ვინც ამას ამბობს, საკუთარი თავს აყენებს ზიანს - ინტერვიუ კოტე ტუღუშთან

AutoSharing Option
ქართულ საკალათბურთო სამყაროში ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი, ერთიანად მოახლოვდა და ბევრი აქტუალური თემა წამოიჭრა.

საქართველოს ნაკრებში კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს მთავარი მწვრთნელის ასისტენტებს კოტე ტუღუშსა და ირაკლი ხოშტარიას.

ამ თემაზე და  ბოლო დროს საკალათბურთო სამყაროში დაგროვილ პრობლემებზე კოტე ტუღუშს ვესაუბრეთ.

- რა მოხდა რეალურად,  რა არის მიზეზი იმისა, რომ ნაკრებში კონტრაქტი აღარ გაგიგრძელეს?

- მე კალათბურთის ოჯახის წევრი ვარ და ნამდვილად ვისურვებდი, რომ ესეთ ფაქტები არ ხდებოდეს. 2011 წელს ჯერ კიდევ იგორ კოკოშკოვის დროს, როცა აქტიურ სპორტს დავანებე თავი, დავინიშნე
ამ პოზიციაზე. მაშინ მე ნაკრებში გამოძახებული ვიყავი, როგორც მოთამაშე და კოკოშკოვთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყდა რომ მისი ასისტენტი უნდა ვყოფილიყავი.

შესაბამისად, ყოველი შესარჩევი ციკლი იქნებოდა, თუ ევროპის ჩემპიონატი, მიფორმებდნენ ახალ ხელშეკრულებას. რამდენიმე კვირის წინ, მე დამიბარეს კალათბურთის ფედერაციაში და მითხრეს, რომ კონტრაქტი აღარ გამიგრძელდებოდა და ამის მიზეზი ის იყო, რომ ახალგაზრდა ქართველ მწვრთნელებს უნდა დაეკავებინათ ჩემი ადგილი და მათთვის უნდა მიეცათ იმის საშუალება, რომ გაზრდილიყვნენ და განვითრებულიყვნენ.

რასაც მე საკმაოდ კარგად შევხვდი. თაობათა ცვლა კარგია, იმის მიუხედავად, რომ მგონია ჯერ ახალგაზრდა ვარ და ნამდვილად არა ვარ შესაცვლელი. მაგრამ ეს პოზიცია, რა თქმა უნდა, მზადა ვარ ქართველ ახალგაზრდა მწვრთნელებს დავუთმო, ხელი ჩამოვართვი ფედერაციის ხელმძღვანელობას და დავტოვე ის ადგილი.

ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, კითხვის ნიშნები გამიჩნდა. სამწვრთნელო შტაბი როცა ვიხილე მხოლოდ ერთი ქართველი ვნახე იქ, მარტო მე და ირაკლი ხოშტარია ვიყავით გათავისუფლებული.

ორი უცხოელი მწვრთნელი ვნახე ახალი, ერთიც ძველი დაბრუნებული და რა თქმა უნდა, კითხვები გამიჩნდა და გავაკეთე განცხადება.  შემდეგ მე ისევ მქონდა შეხვედრა ფედერაციასთან, მოვისმინე ის, რომ ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა ქართველი მწვრთნელების დასაქმება, თორემ სხვა მიზეზი ამას არაფერი არ ჰქონდა და თებერვლიდან იქნებოდა ახალი მწვრთნელები.

კიდევ ერთხელ ვიძახი, მე პროფესიონალი მწვრთნელი ვარ და ვაპირებ, რომ მწვრთნელობა გავაგრძელო. "ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი გახლავართ და ჩემთვის ყოველთვის საამაყო იყო ეროვნულ ნაკრებში მუშაობა. ნებისმიერ დროს დიდი სიამოვნებით მზად ვარ დავბრუნდე ეროვნულ ნაკრებში.

