნირზე
დასვენების დღეა და მეოთხედფინალები 19 ივლისს გაიმართება.

საქართველოსა და პორტუგალიის მეოთხედფინალური დაპირისპირება თბილისის დროით 23:30 საათიდან დაიწყება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
მეგობრებო, ყურებს ნუ ჩამოვყრით, თუ მოვუგეთ ჰოლანდიას, რომელმაც ესტონეთს გადაუარა, რატომ ვართ უშანსოდ პორტუგალიასთან? მთავარია ბიჭები ფსიქოლოგიურად განაწყონ და ჩვენი თამაში ვითამაშოთ....
გიორგი 48
19 ივლისი 2019 13:54
0
ესტპნელებს ჩვენზე მეტად უნდოდათ გამარჯვება და გაიმარჯვეს,ჩვენებს კი წაგების უფლება ჰქონდათ და ამან ცუდად იმოქმედა.ესტონეთმა მკაცრი პრესინგით მეორე ტაიმში დაშალა ჩვენი გუნდური თამაში და კინაღამ სასურველი სხვაობითაც მოგვიგო.პორტუგალიას გულშემატკივრობაც ექნება,მსაჯის განწყობაც და თვითონაც კარგი გუნდი ჩანს.ასე რომ ძალიან მძიმე მატჩი იქნება,წინასწარ ჩვენთვის არასასურველ გარემოში.გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს.თუ ა დივიზიონი გვინდა,ყველას უნდა მოვუგოთ.
სოსო
18 ივლისი 2019 13:31
0
სამწუხაროდ პორტუგალიასთან შანსი არ გვაქვს
MALI
18 ივლისი 2019 12:27
9
ჩვენთვის პრინციპში სულერთია თუ ა დივიზიონის დონის გუნდი გვყავს, პორტუგალიასაც უნდა მოუგოს და ბელგიასაც,მაგრამ ესტონეთან ჩვენი დაცვა არ მომეწონა,პერიმეტრის ჩაკეტვას ვერ ასწრწრებდნენ. იმედია პორტუგალიას არ წაუვა სამიანები.
გოგა
18 ივლისი 2019 11:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული