საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი კალათბურთელი გამოაკლდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე გუნდს ნოემბრის მატჩებში ვერ დაეხმარება.

ამის შესახებ ცინცაძემ გაზეთ "ლელოსთან" განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, 24 ნოემბერს გერმანიას ესტუმრება, ხოლო 27 ნოემბერს - სერბეთს.

ცინცაძეს, ევრობასკეტიდან მოყოლებული, ფეხის ტრავმა აწუხებს.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს გიორგიმ ევრობასკეტის პირველ მატჩში კოჭი გადაიბრუნა, რის შემდეგაც ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი მატჩები ტრავმირებულმა ითამაშა.

მომზადებულია Lelo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიზეზი სულ სხვაა,მაგრამ რაც არ უნდა იყოს როცა ეს ქვეყნის ღირსებას ეხება ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო და დაიცვა ქვეყნის ავტორიტეტი
mate
20 ნოემბერი 2017 16:24
0
ჩვენი მოთამაშეები აფერისტები არიან, აგერ ამერიკელი კაცი გვიდგას მხარში, ამათ კი ფეხებზე კიდიათ
დფგტ
16 ნოემბერი 2017 17:32
0
აშკარაა რომ ტრავმა არ არის რეალური მიზეზი, რადგან რუმინეთში ყველა მატჩი ჩაატარა და ვითომ ბოლოს დაშავდა?! ეს მისი ერთგვარი პროტესტია კალათბურთის ფედერაციის ახლანდელი ხელმძღვანელობის მიმართ
qomagi
16 ნოემბერი 2017 17:29
1
მერედა რას მირბოდა რუმინეთში მკურნალობის კურსი გაევლო, თუმცა ამაში მარტო მას ვერ დავადანაშაულებთ ფედერაციას უნდა ეთავა მისი მკურნალობის კურსი და თანხითაც უნდა დახმარებოდა, რომ ოჯახი ერჩინა და რუმინეთში ასე ტრამვამოუშუშებელს არ დასჭირვებოდა წასვლა.
გგგ
16 ნოემბერი 2017 16:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული