გაირკვა გერმანია-საქართველოს მასპინძელი ქალაქი

AutoSharing Option
გერმანიის საკალათბურთო კავშირმა დაადგინა 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის მასპინძელი ქალაქები - 24 ნოემბერს გერმანიის ნაკრები საქართველოს საქსონიის ქალაქ ხემნიტცში უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ეს ორი ნაკრები ახლახან ევრობასკეტის ერთ ჯგუფში თამაშობდა - სამწუხაროდ, გერმანიასთან 57:67 დავმარცხდით.

"საქართველოს კარგად ნავარჯიშები და ფიზიკურად ძლიერი ნაკრები საქსონიას ესტუმრება. მათთან ბოლო მატჩი პოზიტიურ მოგონებებს აღძრავს. თანაც, საქართველოს ნაკრებს გერმანიაში ჯერ არ გაუმარჯვია ბუნდესგუნდის წინააღმდეგ", - ვკითხულობთ გერმანიის საკალათბურთო კავშირის ვებგვერდზე.

თამაში ადგილობრივი დროით 19:30-ზე (ჩვენი დროით, 22:30) დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალია აქ საუბარია გერმანულ კალათბურთზე,მაგრა მე მინდა გერმანულ ფეხბურზე მოგახსენოთ ჩემი აზრი:არასოდეს მომწონდა გერმანული ფეხბურთი,ის ახლოს ვერ მივა ქართულ იმპროვიზირებულ,სანახაობრივად ლამაზ ფეხბურთან და რა თქმა უნდა სამხრეთ ამერიკულ და განსაკუთრებით ბრაზილიურ არგენტილურ ფეხბურთან
გერმანიის საფეხბურთო ნაკრები არის კარგად აწყობილი მანქანა,რომელიც რობოტებისაგან შედგება,მიუხედავად იმისა ისინი რამდენჯერაც არ უნდა გახდენ მსოფლიო ჩემპიონები მათი თამაშის ყურება ყოველთვის მოსაწყენია.
zstaveli
19 სექტემბერი 2017 00:45
0
ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, თუნდაც სისულელე წამოროშოს. გერმანიის ნაკრების თამაში მოსაწყენიაო, ამბობს ერთი ფეხბურთში გაუცნობიერებელი სუბიექტი. ბრაზილიაში ჩატარებულ მს.ჩემპიონათში ნახევარფინალში გერმანიის ნაკრებმა გაანადგურა ე.წ. ტექნიკური ბრაზილიელები. ყველაფერი იყო იმ თამაშში გერმანელების მხრიდან:ტექნიკა, იმპროვიზაცია, სანახაობრივი ფეხბურთი, თუნდაც ის აწყობილი მანქანა ,,რობოტი" რომელიც ბევრისთვის მიუღწეველია და რაც მთავარია: გერმანიის ნაკრების თამაში არასდროს არ არის მოსაწყენი. მოსაწყენია ფეხბურთი გაუთვითცნობიერი და უვიცი ხალხისათვის.
გიორგი
19 სექტემბერი 2017 12:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული