19 ივლისს, ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონში საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში მასპინძელ პორტუგალიასთან 85:96 დამარცხდა და A დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა.
მილოშ გლიგორიევიჩის შეგირდებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველ მეოთხედში 10 ქულით დაწინაურდნენ (19:9), მაგრამ შემდეგ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.
მასპინძლებს სავსე დარბაზში გულმხურვალედ ქომაგობდნენ და მათი ტანმაღალი ცენტრი ნეიმიას კუეტა (იუტას უნივერსიტეტი) ფარქვეშ ბატონობდა, რაც გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამიტომ ჩვენმა გუნდმა პერიმეტრიდან სროლებზე გადაიტანა აქცენტი, რაც ურიგოდ არ გამოსდიოდათ. პირველი ტაიმი პორტუგალიამ 45:43 მოიგო.
მესამე პერიოდში მოწინააღმდეგემ კარგი დაცვის და
რამდენიმე ზუსტი სამქულიანის ხარჯზე შეძლო გაქცევა, 9 ქულით წინ გაიჭრა და საბოლოოდ ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა.
რატი ანდრონიკაშვილმა 21 ქულა, 6 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, 14-14 ქულა ზურაბ ჟღენტმა და ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა ჩააგდეს, 11 ლუკა მაზიაშვილმა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარგი ქმედების 41-იანი კოეფიციენტით კუეტა გახდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა 14 მოხსნა და 6 ზუსტი პასია.
ახლა საქართველოს ნაკრების წარუმატებლობაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ მთავარი მიზეზი ამ ასაკობრივ გუნდში ტანმაღალი მოთამაშეების არყოლაა - ჩვენი გუნდის ყველაზე მაღალი კალათბურთელი 204 სანტიმეტრი სიმაღლისაა.
ყველაფერი ყოველთვის არ გამოვა და ვფიქრობ ეს შედეგში მოთამაშეების არაპროფესიონალიზმმა განაპირობა და არა მწვრთნელმა. თითქმის ყველა თამაშს ვუყურე და ყველგან ერთი და იგივე შეცდომები, უზუსტობები, უყურადრებობები და ეს იწვევს საბოლოო შედეგს.
თუმცა გასულ წლებთან შედარებით პროგრესი გვაქვს.
გუნდმა ვერ გათვალა რომ, ჯობდა შვედეთტან წაეგოთ და ესტონეთთან მოეგოთ ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე გავდიოდით.
ვფიქრობ მთავარი შეცდომა სწორედ ესტონეთთან ძალით წაგებული თამაში იყო. მთელი თამაში თუ არ ვიგებდით ქულა-ქულაში მიდიოდა და იქ უნდა დაგვედო ყველაფერი მოგებისათვის და არა ასე პრაგმატულად ოღონდ 19 ქულით არ წავაგოთ თამაში.
მაინც კარგი გუნდია ამ გუნდს დაუმატე 19-წლის ბითაძე და სულ სხვა შედეგი გექნებოდა რომ მოგვენდომებინა.ანუ იმის თქმა მინდა რომ 20წლამდელებში მთლიანობაში კარგი დონის გუნდია.