U16. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ბელარუსთანაც წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს მე-19 ან მე-20 ადგილზე დაასრულებს.

დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა მორიგი საკვალიფიკაციო მატჩი ბელარუსთან გამართა, რომელიც 61:68 დათმო და მე-17 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლება ვერ მოიპოვა.

პარალელურ საკვალიფიკაციო მატჩში კვიპროსმა სლოვაკეთს მოუგო და საქართველოს ნაკრებს მე-19 ადგილისთვის მატჩში სლოვაკები შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ბელარუსებს პირველი პერიოდი 22:10 მოუგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის 13 ქულით ლიდერობდა. მესამე ათწუთეულში ბელარუსებმა ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს და ბოლო პერიოდში ქართველებზე გადამწყვეტი იერიში მიიტანეს. დასკვნითი
პერიოდის 22:8 მოგებით ბელარუსებმა საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ჰქონდა სანდრო კასაბურს, რომელმაც 17 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ლუკა ლიკლიკაძის ანგარიშზე 11 ქულა, 13 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა. ლუკა ავალიანმა შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

საქართველოსა და სლოვაკეთის მატჩი მე-19 ადგილისთვის 17 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველა სპორტი და მათ შორის კალათბურთი უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს დაბალშემოსავლიან ოჯახებისთვის. მაში შედეგიც დადგება
Grisha
18 აგვისტო 2019 10:38
0
მეორე ტაიმს ვუყურე, ეტყობა მწვრთნელმა დავალება მისცა ბოლო წამებამდე გაეთამაშებინათ ბურთი, მიუხედავად იმისა რომ ბოლოს 5 ქულას აგებდნენ ისევ იგივე ტაქტიკით თამაშობდნენ, არავითარი იმპროვიზაცია და ცეცხლი. ახალგაზრდა მოხუცები იყვნენ, განივი პასები, არანაირი მოძრაობა და ტაქტიკა და ბოლოს უაზრო სროლა. არა მგონია მთლად ცუდი ბიჭები იყვნენ,არ ვიცი ვინაა მწვრთნელი, მაგრამ აშკარად ვერ ქაჩავს. ვერც ფსიქოლოგიურად განაწყო ბიჭები, ერთი სული ჰქონდათ დროზე მორჩენილიყო თამაში. ერთია კიდევ ეს ხელების ფეხსაცმლის ძირებზე ტყაპუნი რას ნიშნავს, ალბათ მაგარ კალათბურთელს, თან გადამდებია თითქმის ყველა მაგას აკეთებდა, მათ შორის ანდრონიკაშვილიც უფროსებში.
mamuka
17 აგვისტო 2019 22:55
0
სირცხვილია.... ბატონო გურასპაულო.... ნუთუ... ეეეჰ... ცუდი კალათბურთელი არ ყოფილხართ, თუმცა, როგორც პრეზიდენტი?
გიორგი48
17 აგვისტო 2019 21:00
0
ჯერ ხომ 18 და 20 წლამდელებმა გვასახელეს და ამათ კი მთლად "ფსკერი გაარღვიეს"! უბედურ დღეშია ქართული კალათბურთი და ამ უმაქნისი ფედერაციის ხელში გამოსავალიც არ ჩანს
გულშემატკივარი
17 აგვისტო 2019 14:36
0
საშიბელი მდგომარეობაა.აუცილებლად გვჭირდება მწვრთნელების გადამზადება,მით უფრო ბავშვთა მწვრთნელების.ბავშვთა მომზადება,უფასო უნდა იყოს.სხვანაირად იქ მხოლოდ მდიდარი ოჯახის შვილები ივლიან და მათგან სერიოზული სპორტსმენი,ძნელი წარმოსადგენია,როგორ უნდა გაიზარდოს
სოსო
17 აგვისტო 2019 12:44
0
ეს გაჭირვებულები)))
gio
17 აგვისტო 2019 11:36
0

სიახლეები პოპულარული