- რას ფიქრობთ, უკავშირდება თუ არა ეს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს?
- არ მინდა, რომ არჩევნებს დავუკავშირო. ის არგუმენტები რაც მითხრეს, ჩემთვის იმ მომენტში დამაკმაყოფილებელი იყო. შემდეგ, როგორც განვითრდა მოვლენები რა თქმა უნდა, კითხვები გაგვიჩნდა და ამის შემდეგ ფედერაციასთან კონსულტაცია მოვახდინე და მივიღე დაპირება, რომ ის არგუმენტები, რაც ჩემთან მოიყვანეს, აუცილებლად განხორციელდებოდა.

მე არ მინდა ამ ხალხს დავაბრალო, რომ შიოს გამო გამომიშვეს და გამათვისუფლეს. იმიტომ, რომ ეს გათავისუფლება ცუდს თვითონ თუ მათ მოუტანს. მე როგორც ნაკრების მწვრთნელს, არანაირად არ შემიძლია ხმა მივცე რომელიმე კანდიდატს, ან სასიკეთო გავაკეთო ვინმესთვის, მე ვაკეთებ სასიკეთოს ქართული კალათბურთისთვის.

- ანუ რეალურად როგორია სტრუქტურა, მწვრთნელის ასისტენტებს ფედერაცია ნიშნავს თუ მთავარი მწვრთნელი?

- იგორ კოკოშკოვი როგორც კი წავიდა ნაკრებიდან, მე მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეც დამეტოვებინა პოსტი. შემდეგ დავინიშნე 16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ამ გუნდთან ერთად ჩავატარე საერთაშორისო ტურნირი, სადაც ვემზადებოდით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის.

მაგრამ, როდესაც დაინიშნა ილიას ზუროსი, ფედერაციის ინიციატივით და ალბათ ზუროსისაც, იქედან გამომდინარე, რომ მე რაღაც გამოცდილება მქონდა და ნამუშევარი ვარ ამ ბიჭებთან, დავბრუნდი ნაკრებში მათივე თხოვნით.

შესაბამისად, არა მგონია, ზუროსს ახალი ციკლისთვის რადიკალური ცვლილებები განეხორციელებინა ნაკრებში.

მე მქონდა ზუროსთან საუბარი ამ თემაზე, მაგრამ თავს შვიკავებ დეტალებზე საუბრით, მაგრამ, იგივე ზუროსის სიტყვებია, რომ ემხრობა ნაკრებში ახალგაზრდა მწვრთნელების მიყვანას.

- როგორ შეაფასებდით თქვენს მუშაობას ნაკრებში?

- მე როგორ შევაფასებდი ცალკე საკითხია. ზოგადად ფედერაციას უნდა შეეფასებინა ევრობასკეტის მერე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბის მუშაობა. მე არ ვიცი როგორ იქნა შეფასებული ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, ევროპის ჩემპიონატის მერე ასისტენტებმა დატოვეს თავიანთი პოსტები.

- და მაინც, რა როლი მიგიძღვოდათ თქვენ ნაკრების შედეგებზე?
- რა როლიც უნდა მიუძღვოდეს ასისტენტს. მე ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რათა ნაკრები ყოფილიყო წარმატებული. ვაკეთებდი ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიღწეული ყოფილიყო. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ყველა წაგებაზე და წარუმატებლობაზე, ხოლო თუ რამე პატარა წარმატება იყო, ამაშიც მიმიძღვის წვლილი.

- საერთო ჯამში როგორ შეაფასებდით ნაკრების გამოსვლას ევრობასკეტზე?
- ეს ნაკრები ძალიან დიდი ხანია ერთად მოდიოდა და ევრობასკეტის წინ ვიძახდით, რომ დრო იყო ნაკრებს დაენახებინა რეალური ძალა გულშემატკივრებისთვის. რა თქმა უნდა, ბევრი იყო პრობლემები, თუნდაც ვიქტორ სანიკიძის და ბექა ბურჯანაძის ტრავმა, გიორგი ცინცაძის ტრავმა პირველივე თამაშში, არ ვიცოდით ითამაშებდა საერთო თუ არა ზაზა ფაჩულია.

ჩვენი მიზანი იყო ჯგუფიდან გასვლა და მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ, ყველა ოპტიმიზმით ვიყავით განწყობილები. შესაბამისად, რა შედეგიც დაფიქსირდა, ამით მე პირადად უკმაყოფილო ვარ და ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის ეს ყველაფერი.

- ერთ-ერთი მიზეზი წარუმატებლობის, იყო თუ არა, რომ ნაკრების შიგნით იყო დაპირისპირება, რომელზეც ბოლო პერიოდში საუბრობენ?
- არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა ეს მიზეზი, საუბარი ამ თემაზე და ამით აპელირება არასწორად მიმაჩნია. ყველა გუნდში უამრავი პრობლემაა, თუნდაც ახლა მე "ქუთაისში" ვმუშაობ და იქაც არის, ეს არის სრულიად ნორმალური.

არსებობს გუნდი და წევრები, რომ ეს ყველაფერი მოგვარდეს და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მოედანზე არ გადავიდეს. ის რაზეც ახლა ყველანი საუბრობენ, მოხდა იმ ორი წაგებული თამაშის შემდეგ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ამ თამაშების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ისრაელთან შეხვედრა მოვიგეთ, სადაც საქართველოს ნაკრები ერთიანი იყო.

- ანუ ის თემები რაზეც საუბრობენ: ფაჩულიასა და მარკოიშვილის შორის იყო დაპირისპირება ან ფაჩულია დააჯარიმეს NBA-ს გეტრების ჩაცმის გამო. რამდენად სიმართლეს შეესაბამება?
- არა ნამდვილად, ვინც ამას ამბობს, საკუთარი თავს აყენებს ზიანს. ვერც ზაზა ფაჩულიას და ვერც მარკოიშვილს, ამაზე საუბრით ვერავინ ვერაფერს ავნებს.

- კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გვიახლოვდება და თქვენ შიო ხეცურიანს უჭერთ მხარს, რას გვეტყდით ამის შესახებ?
- მე შიო ხეცურიანის მეგობარი ვარ და ძალიან კარგად ვიცნობ მის საარჩევნო პროგრამას. ვიცი, თუ რა გეგმები აქვს მას და ეს არის იდეალურთან ძალიან ახლოს.

სამწუხაროდ, მე არ ვიცი სხვა კანდიდატების საარჩევნო პროგრამა, არ დავსწრებულვარ ჯერჯერობით მათ შეხვედრებს. თუნდაც ოთხი წლის წინ როცა იყო არჩევნები, ორივე გამოკვეთილი კანდიდატურის პროგრამას კარგად ვიცნობდი. მე ვაპირებ საქართველოს საკალათბურთო სამყაროში ყოფნას და შესაბამისად, მაინტერესებს თუ რა ელის ხვალ და ზეგ ქართულ კალათბურთს.

ჯერჯერობით როგორც ცნობილია და გამოკვეთილია, აღნიშნულ ფედერაციას არ ჰყავს კანდიდატურა და არ იციან დააყენებენ თუ არა კანდიდატურას.

- თქვენ თქვით, რომ წინა არჩევნებზე იცნობდით კანდიდატთა პროგრამას. რამდენად თვლით, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა შეასრულა ის დაპირებები, რასაც ოთხი წლის წინ ამბობდა?
- არ გაკეთებულა არაფერი-მეთქი, მაგას ვერ ვიტყვი. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო და დღესაც არასტაბილურ პოზიციაზე ვართ, მაგრამ ეს მარტო კალათბურთს არ ეხება. საქართველოს ეროვნული ნაკრები იყო ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი სპორტის ყველა სახეობაში და სამწუხაროდ, მის ნაჩვენებ შედეგს, ქართული კალათბურთი ვერ მიყვებოდა. ეს ალბათ, ყველა რგოლის დანაშაული იყო და ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს.

