საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიას მოუგო და ფინალში გავიდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
4 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, ლიტვის ქალაქ კლაიპედაში საერთაშორისო ოთხთა ტურნირის პირველი მატჩი ლატვიასთან გამართა, ანგარიშით 73:69 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე ილიას ზუროსის გუნდმა თამაში არცთუ კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი 6-ქულიანი სხვაობით დათმო (33:39), თუმცა მდგომაროება მესამე მეოთხედში გამოასწორა და ანგარიშში დაწინაურებაც შეძლო. განსაკუთრებით დაძაბული შეხვედრის ბოლო წამები გამოვიდა, მაგრამ ქართველმა კალათბურთელებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახერხეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო 20 ქულით, 14 ქულა თორნიკე
შენგელიამ
მოაგროვა, 12 - გიორგი ცინცაძემ.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გასამართ მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გაირკვევა, რომელშიც მასპინძელი ლიტვის ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდება. ფინალური და მესამე ადგილისთვის მატჩები კი 5 აგვისტოს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 35 /
Magarı .... saıtı gaxda.... dızaınıs momfıqrebels ert dgesac ar gavacherebdı samsaxurahı.... worldaport.ge mac ase gaaketa ramodenıme wlıs wın da axla tıtqmıs agaravın shedıs..awı arc aq shemoval..
Beka
05 აგვისტო 2017 09:52
0
შეცდომებით,მაგრამ საკმაოდ ნორმალური თამაში იყო,ყოჩაღ ლონდარიძეს,საკმაოდ მებრძოლი ბიჭი ყოფილა...ბითაძე და შერმადინი ძალოსნობის დარბაზში-ც უნდა შეაგდო და 6 თვე არც გამოუშვა და ნბა-შიც წარმატებულად ითამაშებენ.
3-ნებზეც თამაშისათვის კარგი მომზადება (თამაშში მინიმუმ 5-7 მაინც უნდა იყოს) და ევროპაზე წარმატებებიც იქნება.
ვიქტორ სანიკიძე რომ ვყავდეს- 4-შიც შეიძლება შევიდეთ,თუმცა ახლაც ვიმედოვნოთ!
glaxuna
04 აგვისტო 2017 22:28
1
დღევანდელი თამაში არ მინახავს, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. რამდენი წელია ვქომაგობ და ვუყურებ საქართველოს ნაკრებს. არა და არ დაადგა საშველი ჩვენს მიერ სამქულიანების ტყორცნას. აქეთ ისვრიან ვარდება, იქით ვისვრით არ ვარდება... საერთოდ მე რომ მკითხოთ სამქულიანების შემოღებამ (რათა უფრო მეტი საშუალება მიეცათ ტანდაბალი ცენტრების მყოლე გუნდებისათვის) საკმაოდ დააზიანა კალათბურთი (მისი შემოქმედებითი, შემტევი სული). დღეს ისეთი ნაკრებები, როგორებიც არიან მაგ. ფინეთი, ისლანდია, შვედეთი და სხვ. რომლებიც თავის დროზე ბევრს არაფერს წარმოადგენდნენ, დღეს უკვე ანგარიშგასაწევნი გახდნენ სწორედ რომ კარგად დაყენებული მაჯის გამო. (ეს კიდევ არაფერი, ამერიკულ მედიაში თვალი მოვკარი ოთხ-ქულიანების შემოღების სურვილს!!!) მაშინ იქნებ ათქულიანებიც შემოვიღოთ (როდესაც შენი ფარიდან მეტოქის კალათში ჩააგდებ) და იქნება ასე წინ და უკან ტყორცნა. და მაინც, ათჯერ მეტი ივარჯიშეთ შორიდან ტყორცნაში. ხო, და კიდევ, სანიკიძე დიდი დანაკლისია. მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას ძირითადებმა კიდევ აიკიდონ ტრავმები, არა და წაგებებიც მიუღებელია იმიტომ რომ მოქმედებს რეიტინგზე და იმიჯზე. "იომეთ პასუხისმგებლობით"
Sandro K.K.
04 აგვისტო 2017 21:35
0
წიმა თამაშში სამქულიანები და ჯარიმები ნორმალურად ვისროლეთ,დღეს კი.... ჯარიმებზე მაინც რა ხდება.ვიკას გარეშე თამაშს სიხალისე და სიმსუბუქე მოაკლდა თითქოს.ლონდარიძე თავიდან დაძაბული იყო და ცდებოდა ,შემდეგ კი უკვე მომეწონა.შერმადინი და შენგელია მშვენივრად გაისარჯნენ,ერთია მხოლოდ,რომ ეს ბოლო წელიწადია გიორგიმ ძალიან მოუმატა თამაშს,ჯარიმების სიზუსტემ კი აშკარად იკლო,აქაც და კლუბშიც,ეტყობა ამ დეტალზე,იმდენს აღარ ვარჯიშობს.
სოსო
04 აგვისტო 2017 21:30
0
მომისმინე ! ჩვენმა ბიჭებმა ღირსეულად მოიგეს და დაწყნარდი.
პაატას
04 აგვისტო 2017 21:04
1
არამგონია ლატვია ჩვენზერ უკეთესი გუნდი იყოს რაც შეეხება შეცდომებს იმედია გამოსწორდება ასეიყო სულ ჩვენი ნაკრები ოთხი ხუთი კაცის გუნდი იქედან ეხლა ორი არაგვყავს და სამ კაცს რაუნდა მოთხოვო მეტი.
zaza
04 აგვისტო 2017 20:59
0
აქ ტყუილად ჩალიჩობ, მედვედევს ტვიტერზე მისწერე, ისეთი საზიზღარი დიზაინი შექმნეს რომ, საიტს რომ ვუყურებ ჩემს გამწვავებულ პარანოიას ეპილეფსიური შეტევაც ემატება დიმონ და სასწრაფოდ გვიშველე რამეო.
ისევ გაჭედა პუტინოიდმა
05 აგვისტო 2017 13:37
0
shermadini saocaria rogorc koveltvis
manchester 1
04 აგვისტო 2017 22:24
0
ყოჩაღ ზაზა გარეშე მოიგეს
ogafa
04 აგვისტო 2017 21:54
0
გამყრელიზეს ადიელა სემოაფარონ საიდან გამოცხრიკა
sota
05 აგვისტო 2017 19:25
0
ცდები მეგობარო
მდა
05 აგვისტო 2017 02:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული