მართალია, პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობა აქამდეც ვიცოდით, მაგრამ რამდენიმე შეკითხვა მაინც ინარჩუნებდა აქტუალურობას: რეგულარულში "დინამო" მეოთხედაც მოუგებდა "ქუთაისს"? დააღწევდნენ ბოლო ადგილს თავს "მგზავრები"? შეწყვეტდა "ბათუმი" წარუმატებელ სერიას?
...და მთავარი შეკითხვა: რომელი გუნდი დაასრულებდა რეგულარულს მესამე ადგილზე?
პასუხი პირველ შეკითხვაზე
როგორც "დინამოსა" და "ქუთაისის" წინა შეხვედრები, მეოთხე დაპირისპირებაც მშვენიერი სანახავი გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდაო, ხშირად ვამბობთ. ამჯერად ვერც ბოლო წუთებმა გამოარკვია გამარჯვებული. დამატებით დროში კი კვლავ "დინამომ" იყოჩაღა, რეგულარული ეტაპი
პასუხი მეორე...
"მგზავრებს" სეზონის დასაწყისში ტრავმებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა. შესაბამისად, შემოდგომით ბევრი ქულაც დაკარგა, რომლის ანაზღაურება მეორე წრეში სცადა. ბოლომდე გამოუვიდაო, ვერ ვიტყვით, რადგან პლეი ოფში ვერ გავიდა და მხოლოდ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლა.თუმცა ბუბა ბერიშვილს ხელწამოსაკრავი გუნდი რომ არ ჰყავს, "დინამოსთან" ორ მატჩშიც დაამტკიცა (ორჯერ დაამარცხა) და "სოხუმთანაც". ამ მოგებით "მგზავრებმა" ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.
პასუხი მესამე...
"ბათუმისთვის" დიდი დანაკლისია კრის ფელჩერის არყოფნა. წელის ტრავმის გამო იგი გუნდს შუა სეზონში გამოაკლდა. ბათუმელებს სწორედ წინა ხაზში უჭირთ და მოკლე სათადარიგოთა სკამის გამო საქმის ბოლომდე მიყვანა უჭირთ. ასე მოხდა "ოლიმპთანაც", რომელიც "მგზავრების" დარად, ჩემპიონატის მეორე ნახევარში უკეთ თამაშობს.
პასუხი მეოთხე...
ყველაზე დიდი ინტრიგა რუსთავში იყო. ადგილობრივ გუნდსა და "კაკტუსს" უნდა გაერკვიათ, ვინ დაიკავებდა მესამე ადგილს. ეს კი ნახევარფინალში "ქუთაისთან" დაპირისპირებას ნიშნავდა.არჩილ ჟღენტის "კაკტუსმა" ბოლო მატჩებში აკრეფილი ტემპი არ დააგდო და ამჯერადაც გაიმარჯვა, რაშიც დიდი წვლილი წინახაზელებმა შეიტანეს: აქამდე მოხსნებში რეკორდს კაკტუსელები ბრიჯმენი და ფლოვიესი იყოფდნენ - 19-19 მოხსნა. რუსთავში ეს მაჩვენებელი ორივემ გააუმჯობესა, ფლოვიესმა 20-ჯერ მოხსნა, ბრიჯმენმა - 21-ჯერ.
ასე და ამგვარად, ნახევარფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ "დინამო"-"რუსთავი", "ქუთაისი"-"კაკტუსი".
"სოხუმი", "ოლიმპი", "მგზავრები" და "ბათუმი". ეს გუნდები ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ორ წრედ ითამაშებენ. მომდევნო ეტაპზე რეგულარულში დაგროვილი ქულები გადაჰყვებათ.
სუპერლიგა 2016/17. XVIII ტური
დინამო-ქუთაისი 87:82
15:14, 16:15, 22:27, 23:20, 11:6
დინამო: ვონი (21ქ, 5პ), გრძელიძე, ლონდარიძე (11ქ, 8მ), მაჩალაძე (2ქ, 3ჩ), ფაცაცია (6ქ, 8მ), ჭოჭუა (5ქ, 3პ), მარავიჩი (15ქ, 3ჩ), გ. რევაზაშვილი (3ქ), ბერიშვილი (24ქ, 7მ).
ქუთაისი: ბოისა (5ქ), ცეკვავა (7ქ, 5პ), ფაშაევი (2ქ), ქადარია (2ქ), ცინცაძე (19ქ, 7მ, 8პ, 8ჩ), გ. ბარბაქაძე (23ქ, 5მ), ლომოური (3ქ), ტუბაკი (6ქ), ბექაური (15ქ, 7მ, 3დ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი.
ოლიმპი-ბათუმი 64:61
19:17, 14:20, 12:14, 19:10
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (5ქ), ბურნეთი (11ქ, 13მ, 3ჩ, 3დ), ბოლქვაძე (9ქ), როგავა (11ქ, 7მ, 4პ, 3ჩ), გეგი ბაქრაძე (4ქ), მიქელაძე (9ქ, 6პ), მასხულია (6ქ), პიჩფორდი (9ქ), შლიცერი.
ბათუმი: ჯინჭარაძე (17ქ, 13მ), ლეჟავა (14ქ, 5მ), ლ. რევაზაშვილი (3ქ), თენიეშვილი (9ქ, 8მ), კრივცოვი (2ქ, 9მ), რამიშვილი, მაისურაძე (5ქ), შემოსიუკი (11ქ, 6მ, 6პ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი.
სოხუმი-მგზავრები 79:87
16:25, 30:20, 16:17, 17:25
სოხუმი: კვეტენაძე, ბოქოლიშვილი (13ქ, 5მ), ზაქრაძე, ჯგერენაია (4ქ), დ. ბარბაქაძე (16ქ, 5მ, 3პ), ბულიავა (8ქ), ტიშენკო (10ქ, 12მ), ვუდსონი (16ქ, 9მ, 8პ, 4ჩ).
მგზავრები: ფხაკაძე (12ქ, 4პ), ცირეკიძე (5ქ), ლომინაშვილი, ტურძელაძე (6ქ, 3ჩ), ქავთარაძე, ტეილორი (24ქ, 5მ, 3პ), მერფი (10ქ, 12მ), ალენი (30ქ, 4პ, 3ჩ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე.
რუსთავი-კაკტუსი 71:77
20:31, 19:13, 17:15, 15:18
რუსთავი: ბრიგსი (18ქ, 11მ), ხმელიძე (8ქ), ლორთქიფანიძე, ლი (5ქ, 5პ), წიქარიშვილი, ჩაჩანიძე (6ქ, 5მ, 3პ), ათუაშვილი (9ქ, 10მ), კასპერბაუერი (11ქ), გოგობერიშვილი (14ქ), გუგავა.
კაკტუსი: უაითი (10ქ), ჩიკვილაძე (7ქ, 5პ), ჩლაიძე (19ქ), ლოლიშვილი, ბრიჯმენი (10ქ, 21მ), ბააკაშვილი (2ქ), დ. ლომიძე (6ქ), ფლოვიესი (23ქ, 20მ).
მსაჯები: დ. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, გ. ვართანოვი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"