ილიას ზუროსი: მძიმე სიტუაციაა, რადგან განახლებული გუნდით მოგვიწევს გამოსვლა

AutoSharing Option
ბერძენმა სპეციალისტმა ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ილიას ზუროსი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერთასის გათამაშებას დაესწრო, ხოლო შემდეგ მასმედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"მოხარული ვარ, რომ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარე კმაყოფილია, მეც და საქართველოს კალათბურთის ფედერაციაც. განვლილ ორ წელიწადში გავმართეთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები და ვიასპარეზეთ ევრობასკეტზე.

მომდევნო ციკლი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპებია. წინასწარ შეიძლება ითქვას - მძიმე სიტუაციაა, რადგან განახლებული გუნდით მოგვიწევს გამოსვლა. თუმცა მოხარული ვარ, რომ
ახალ ციკლს ახალი იმედითა და კარგის მოლოდინით ვიწყებთ.

არ გვეყოლებიან ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე, რომლებიც ბოლო წლებში გუნდს ძალიან ეხმარებოდნენ, თავს არ ზოგავდნენ.

საქმე ძალიან გართულდა მას მერე, რაც ფიბა და ევროლიგა ვერ შეთანხმდნენ... შესაბამისად, დღევანდელი სიტუაციით ნაკრებში ვერც ევროლიგის კალათბურთელები ითამაშებენ. არ გვეყოლებიან თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. მოგეხსენებათ, ბექა ბურჯანაძემ ოპერაცია გაიკეთა. როგორც ვიცი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იმედი გვაქვს, რომ იგი მალე დაუბრუნდება მოედანს. ჯანმრთელობას ვუსურვებ. ძალიან, ძალიან მაგრად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ამ კალათბურთელების არყოფნის ფონზე დადებით შედეგს მივაღწიოთ.

დავიწყებთ იმ რესურსით, რაც ჩვენს ხელთაა. იმედი მაქვს, სხვები ითამაშებენ, გვიჩვენებენ, რომ შეუძლიათ... ახლა საჭიროა, ვიპოვოთ საუკეთესო კალათბურთელები საქართველოს ნაკრებისთვის, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ და გავუმჯობესდეთ თამაშიდან თამაშამდე.

მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავდგეთ, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. მჯერა, ამ საკვალიფიკაციოზე წარმატებით თამაში შეგვიძლია. უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და განვაგრძოთ ბრძოლა მთავარი მიზნისთვის".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
გეხვეწები ბოისა მოაშორეტ და ვიფიქრებ რომ ფიქრობტ ცვენი ნაკრების წარმატებაზე
შოთა გუგეშაშვილი
13 ოქტომბერი 2017 18:19
1
საქართველოს თუ არ ეყოლება ევროლიგისა და ენბიაის კალათბურთელები რა სხვებს ეყოლებათ? ყველა ასეთ დღეშია.
mere ra
13 ოქტომბერი 2017 16:07
0
mere ra-სხვებს 2 თანაბარი გუნდის გამოყვანა შეუძლიათ და ჩვენ მთელი ჩემპიონატი 6,5 კაცით ვითამაშეთ...
tazo
13 ოქტომბერი 2017 18:11
0
ბატონო ზუროს!წასული და ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელების გარეშე ჩვენი შანსები მინიმალურია,საქართველოში მოთამაშე "პენსიონერების" იმედად ნუ იქნებით.გირჩევთ აქცენტი გააკეთოთ18-20 წლის ახალგაზრდა პერსპექტიულ ბიჭებზე რომლების ნაწილიც უკვე თამაშობს იტალიის,ესპანეთის და სხვა ევროპული ქვეყნების ახალგაზრდულ ლიგებში.შექმენით მომავლის გუნდი და გულშემატკივარი გვერდში ამოგიდგებით.2წლიანი კონტრაქტი გუნდის ჩამოსაყალიბებლად ძალიან ცოტაა,მაგრამ რა გაეწყობა.
888
13 ოქტომბერი 2017 15:43
0
ამასტან კონტრაქტის გაგრძელება კარგია...1000000 ჯერ უკეთესი ვიდრე ვაისის შემთხვევაში!!!!!
ნიკოლოზ
13 ოქტომბერი 2017 15:04
1
ბოისა მოაშორეთ ნაკრებს ტყუილა ადგილს იკავებს
boisa
13 ოქტომბერი 2017 12:38
2
მაგრამ, ჩვენს ნაკრებში 7 რეალური მოთამაშეს ნაცვლად 12 უნდა იყოს.
არავითარი ნეპოტიზმი და სამეგობროს პატივისცემით დაკომპლექტებული გუნდი.

ბევრი ვარჯიში და შეთამაშებული კომბინაციების დამუშავებაა საჭირო.
დღეისთვის გვყავს გუნდის ლიდერი -თორნიკე შენგელია და სხვებიც თუ მას მიბაძავენ გაგვაჩნია იმის პოტენციალი, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ თავი საერთაშორისო არენაზე.
კარგია, რომ ზუროსმა გააგრძელა კონტრაქტი.
13 ოქტომბერი 2017 11:39
2
არ უშავს ბოისა ხომ გყავს მარტო ეგ გაქაჩავს
nnn
13 ოქტომბერი 2017 11:26
5
რა ცუდ დღეში ვართ .ლიად რა, ძირითადი თითქმის არ გყვავს.
gigi
13 ოქტომბერი 2017 10:56
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული