საქართველოს ნაკრებმა ლიტვასაც მოუგო და ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
5 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, ლიტვის საერთაშორისო ამხანაგურ ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა. კლაიპედაში გამართულ ფინალურ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა მასპინძელი ლიტვის ნაკრები ანგარიშით 81:70 (25:21, 8:19, 25:19, 23:11) დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძისა და ბექა ბურჯანაძის გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა მატჩი მშვენივრად დაიწყო და პირველი მეოთხედი ოთხი ქულით მოიგო. ლიტვის ნაკრები მეორე მეოთხედში გამოფხიზლდა, ქართველმა კალათბურთელებმა კი მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს და ტაიმი 33:40 დათმეს.

შესვენების შემდეგ ზუროსის შეგირდებმა შეძლეს მობილიზება, მესამე მეოთხედი 6 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს, საერთო
ანგარიშში კი სხვაობა ქულამდე შეამცირეს.

ბოლო მეოთხედი მთლიანად სტუმრების უპირატესობით წარიმართა, ქართველმა კალათბურთელებმა პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრეს საკმაოდ ძლიერი მეტოქე და საბოლოოდ 11-ქულიანი სხვაობითაც იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში ორმაგი დუბლით გიორგი შერმადინი (17 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი) და გიორგი ცინცაძე (10 ქულა, 10 პასი) გამოირჩნენ. ყველაზე მეტი - 19 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ, რასაც 8 მოხსნა და 5 პასიც მიუმატა. 13 ქულა იყო მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზე, 12 ქულა მიითვალა მაიკლ დიქსონმა, დუდა სანაძემ - 10.

- საქართველო-ლიტვა 81:70 [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას სძლია (73:69). III ადგილისთვის შეხვედრაში ლატვიას პოლონეთმა 80:76 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები ლიტვიდან სამშობლოში დაბრუნდება და ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში, თბილისის მერიის თასზე, ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ორჯერ დაუპირისპირდება - 11 და 13 აგვისტოს.
მკითხველის კომენტარები / 63 /
ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბავშვთა კალათბურთი, ერთი და იგივე სახეები "არ ჩამოვთვლი გვარებს კალათბურთის გულშემატკივარმა კარგად იცის". ეს არის უმაგრესი თაობა ნიჭით და შრომით მიაღწიეს რასაც მიაღწიეს, რა თქმა უნდა იმის თქმა არ შეიძლება რომ არაფერს აკეთებს კალათბურთის შეფობა მაგრამ ძალიან ცოტაა რაც კეთდება "მერიის თასია ამ ყველაფრის მაგალითი", ასე შორს ვერ წავალთ წავალთ კი არა და ძალიან გაგვიჭირდება იმ ადგილზე ყოფნა სადაც ახლა ვართ. შეცვალეთ ბავშვთა კალათბურთში მიდგომა, სპეციალისტები მოიწვიეთ სპეციალისტები.
მარა ვინ აქცევს ჩვენს კომენტარებს ყურადღებას სულ ფეხებზე კიდიათ.
dato
17:54 07-08-2017
0
ფედრაციის დამსახურება საერთოდ არარის ნაკრების წარმატებული თამაში შვიდი მილონი კიარა 2 მილიონი იყო კალათბურთის ფედერაციის ბიუჯეტი და მაინც კარგად თამაშობდა ეს თაობა რაც შეეხება მომავალ თაობას კარგად ვნახეთ რისი მაქნისებიც არიან .და საერთოდაც ბავშვთა კალათბურთი ჩამკვდარია რაც ძალიან მალე ნეგატიურად აისახება დიდ ნაკრებზეც.
zaza
13:29 07-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული