აქამდელ რეიტინგში ჩვენი ნაკრები მსოფლიოში 47-ე ადგილზე იყო, თუმცა ევრობასკეტზე ლიტვისა და ისრაელის დამარცხებამ, ასევე მოსამზადებელ მატჩებში ევროპის გრანდების - საბერძნეთის, სერბეთის, ლიტვის, ლატვიის ძლევამ ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს სოლიდური სარეიტინგო ქულები მოუტანა და საქართველომ რეიტინგის მოწინავე გუნდებს შორის უკრაინასთან ერთად ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში ყველაზე დიდი ნახტომი ჰოლანდიამ (+38), მონტენეგრომ (+37), ისლანდიამ (+37), ესტონეთმა (+35) და პორტუგალიამ (+26) გააკეთეს, თუმცა ეს ნაკრებები იმდენად დაბლა
ხსენებული ნაკრებებიდან ყველაზე ახლოს ჩვენს ნაკრებთან მონტენეგროა, რომელმაც 72-ე ადგილიდან 35-ეზე გადაინაცვლა.
რეიტინგს, რა თქმა უნდა, აშშ-ს ნაკრები ლიდერობს. შემდეგ მოდიან ესპანეთი, სერბეთი და საფრანგეთი.
მე-6 ადგილზეა ლიტვის ეროვნული გუნდი, რომელსაც საქართველომ აგვისტოსა და სექტემბერში ამხანაგური მატჩიც მოუგო, და ევრობასკეტზე - ოფიციალურიც.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
რაგბი - 12
ფეხბურთი.... 103
სპორტის გუნდურ სახეობებში კალათბურთს მართლაც საუკეთესო შედეგი აქვს. ახალგაზრდებშიც მეტი ჟინი იგრძნობა. გაიხსენეთ, 16 წლიანებმა როგორ ითამაშეს ევროპაზე.