საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი კალათბურთელი გამოაკლდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე გუნდს ნოემბრის მატჩებში ვერ დაეხმარება.

ამის შესახებ ცინცაძემ გაზეთ "ლელოსთან" განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, 24 ნოემბერს გერმანიას ესტუმრება, ხოლო 27 ნოემბერს - სერბეთს.

ცინცაძეს, ევრობასკეტიდან მოყოლებული, ფეხის ტრავმა აწუხებს.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს გიორგიმ ევრობასკეტის პირველ მატჩში კოჭი გადაიბრუნა, რის შემდეგაც ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი მატჩები ტრავმირებულმა ითამაშა.

მომზადებულია Lelo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიზეზი სულ სხვაა,მაგრამ რაც არ უნდა იყოს როცა ეს ქვეყნის ღირსებას ეხება ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო და დაიცვა ქვეყნის ავტორიტეტი
mate
16:24 20-11-2017
0
ჩვენი მოთამაშეები აფერისტები არიან, აგერ ამერიკელი კაცი გვიდგას მხარში, ამათ კი ფეხებზე კიდიათ
დფგტ
17:32 16-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული