დღეს ფინალია – სამწუხაროდ, ქართველების
დავუბრუნდეთ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატს, რომლის ორგანიზებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ფიბა-სთან თანამშრომლობითა და რეკომენდაციების დაცვით წარმატებით ახორციელებს. თბილისის სტუმრარ უცხოურ გუნდებს აქვთ უმაღლესი დონის სერვისი, რადგან აღნიშნული ტურნირი მიიჩნევა როგორც ევრობასკეტის გენერალური რეპეტიცია. ჩვენი დედაქალაქი ხომ სექტემბერში ევროპის უმთავრეს საკალათბურთო ღონისძიებას – ევრობასკეტს მასპინძლობს და მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილეები ორგანიზატორთა მხრიდან ზუსტად იმ დონის სერვისებით სარგებლობენ, რაც მომავალ ევრობასკეტზე იქნება გათვალისწინებული.
ფინალური მატჩი 21:15 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი. ტურნირზე გამოვლინდება სიმბოლური, საუკეთესო ხუთეული, ჩემპიონ-პრიზიორები კი შესაბამისი მედლებითა და თასით დაჯილდოვდებიან. დღევანდელი ფინალით როდი სრულდება საკალათბურთო ციებ-ცხელება: ესტაფეტა გადაეცემა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც შეკრებაზე მიემგზავრება და ემზადება აგვისტოს ბოლოს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისა და ზემოთ არაერთხელ ნახსენები ევრობასკეტისთვის.
GBF