საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის 1/2-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
რუმინეთის ქალაქ პიტეშტში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეოთხედფინალში, საქართველოს ნაკრები ესტონეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 79:66 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა 1-ელი მეოთხედი 11:24 დათმო, მეორე ტაიმში მატჩის მიმდინარეობა სრულად შეიცვალა.

ჩვენი ნაკრებიდან საუკეთესო ავთანდილ ბახტაძე გახლდათ, ახალგაზრდა ცენტრმა 16 ქულა და 13 მოხსნა შეასრულა; ილია სულაძემ 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

შეგახსენებთ, ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრები A დივიზიონში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს და ტურნირის საუკეთესო 3 გუნდს შორის მოხვედრის
შემთხვევაში ეს მისია შესრულებული იქნება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოჩაღ ჩვენს კალათბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს. იქ სადაც სწორი მუშაობაა, მწვრთნელები მოაზროვნეები არიან, საქმე წინ მიდის და ქართველები იმარჯვებენ, ვინაიდან ნიჭიერი თაობა გვეზრდება, ჭკვიანები, ფიზიკურად ძლიერები, თუ მაგას მწვრთნელის ინტელექტიც ემატება, შეუჩერებლები ვართ. ყურადღება მივაქჩიოთ ცინცაძე-ტყეშელაშვილის დუეტს, ვინძლო მომავალ უფროსი ნაკრების მწვრთნელებთან გვაქვს საქმე.
თენგაბი
20:39 11-08-2023
2
არ მოველოდი ნარDად ესტონეთთან წარმატებას. კარგი ნიშანია. საქმეში ჩახედული არა ვარ, მაგრამ ამათზე უფროსი ასაკოვანი ნაკრებების სრულ ჩავარდნის ფონზე ამათ წარმატებაში შეიძლება ფაჩულიას სკოლამ შეიტანა წვლილი.
გიორგი
16:20 11-08-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული