U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა

AutoSharing Option
რუმინეთის ქალაქ პიეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთს დამაჯერებლად, 97:60 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ჩვენს გუნდში ორმაგი დუბლით გამოირჩა გიორგი სულაბერიძე (21 ქულა, 12 მოხსნა), 20 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა ათუკა ბახტაძეს, გიორგი ოჩხიკიძემ 15 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა დააგროვა.

შეგახსენებთ, აქამდე ჩვენმა გუნდმა ჯგუფში ალბანეთს (97:71) და ბულგარეთს (88:84) სძლია, რუმინეთთან კი მარცხი (76:86) განიცადა.

ტუღუშის შეგირდებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს
და 1/4-ფინალში C ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვულოცავთ მთელ გუნდს! გილოცავთ, ბიჭებო! გიყურებთ და გგულშემატკივრობთ! წარმატებას გისურვებთ!
გულშემატკივარი
16 ივლისი 2024 21:58
0
კი კერლინგში მოვიგეთ.
მე არ ვარ ბოროტი
16 ივლისი 2024 20:35
18
ვულოცავ ბიჭებს, წარმატებები.
(სურათით თუ მიხვდება კაცი რა სახეობაში გაანადგურეს ესტონელები)
baggio
16 ივლისი 2024 18:59
1
რა თქმა უნდა მეც ვულოცავ და პლეი ოფშიც გამარჯვებებს ვუსურვებ.
ბაჯიოს.სტატიის სათაურის მაღლა,მარცხნივ,ლურჯ ფონზე წერია ხოლმე,სპორტის რომელ სახეობაზეა საუბარი.აქ რა თქმა უნდა, კალათბურთი წერია.
სოსო
16 ივლისი 2024 20:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული