საქართველოს ნაკრებმა ლიტვასაც მოუგო და ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
5 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, ლიტვის საერთაშორისო ამხანაგურ ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა. კლაიპედაში გამართულ ფინალურ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა მასპინძელი ლიტვის ნაკრები ანგარიშით 81:70 (25:21, 8:19, 25:19, 23:11) დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძისა და ბექა ბურჯანაძის გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა მატჩი მშვენივრად დაიწყო და პირველი მეოთხედი ოთხი ქულით მოიგო. ლიტვის ნაკრები მეორე მეოთხედში გამოფხიზლდა, ქართველმა კალათბურთელებმა კი მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს და ტაიმი 33:40 დათმეს.

შესვენების შემდეგ ზუროსის შეგირდებმა შეძლეს მობილიზება, მესამე მეოთხედი 6 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს, საერთო
ანგარიშში კი სხვაობა ქულამდე შეამცირეს.

ბოლო მეოთხედი მთლიანად სტუმრების უპირატესობით წარიმართა, ქართველმა კალათბურთელებმა პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრეს საკმაოდ ძლიერი მეტოქე და საბოლოოდ 11-ქულიანი სხვაობითაც იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში ორმაგი დუბლით გიორგი შერმადინი (17 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი) და გიორგი ცინცაძე (10 ქულა, 10 პასი) გამოირჩნენ. ყველაზე მეტი - 19 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ, რასაც 8 მოხსნა და 5 პასიც მიუმატა. 13 ქულა იყო მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზე, 12 ქულა მიითვალა მაიკლ დიქსონმა, დუდა სანაძემ - 10.

