საქართველოს U18 ნაკრები ოვერტაიმში დამარცხდა და მეოთხედფინალში გასასვლელად ნორვეგიასთან მოგება სჭირდება

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მეოთხედფინალთან ძალიან ახლოს იყო და საამისოდ ნიდერლანდების დამარცხება მართებდა. გამარჯვებასთანაც ახლოს იყო: მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ორ-ნახევარი წუთით ადრე დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 9 ქულით – 49:40 იგებდა. როგორც ანგარიშში სხვაობიდან ჩანს, გამარჯვებამდე ძალიან ცოტა იყო დარჩენილი, თუმცა ისე მოხდა, რომ ნიდერლანდელებმა ზედიზედ 3 სამქულიანი ჩააგდეს და მატჩის დასრულებამდე 28 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს. ქართველების სამივე კონტრშეტევა, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

დამატებით დროშიც დავწინაურდით –
52:49 ვიგებდით, მაგრამ აქაც სამქულიანები მივიღეთ: ჯერ ჯიბბე სიკინგმა, შემდეგ კი ლატიფ დიუფმა შორი სროლები მიითვალეს, თავისიანები 57:52 დააწინაურეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. საბოლოოდ ნიდერლანდებმა 59:52 (სტატისტიკა) იმარჯვა და საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. მოგების შემთხვევაში საქართველო პირველ ადგილზე გადიოდა და შესაბამისად, მეოთხედფინალში A ჯგუფის მეორეადგილოსანს ხვდებოდა. ახლა კი საქართველოს გასვლა-არგასვლის ბედი სხვა გუნდებზეა დამოკიდებული.

საქართველო რომ ჯგუფიდან გავიდეს, ერთადერთი ვარიანტი დარჩა. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ნორვეგიამ ბულგარეთს უნდა სძლიოს. ასე რომ მოხდეს, 3 გუნდს – საქართველოს, ნიდერლანდებს და ნორვეგიას, თანაბარი ქულები (3 მოგება, 2 მარცხი) უგროვდება და ურთიერთშეხვედრებში საუკეთესო ჩვენი გუნდია, რომელიც პირველზე გასული ბოსნიის შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს. იყო ერთი შანსიც, კოსოვოს ბოსნია-ჰერცეგოვინა უნდა დაემარცხებინა, მაგრამ ეს მატჩი უკვე დასრულდა და ბოსნიელებმა დიდი სხვაობით გაიმარჯვეს.

ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრების ბედი ნორვეგია-ბულგარეთის მატჩზეა დამოკიდებული. სკანდინავიელების გამარჯვების შემთხვევაში დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში გადის.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 8 /
მამებო მოგწონთ შედეგი...მაგრად მაინტერესებს...20 წლამდელთა ნული და 18 წლამდელები ნული...საზვარგარეთ წასული ბავშვები ვინც ვარჯიშობს თუ მეტი არ შეუძლიათ..ეტყობა ძალად და მეგობრულად გაშვებული ბავშვები...აქ გაზრდილი ბავშვები ბევრად ჯობდნენ..
მომო
05 აგვისტო 2022 00:33
0
Მოიყვანეთ რაგბზე. აკადემიაში ვეძებთ მასეთ მაღლებს და გავაძლიერებთ
Ზურა
04 აგვისტო 2022 12:55
0
თან ის 3 ქულა ჯარიმებით.
სოსოს
03 აგვისტო 2022 23:46
0
ფედერაცია გრცხვენოდეთ გრცხვენოდეთ ....რატო იმალებით და კომენტარს არ აკეთებთ და საერთოდ რეაგირება ნული...თუ კითხულობთ დავწერ ვერ მოვითმინე 16 წლის ბავშვზე მესმოდა სულ სუსტია სუსტიაო 207სმ სიმაღლის არის...წლებია ხელი არავინ მოკიდა....სადაც დადიოდა იძახდნენ სუსტია სუსტია...დაუმთავრებია აკადემიას და მშობელს ეტყოდნენ არ ივარგაო...სანიკიძე ასე ჩაგრავენ პერსპექტიულ ბავშვებს...ხელი რომ მოეკიდათ სათანადო დონეზე იქნებ არ ყოფილიყო სუსტი..რას ფიქრობთ გამომეხმაურეთ თუ ვტყუივარ...ასე ხდება კალათბურთში გაიღვიძე სანიკიძე
მოქალაქე
03 აგვისტო 2022 23:31
0
ბოლო 7,5 წუთში,სულ სამი ქულა ჩააგდეს და რაღა გვაქვს სათქმელი?ფსიქოლოგიურად ძალიან სუსტია გუნდი და არ იმსახურებს გასვლას.
სოსო
03 აგვისტო 2022 22:24
0
ყველა წაგებული თამაშის მიზეზი ეგოიზმი იყო , 20-იც , 18-იც , არანაირი სისტემა და სკამზე მჯდომი ხალხი , რომელსაც სატამაშო დროს არ აძლევ , არცერთ სხვა ნაკრებს არ ჰყავს , ჩვენს გარდა . და კიდევ , მიუხედავად ჩვენი გამთამაშებლის ქულებისა (% ცალკე თემაა ) , ყველას ჩვენზე ბევრად სწრაფი და მოძრავი გამთამაშებელი ყავდა , დაცვაში ვერცხლისწყალივით . ყველა ჩვენზე სწრაფ კალათბურთს თამაშობდა , კოსოვოც კი , ისეთი სისწრაფით კეთდებოდა პასი თავისუფალ კაცზე . ეს არის კალათბურთის ანა-ბანა , პასი უნდა გაკეთდეს თავისუფალ მოთამაშეზე და გმირობა არ დაიწყო , როგროც ჩვენ , 9-0 გაქცევა თამაშის ბოლოს , ჯობდა სხვას გადაეტანა ბურთი და კომბინაცია მაინც დაეხაზა ერთი მწვრთნელს შედეგიანი და მოგებული იყო თამაში . მასეა ტურაშვილი რომ ნაკრების მწვრთნელი არ იქნება და რა ხალხიც დგას ის შედეგია . სახანძროს "შლანგით" უნდა გამორეცხო მთელი ფედერაცია ევროპის ჩემპიონატის მერე და რეალურად გადაიბაროს სანიკიძემ .
ATP 16
03 აგვისტო 2022 22:18
0
სანიკიძე გაიღვიძა და გაიხსენე შენი ახალგაზრდობა როგორ დაიწყო კალათბურთის შენება....პერსპექტიული ბავშვობიდან...დღეს კიდო მათი შვილები თამაშობენ და შედეგი 20 წლამდელთა 18 წლამდელთა შედეგი ნული.
კალათბურთი უკან უკან მიდის...გამოქზიზლდი და მიხედე კალათბურთს თორემ ფეხბურთზე უარესი გახდება.
მოქალაქე
03 აგვისტო 2022 21:58
0
საშინელება იყო.ამ თამაშის ბოლო 2 წუთი და დამატებითი დრო, მოზარდ კალათბურთელებს უნდა აჩვენონ,როგორ არ უნდა ითამაშო.უსუსტეს გუნდთან წააგეს.სირცხვილი.
დიმა
03 აგვისტო 2022 21:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული