საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბრძოლას 17-22 ადგილებისთვის აგრძელებს

AutoSharing Option
პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა. ირაკლი ძიძიგურის, ნიკა მეტრეველისა და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა მე-5 ადგილი დაიკავა და ბრძოლას ტურნირზე 17-22 ადგილების დასაკავებლად გააგრძელებს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-5 მატჩი საქართველომ ბოსნიასთან გამართა და მეოთხე მარცხი განიცადა. ირაკლი ძიძიგურის გუნდმა შეხვედრა 19 ქულით დათმო – 74:93. ბოსნიელებმა პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგეს, ხოლო ბოლო მეოთხედის წინ კი 6 ქულას იგებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოზე 13 ქულით მეტი ჩააგდეს.

ალექსანდრე
დაუშვილის ანგარიშზე 15 ქულა და 9 მოხსნაა, ნიკოლოზ აბულაძემ 13 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ანრი ბელთაძეს კი ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა – 11 ქულა, 8 მოხსნა.

საქართველომ 1 მოგებითა და 4 მარცხით ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა. 17-22 ადგილებისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ნორვეგია იქნება, რომელსაც ჩვენი გუნდი 29 ივლისს დაუპირისპირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 8 /
სამარცხვინო შედეგია...
ზაზა
13:44 28-07-2023
0
სულ რამდენი გუნდიაჩემპიონატზე?
ჟორა
11:04 28-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული