ბუბა ბერიშვილი: "ბიჭებმა დაგეგმილზე მეტი გააკეთეს და მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს"

AutoSharing Option
"უპირველესად, ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ამ 2 თვის მანძილზე გუნდის მომზადებაში იყო ჩართული - განაცხადა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბუბა ბერიშვილმა, დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ სოფიაში რომ შევეხმიანეთ - გუნდის ყველა წევრი - მწვრთნელი, ექიმი თუ მენეჯერი, რა თქმა უნდა მოთამაშეები და გუნდთან დაკავშირებული ყველა ადამიანი - ყველას მადლობა. გუშინ საქართველოს ცოტა გული დავწყვიტეთ, ჰოლანდიასთან ვერ ვაჩვენეთ ჩვენი თამაში. ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს ფინალში უნდა ეთამაშა, მაგრამ მიზეთა გამო ასე არ გამოვიდა...


... სწორედ ჰოლანდიასთან დაშვებული შეცდომების გაანალიზების შემდეგ, სწორი დასკვნების
გამოტანის ხარჯზე ბიჭებმა მოახერხეს ისეთი ძლიერი მეტოქის დამარცხება, როგორიც დიდი ბრიტანეთია. მიუხედავად ძალიან ცუდი დასაწყისისა, ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს, რაც ძალიან რთულად მისაღწევი გახლდათ. მე პირადად ძალიან ძლიერად მიმაჩნია დიდი ბრიტანეთის ნაკრები, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 27 ქულით მოგვიგო. მას შემდეგ ამ გუნდზე ჩვენ ბევრი რამ შევიტყვეთ. თითოეული მოთამაშის შესაძლებლობები გამოვიკვლიეთ, სათამაშო ტაქტიკა გავარჩიეთ და ვფიქრობ ამის შედეგი იყო, რომ მე-3 და მე-4 პერიოდში ჩვენმა ბიჭებმა მოახერხეს საკუთარი თამაშის პოვნა და ბრძოლის ხარჯზე გამარჯვებამდე მისვლა...

ამ მატჩის წინ რა გეგმაც გვქონდა, ბიჭებმა იმაზე მეტი გააკეთეს და მართლაც გმირული გამარჯვება მოიპოვეს. დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ, რის გამოც ცოტა აღლვებული გახლავართ და ემოციების მოთოკვა მიჭირს. ჩვენს მთავარ მიზანს, რომ გავსულიყავით საუკეთესო სამეულში და მოგვეპოვებინა ელიტარული დივიზიონის საგზური, მივაღწიეთ და ამისთვის კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვეუბნები ჩვენი გუნდის წევრებს, ხელმძღვანელებს და ყველა მხარდამჭერს".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მხოლოდ 4 ასოაინი სახელები გაგახსენდა(თ)? პ.ს.მართლა ასე იჩაგრება კახელი ახალგაზრდა კალათბურთელები? საკვირველია პირდაპირ, თუ გინებით გამორჩეულობაშია საქმე, წესით კახელები "სასტავში" უნდა ჰყოლოდათ და თუ არ იყვნენ, სულ ცოტა ან კახელები შეიცვალნენ, ან მართლა სერიოზული შეცდომა მოსვლიათ და მიზეზი დასადგენია! :))))))))))))))
gabo=სოსო=შოთა=...
21 აგვისტო 2017 12:29
1
18 წლამდელტა მწვრტნელი მოხსენიტ სასწრაფოდ მაგი კალატბურტს კი არა გინებას ასწავლის ბიჩებს
შოთა გუგეშაშვილი
20 აგვისტო 2017 18:27
0
კალათბურთსა ეს ბიჭებიც ეყოფიან,18 წლამდელები კი როგორც საიდუმლო წყაროდან გავიგე,ემზადებიან ევროპის ჩემპიონატისათვის გინებაში,მათი მწვრთნელების მთავარი ამოცანა თურმე იქ გამარჯვება ყოფილა,ხოლო ეს ჩემპიონატი მხოლოდ შუალედური,მოსამზადებელი ეტაპი იყოვოო,არადა კახეთიდან არავინ ჰყავდათ წაყვანილი მგონია.ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა იზრდება იქ,ამ სახეობაში.
რაც შეეხება ამ გუნდს,მთელი გულით ვულოცავ გამარჯვებას.თამაშებს ვერ ვუყურე,არ ვიცი სად გადიოდა,მაგრამ აქ დადებული სტატიებიდანაც და პირველი მატჩის ანგარიშიდანაც ჩანს,რომ ინგლისი რეალურად ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო,ჩვენ კი ხასიათის,ბრძოლისუნარიანობისა და ნებისყოფის ხარჯზე გავიმარჯვეთ,ეს კი გამარჯვებას გაცილებით უფრო ფასეულს ხდის და ასე გაგეგრძელებინოთ ბიჭებო.
სოსო
21 აგვისტო 2017 08:48
0
ეს არი მცვრტნელების საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა ეს ხალხი უნდა დაფასდეს.18 ცლ კი უნდა მოიხსნას ჰემი აზრია ასეტი.მადლობა მადლობა დზალიან გაგვახარეტ.
gabo
20 აგვისტო 2017 16:45
0

სიახლეები პოპულარული