მანუჩარ მარკოიშვილი: ვინ თქვა, რომ სანაკრებო კარიერა დავასრულე?

AutoSharing Option
ევრობასკეტის წარუმატებლად დასრულების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მანუჩარ მარკოიშვილიც აპირებს სანაკრებო კარიერის დასრულებას, რაზეც თავად მანუს ასეთი პასუხი აქვს:

"არსად განმიცხადებია, რომ სანაკრებო კარიერის დასრულება მსურს. ამას თუ გადავწყვეტ, აუცილებლად გავაგებინებ საზოგადოებას. ეს როდის მოხდება, ჯერ არ ვიცი, მანამდე კი მსურს, თუკი შანსი მომეცემა, საქართველოს ეროვნულ გუნდს, ჩემს ქვეყანას ვემსახურო და მომავალ, რთულ დაპირისპირებებში ბიჭებს შესაძლებლობის ფარგლებში გვერდში დავუდგე".

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ზაზა ფაჩულიამ მიიღო. ამ ნაბიჯის გადადგმაზე გიორგი ცინცაძეც ფიქრობს.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან სწორად შეარჩია დრო ზაზამ, ჭკვიანი კაცია.
gia
12 სექტემბერი 2017 16:43
1
ზაზა ფაჩულია ნაკრებიდან ყველა ვარიანტში ისედაც წასულია. ახალი რეგულაციებით ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ 2021 წელს ჩატარდება. მანამდე არის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები, რომლებიც ნბა-ს მოთამაშეების გარეშე ჩატარდება, რადგან ვადებში მათ ჩემპიონატს ემთხვევა. ასე რომ, მისი განცხადება წასვლაზე იძულებითია. პრინციპში, ამ ევროპის ჩემპიონატმაც აჩვენა, რომ ზაზა ძველებურ ფორმაში აღარ არის და ნაკრებს ვეღარც გამოადგება.
რაც შეეხება მანუს, ის კარგ ფორმაშია და მინიმუმ ორი წელი მაინც უნდა ითამაშოს, თანაც ზუროსის დავალებებს მაღალ დონეზე ასრულებს. მიმაჩნია, რომ ის ნაკრების კაპიტნად უნდა აირჩიონ.
Temo
12 სექტემბერი 2017 17:06
3
სამიანების მსროელელი გვჭირდება კარგი რამოდენიმე 2-3 კაცი! დანარჩენები ვინცა გაქაჩავს ჩვეულებრივად
zura
12 სექტემბერი 2017 16:34
1
akaki, "სხვის საქმეში ყველა ბრძენიაო", გაგონილი მაინც გექნება ალბათ. ზაზას ყველაფერი გათვლილი და გადაწყვეტილი ქონდა ევრობასკეთის დაწყებამდე. აქ მხოლოდ დრო იყო დაზასუსტებელი, თუ როდის მოხდებოდა ის. პლეიოფში არგასვლის გამო, ზაზამ ეს სულ რამოდენიმე დღით ადრე გამოაცხადა. ესაა და ეს. სწორიცაა, რადგან ის არის ამერიკული ლიგის ჩემპიონი გუნდის წევრი და დიდი ვალდებულება აკისრია იმ გუნდის წინაშე. ის რომ იყოს 30 წლამდე, კი ბატონი, არ გააკეთებდა ამას, მაგრამ 33 წლის ასკში ძნელია ნბს თამაშებს ნაკრებშის თამაშებიც შეუხამო. აე, რომ ....... ნუ გამოდიხართ თუ ძმა ხარ, რომის პაპზე მეტი კათოლიკები.
გენო
12 სექტემბერი 2017 16:07
1
არა, მანუ რა დროს წასვლაა, 2019 მსოფლიო უნდა ითმაშო და დაგლიჯო !!!!
dave
12 სექტემბერი 2017 15:44
1
ზაზას გადაწყვეტილება არაგონივრულია. რადგან ნაკრებს დაასუსტებს. სწორი მაშინ იქნებოდა თუ ზაზას წასვლა ნაკრებს არ შეეტყობოდა. კაპიტანს ეს არ ეკადრებოდა (გუნდის მიტოვებას ვგულისხმობ)
akaki
12 სექტემბერი 2017 15:41
1
sakmarisad emsaxura zaza nakrebs, mag kutxit augs veravin ityvis masze.
dato
12 სექტემბერი 2017 16:08
1
ერთს ვიტყვი, განსაკუთრებით ცინცაძის გასაგონად: მანუ და გიო გვჭირდებით, საქართველოს ჭირდებით.
qqq
12 სექტემბერი 2017 15:04
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული