საქართველოს ნაკრებმა ლიტვასაც მოუგო და ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
5 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, ლიტვის საერთაშორისო ამხანაგურ ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა. კლაიპედაში გამართულ ფინალურ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა მასპინძელი ლიტვის ნაკრები ანგარიშით 81:70 (25:21, 8:19, 25:19, 23:11) დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძისა და ბექა ბურჯანაძის გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა მატჩი მშვენივრად დაიწყო და პირველი მეოთხედი ოთხი ქულით მოიგო. ლიტვის ნაკრები მეორე მეოთხედში გამოფხიზლდა, ქართველმა კალათბურთელებმა კი მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს და ტაიმი 33:40 დათმეს.

შესვენების შემდეგ ზუროსის შეგირდებმა შეძლეს მობილიზება, მესამე მეოთხედი 6 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს, საერთო
ანგარიშში კი სხვაობა ქულამდე შეამცირეს.

ბოლო მეოთხედი მთლიანად სტუმრების უპირატესობით წარიმართა, ქართველმა კალათბურთელებმა პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრეს საკმაოდ ძლიერი მეტოქე და საბოლოოდ 11-ქულიანი სხვაობითაც იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში ორმაგი დუბლით გიორგი შერმადინი (17 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი) და გიორგი ცინცაძე (10 ქულა, 10 პასი) გამოირჩნენ. ყველაზე მეტი - 19 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ, რასაც 8 მოხსნა და 5 პასიც მიუმატა. 13 ქულა იყო მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზე, 12 ქულა მიითვალა მაიკლ დიქსონმა, დუდა სანაძემ - 10.

- საქართველო-ლიტვა 81:70 [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას სძლია (73:69). III ადგილისთვის შეხვედრაში ლატვიას პოლონეთმა 80:76 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები ლიტვიდან სამშობლოში დაბრუნდება და ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში, თბილისის მერიის თასზე, ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ორჯერ დაუპირისპირდება - 11 და 13 აგვისტოს.
მკითხველის კომენტარები / 63 /
დიზაინი შეცვალეთ!!!1.იმიტომ რომ კარგი საიტია(უფროსწორად იყო) 2.მიტომ რომ ბევრი მომხმარებელი გყავთ. 3.იმიტომ რომ სპორტი თქვენი,სპორტმედიის დახმარებით უნდა განვითარდეს
oto
06 აგვისტო 2017 00:18
0
gtxovt daabrunot dzveli saiti
gocha
06 აგვისტო 2017 00:16
0
დააბრუნეტ დზველი საიტი რა უბედურებააა ეს.
bajo
05 აგვისტო 2017 23:50
0
Dzveli saitis dizaini jobda
Dzma
05 აგვისტო 2017 23:28
0
მეც საიტის ძველი ვერსია უფრო მომწონდა. თამაშს რაც შეეხება ხარვეზებია უამრავი, უდიდესი პრობლემა პერიმეტრიდან სროლები (სტაბილურობა !!!!!!), უდიდესი პრობლემა სათადარიგო სკამი (უკლასო სათადარიგოები + ნეპოტიზმი), და არ გვყავს სანიკიძესთან ოდნავ მიახლოვებული მისი შემცვლელი,და ბევრი სხვა... პლიუსებიდან შერმადინის დიდი პროგრესი(როგორც იქნა!!!),სამწამიანის კონტროლი და რათქმა უნდა ლიტვის დამარცხება ყველა ვითარებაში ძძძალიან სასიამოვნოა, მადლობა...
Shalva
05 აგვისტო 2017 23:26
0
დააბრუნეთ საიტის ძველი ვერსია
S
05 აგვისტო 2017 23:26
0
შემდეგი ჩეხეთია, რომელმაც ბოლო ამხანაგურში უნგრეთი გაანადგურა. დღევანდელი ჩვენი ნაკრები გუშინდელს ბევრათ სჯობდა, სამიანების გემოც გავიგეთ.
guri
05 აგვისტო 2017 23:23
0
ყოჩაღ ზუროს!!! მეორე მეოთხედის შემცედვარე მართლა სხვა გუნდი გამოიყვანა პარკეტზე! ესე რა, სამიანები სცადეთ და ყველაფერი გამოვა, მაგის გარეშე თანამედროვე კალათბურთი ვერ გამოდის! გუშინ დავწერე ძაან უიმედო კომენტარი, სიტყვები უკან მიმაქვს:))) ყოჩაღ შერმადინი, მანუ, დიქსონი და დუდა!!! თოკოს მოკრძაკებული რჩევა, საშუალოდანაც ცადე რა ძმურად!:) წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
პაატა
05 აგვისტო 2017 23:18
0
Vulocav bichebs yochag namdvilad zurosi kargi mcrtvnelia taqtikit mougo. Da kide zdvel formats tu ar daabrunebt namdvilad agar shemoval
Lova
05 აგვისტო 2017 23:15
0
1960-ნი წლების შემდეგ(თუ არ ჩავთვლით გარკვეულ გამობრწყინებებს 70-ნებში) ასეთი თაობა ჩვენ არ გვყოლია. ეს ბიჭები სრულიად მომწიფდნენ იმისთვის, რომ მსოფლიოზე ითამაშონ (არადა უკრაინამაც კი ითამაშა მსოფლიოზე). ამათ ძალუძთ (აშშ-ს გამოკლებით) მსოფლიოს ნებისმიერ გუნდთან ტოლსწორად თამაში. კოკოშკოვი კარგი მწვრთნელი იყო და შესანიშნავი ადამიანი, მაგრამ ეტყობა რომ ზუროსი უფრო მაღალი დონეა. რადგან სკამი მოკლეა, ყველანაირად ერიდეთ ტრავმებს (სანიკიძეც საკმარისია). წინ Georgia!!!
Sandro K.K.
05 აგვისტო 2017 23:06
0

სიახლეები პოპულარული