- საქართველო-ლიტვა 81:70 [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას სძლია (73:69). III ადგილისთვის შეხვედრაში ლატვიას პოლონეთმა 80:76 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები ლიტვიდან სამშობლოში დაბრუნდება და ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში, თბილისის მერიის თასზე, ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ორჯერ დაუპირისპირდება - 11 და 13 აგვისტოს.
მკითხველის კომენტარები / 63 /
კარგი თამაში იყო, ყოჩაღ
თქვენს საიტის ახალ დიზაინს ვერ მოგიწონებთ :(
მირა
05 აგვისტო 2017 23:05
1
გამყრელიზე მოასორონ ხალხნო სასწრაფოდ გაგაეციტ
შოთა გუგეშაშვილი
06 აგვისტო 2017 08:49
0
მეორე მეოთხედის გარდა იყო მშვენიერი კალათბურთი, ყოჩაღ ბიჭებს!!
P.S. ეს საიტი მართლა რას დაამსგავსეთ :(
z
05 აგვისტო 2017 23:00
4
მეც საიტის ძველი ვერსია უფრო მომწონდა. ვულოცავ ჩვენს მოთამაშეებს და ყველა გულშემატკივარს ამ გამარჯვებას.
baxt
05 აგვისტო 2017 23:04
1
1960-ნი წლების შემდეგ(თუ არ ჩავთვლით გარკვეულ გამობრწყინებებს 70-ნებში) ასეთი თაობა ჩვენ არ გვყოლია. ეს ბიჭები სრულიად მომწიფდნენ იმისთვის, რომ მსოფლიოზე ითამაშონ (არადა უკრაინამაც კი ითამაშა მსოფლიოზე). ამათ ძალუძთ (აშშ-ს გამოკლებით) მსოფლიოს ნებისმიერ გუნდთან ტოლსწორად თამაში. კოკოშკოვი კარგი მწვრთნელი იყო და შესანიშნავი ადამიანი, მაგრამ ეტყობა რომ ზუროსი უფრო მაღალი დონეა. რადგან სკამი მოკლეა, ყველანაირად ერიდეთ ტრავმებს (სანიკიძეც საკმარისია). წინ Georgia!!!
Sandro K.K.
05 აგვისტო 2017 23:06
0
ე ნიკო, მსოფლო სპორტის საიტს მაგიტომ გავუშვი რო მაგრა გააბაბძეს ვიდზე.
იგივეს აკეთებთ?
Domenti
05 აგვისტო 2017 23:05
2
მეც ანალოგიურად აღარ შევსულვარ იქ :)
კოტე
06 აგვისტო 2017 13:06
0
ცოტა ხნის წინ სპორტის სამინისტროში მითხრეს საქართველოს კალათბურტზე მთლიანად, კლუბებიანად, ყველა ასაკობრივი გუნდებიანად, ქალთა და 3X3-ზე კალათბურთის ჩათვლით 7 მილიონი ლარი აქვთ გამოყოფილი წელიწადშიო. აქ იგულისხმება ყველაფერი: ფედერაციის, სუპერლიგის, მწვრთნელების, კალათბურთელების, მენეჯერების, მსაჯების, ექიმების, მომსახურე პერსონალის(მათ შორის უცხოელების) ხელფასები, მივლინებები, კვება, საზღვარგარეთ ჩვენი ნიჭიერი ბავშვების სწავლა, ფორმები, ბურთები, მედიკამენტები და უამრავი სხვა რამ. ამაში შედის თურმე დარბაზების იჯარა, დაახლოებით 1 მილიონი ლარი, რადგან კალათბურთის ფედერაციას დარბაზი კი არა, ერთი ოთახიც არ ქონია საკუთრებაში(მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს). მოკლედ, მთელ ქართულ კალათბურთზე წელიწადში 2,5 მილიონი ევრო იხარჯება, ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება უფასოა და ასეთი დაფინანსებით ამხელა წარმატებას აღწევენ. გამოდის, რომ კალათბურთი სახელმწიფოსთვის მეათეხარისხოვანი სპორტის სახეობაა და მაინც რამხელა შედეგს დებენ. ფეხბურთზე გადაყოლილი არიან და შედეგი ნულზე დაბლაა. ჩემი წინადადებაა, ფეხბურთს გაუნახევრეთ დაფინანსება და სპორტის იმ სახეობებზე გაანაწილეთ, სადაც თავს დებენ და მაქსიმუმს აჩვენებენ.
ლადო
06 აგვისტო 2017 17:21
0
აბსოლუტურად გეთანხმები ლადო! უბრალოდ უნდა შეიქმნას სახელმწიფოს მიერ სპორტის დაფინანსების პროპორციული სისტემა, რაც იქნება შედეგებზე ორიენტირებული. ვინც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს, ის უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებს. რაგბი, კალათბურთი, ჭადრაკი, ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა იქნება დაფინანსების ყველაზე დიდი მიმღები ფედერაციები. სამწუხაროდ ფეხბურთი შედეგებით იქნება ერთერთ ბოლო ადგილზე.
ლუკა
10 აგვისტო 2017 03:00
0
საიტი
გაბანძდა, ვეღარ ვიგებ სად რა ე
წავიკითხო.
Eduard
06 აგვისტო 2017 10:56
0
ყოჩაღ ბიჭებო, ვივა ზუროსს!!!!!!!!!!მანამდე ზუროსი რომ გყოლოდა ბევრად წინ ვიქნებოდით, კოკოშკოვმა ყველა პრინციპული თამაში წააგო!!!!!
Davit
05 აგვისტო 2017 23:04
3
საიტის დიზაინი რატომ შეიცვალა? თუ ცვლიდით, უკეთესობისკენ მაინც შეგეცვალათ
გულშემატკივარი
06 აგვისტო 2017 13:44
0
ნაკრებმა შესანიშნავი სტარტი აიღო და სულ გამარჯვებებით ევლოთ, რასაც ამ საიტზე ვერ ვიტყვი, კარგის ცუდით შეცვლა უნიჭობის ზეიმია.
tanto
06 აგვისტო 2017 13:30
0

სიახლეები პოპულარული