აქ ყველაფერი ჩახლართულად მოხდა. შვედეთი გახლდათ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი D ჯგუფში, რომელთანაც 1 ქულით ჰქონდა წაგებული უკრაინას, ხოლო კიდევ ერთი ჯგუფიდან გასვლის
ყველაფერს შვედეთი-უნგრეთის დაპირისპირება წყვეტდა. გამარჯვებული გუნდი უკრაინასთან ერთად ჯგუფიდან გადიოდა, ხოლო წაგებული მესამეზე და შესაბამისად – ჯგუფში რჩებოდა. საქართველოსთვის მნიშვნელობა იმას ჰქონდა, თუ რომელი გუნდი გავიდოდა პირველზე. შვედეთის გამარჯვების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი პირველ ადგილზე წაუგებლად რჩებოდა, თუმცა უნგრეთთან კარგად დაწყებული მატჩი საბოლოოდ წააგო და სამგუნდიან ტაი-ბრეიკში მესამე ადგილზე აღმოჩნდა. ბურთების შეფარდებით პირველზე უკრაინა დაჯდა, ხოლო მეორეზე – უნგრეთი.
შესაბამისად, საქართველო უკრაინას დაუპირისპირდება, ხოლო უნგრეთი – ჩვენს (D) ჯგუფში პირველზე გასულ რუმინეთს. საქართველო-უკრაინას შორის გამარჯვებული ნახევარფინალში ნიდერლანდები–სლოვაკეთს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. სხვა მეოთხედფინალებში ითამაშებენ: რუმინეთი-უნგრეთი და ფინეთი-პორტუგალია.
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები 10 დღის წინ ლატვიაში ერთმანეთს სპარინგ-მატჩში შეხვდნენ და მაშინ უკრაინამ 86:80 იმარჯვა. ნახევარფინალის საგზურის მომტანი მატჩი კი 19 ივლისს, თბილისის დროით 16:30 საათზე, რუმინეთის ქალაქ პიეშტში გაიმართება.