U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ირლანდიასთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
წარუმატებლად გაგრძელდა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებისთვის. დიმიტრი ჯაკობოვის, დავით როგავასა და ტიჰომირ ბუჯანის გაწვრთნილმა ნაკრებმა ტურნირის მეორე მატჩი ირლანდიასთან გამართა და 30 ქულის სხვაობით დათმო. ჰოლანდიასთან 7 ქულით წაგებული მატჩის შემდეგ ეს გახლდათ ჩვენი ნაკრების მეორე წარუმატებელი შეხვედრა, რის შემდეგაც ჯგუფიდან გასვლის შანსები მინიმუმამდე შეგვიმცირდა.

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან ბოლო პერიოდი ჩააგდო და ამის გამო წააგო დიდი სხვაობით. მანამდე კი, მესამე პერიოდში 18-ქულიანი ჩამორჩენა 7-ამდე შეამცირა და იმედი იყო, რომ შეხვედრის მოსაგებადაც გაიწევდა, თუმცა დასკვნითი ათწუთეული ირლანდიელებმა ზემძლავრად
ჩაატარეს და მისი 30:9 მოგებით დიდსხვაობიანი გამარჯვება გაიფორმეს – 88:58.

საქართველოს ნაკრებში 17 ქულით საუკეთესო იყო გიორგი მახნიაშვილი. 12 ქულა როლანდ დევიძემ, ხოლო 11 – ლუკა ვალიამა მოაგროვეს. საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე კვიპროსი იქნება, რომელსაც ჩვენს დარად 2-დან 2 წაგება აქვს. მატჩი თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ ასაკში ბოლო პერიოდში 30 ქულის გაშვება და მხოლოდ 9-ის ჩაგდება,დამარცხებას კი არა,ბრძოლის შეწყვეტას ნიშნავს და ჩვენი საერთო ნიშანი ხდება.ასე გაზრდილი სპორტსმენი,ვეღარასოდეს გახდება ჩემპიონი,რადგან ჩემპიონობას,სულ სხვანაირი ხასიათი სჭირდება.ნებისყოფისა და ბრძოლისუნარიანობის გარეშე დიდ სპორტში მოსვლას, აზრი არა აქვს.საბჭოთა კავშირის პერიოდში,ქართველი სპორტსმენები ძალიან ხშირად იყვნენ გუნდის კაპიტნები სწორედ დაუცხრომელი ბრძოლის ჟინისა და უნარის გამო.ისინი ყოველთვის ლიდერები იყვნენ თავისი ხასიათით,ახლა კი ეს, თანდათან უკვალოდ იკარგება.ადრე თუ იყო პრინციპი,ან ყველაფერი,ან არაფერი,ახლა მოვიდა რა მოხდა,საპრიზო ადგილიც კარგია,ხუთეულიც დიდებულია.ამას წინათ ერთ ქართველ სპორტსმენზე იყო სტატია,სადაც ის ჰყვება,რომ ფინალის წინ,ისეთი მძინე ტრავმა მიიღო,რომ ექიმებმა ურჩიეს,არ გასულიყო ფინალში.ის ალბათ ასეც მოიქცეოდა,მაგრამ მეორე ქართველმა უთხრა,საქართველოში რომ ჩახვალ,შენი მეორე ადგილი ვის რად უნდაო?მართლაც ასე იყო,მეორე ადგილს არავინ თვლიდა წარმატებად.ჰოდა ისიც გავიდა,ძალიან გაუჭირდა,მაგრამ გატეხილი ნეკნით,მაინც გაიმარჯვა.ბრძოლა ბოლომდე,არა მაინც და მაინც გამარჯვებისათვის,არამედ სახელისათვის.ეს იყო ქართველის კრედო და ასე გამოიარა საუკუნეები."ბუნებაი ქართველთა,წინმებრძოლობა არს".სიკვდილის საფრთხე იქ გაცილებით მეტი იყო,მაგრამ სხვას თავისზე წინ არ უშვებდა.ახლა რა გვემართება?გაიფაფხურებენ რაღაცას და წყვეტენ ბრძოლას,უამბიციოდ,უნებისყოფოდ,უთავმოყვარეოდ..ამ დილას ლივერპული ნორვიჩის მატჩის ფრაგმენტები ვნახე.ლივერპულმა პირველ ტაიმშივე დაწინაურდა და ანგარიში 4-0-მდე გაზარდა,მაგრამ ნორვიჩს ერთი წამით არ შეუწყვეტია ბრძოლა და უამრავი მომენტიც შექმნა.კი წააგო,4-1,მაგრამ ხვალ მის საყურებლად აუცილებლად მივა მაყურებელი,ჩვენი ცარიელი ტრიბუნებისაგან განსხვავებით
სოსო
08:40 10-08-2019
0
სრული ფიასკოო . ძალიან მაინტერესებს , რით შეუძლია ფედერაციას იმის ახსნა , თუ რატომ გაუშვეს მამუკა ტურაშვილი ნაკრებიდან და გუნდი ჩააბარეს მწვრთნელებს , რომელთაც არც გამოცდილება აქვთ და თვითონაც არაფერი უთამაშიათ . მარტო სემინარები არ იძლევა კვალიფიკაციას . ტურაშვილი კი სავარადოდ მის პრინციპულობას შეეწირა . სამწუხარო ის არის , რომ საშველიც არ ჩანს . ბოლოს დიდი ზარ-ზეიმით გახსნილ ერთ-ერთ მოედანზე , ბეტონის საფარის მაგივრად , რომ , სპეციალური პლასტიკატი დაგეგოთ , უფრო სწორი იქნებოდა . ვინ-ვინ ა თქვენ კი უნდა იცოდეთ , რომ ბეტონზე თამაში არ შეიძლება , მაგრამ ყველანი ფარისევლები ხართ და მარტო საკუთარ ჯიბეზე ზრუნავთ . ეს არის მწარე სიმართლე და ამას პიარით ვერ გადაფარავთ .
ATP 16
12:29 10-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული