თბილისში, ევროპის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 73:76 დამარცხდა და ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.
მესამე მეოთხედის დასაწყისში მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი 13 ქულით დაწინაურდა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მარცხი განიცადა.
ჩვენი გუნდიდან 19-19 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილმა და ვლადიმერ სალარიძემ (პლუს 10 მოხსნა) ჩააგდეს, 15 - ლუკა ლიკლიკაძემ, ხოლო 9-9 - ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და ლევან ქვარცხავამ.
საქართველოს ნაკრები 23 ივლისს მე-9 ადგილისთვის მატჩში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.
მამიკოს Შვილები და მწვრᲗვნელი Შედეგი სახეზეა...კალაᲗბურᲗი უკან უკან მიდის..ვნახვაᲗ Შედეგს ..ფეხბურᲗზე უარესი გახდება
მწვრᲗნელის ბრალია რომ წავაგეᲗ...რატიანი რატო არ აᲗამაᲨა..