- თქვენ გიმუშავიათ როგორც კოკოშკოვთან, ასევე ზუროსთან. რა განსხვავებები იყო ამ ორ მწვრთნელს შორის და ფიქრობთ თუ არა, რომ კოკოშკოვის დარჩენის შემთხვევაში უკეთეს შედეგს მივაღწევდით?
- იგორ კოკოშკოვი ჩემი ახლო მეგობარია, ძალიან დადებითი პიროვნება არის და ვფიქრობ, მისი დამსახურება იყო საქართველოს ნაკრების აღმავლობის დაწყება. კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს ჩაუდგა მაშინ, როდესაც ბ დივიზიონში ვიყავით და გადავედით ა დივიზიონში და მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ხმამაღალი სიტყვა ვთქვით.

შესაბამისად, კოკოშკოვი რომ მაღალი დონის მწვრთნელია, ცოტა ხნის წინ დაამტკიცა, როცა ევროპის ჩემპიონი გახადა სლოვენიის ნაკრები, რომელსაც ესეთი წარმატებისთვის არასდროს არ მიუღწევია.

მქონდა ბედნიერება ზუროსთანაც მემუშავა, ორი სრული სანაკრებო სეზონი გავატარე მასთან ერთად, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ორივეს დადებით მხარეზე რაც შემიძლია ვთქვა , მათ ძალიან ადვილად მოახერხეს ადაპტირება ქართულ მენტალიტეტთან და ნაკრებთან, რაც დამერწმუნეთ, ნამდვილად არ არის ადვილი.

ძალიან რთულია ქართველ სპორტსმენთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ ამ ორივე მწვრთნელმა ეს შეძლო და ეს შედეგზეც აისახებოდა.

- ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, რომ არ გვყავს ძლიერი სათადარიგოთა სკამი, ხომ არ არის ნაწილობრივ იგორ კოკოშვის ბრალი, რომელიც მუდმივად სასატარტო ხუთეულს ეყრდნობოდა და კიდევ ერთი-ორ კალათბურთელს?

- როგორც მთავარი მწვრთნელები, ასევე ჩვენ მწვრთნელები ვსაუბრობდით იმაზე, რომ დადგებოდა დრო, როცა თაობათა ცვლა გარდაუვალი იქნებოდა და შესაბამისად, უნდა გვეზრუნა იმაზე, რომ უმტკივნეულოდ ჩაევლო ამ ყველაფერს. რამდენად უმტკივნეულოდ ჩაივლის ეს პროცესი, გამოჩნდება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე და მომავალ წლებში.

გამოჩნდა ახალგაზრდა კალათბურთელები, თუნდაც გოგა ბითაძე ავიღოთ და ვიმედოვნოთ, რომ მშვიდად ჩაივლის ეს ყველაფერი.

ძალიან სასიახარულოა ის, რომ 16-წლამდელებმა წელს ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწიეს და გადავიდნენ ა დივიზიონში. ეს ის ახალგაზრდა ბიჭები არიან, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში უნდა დაწინაურდნენ..

რაც შეეხება კოკოშკოვის ბრალს, მოდი სიმართლე ვთქვათ, ყოველი საკვალიფიკაციოს წინ მაქსიმალურ შედეგს ითხოვდა გულშემატკივარიც და საკალათბურთო ოჯახიც. ყველა შედეგს ითხოვდა მისგან და არ ითხოვდა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მიეცა შანსი. მაგრამ იგივე კოკოშკოვმა მისცა შანსი ახალგაზრდა თორნიკე შენგელიას, დუდა სანაძეს, ბექა ბურჯანაძეს და ა.შ. შესაბამისად, ის სანაკრებო პოტენციალს მაქსიმალურად ითვისებდა. გეთანხმებით იმაზეც, რომ შეიძლებოდა ალბათ უკეთესად მომხდარიყო ეს ყველაფერი.

- მალე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი იწყება, ნაკრებში არ იქნებიან: ფაჩულია, სანიკიძე, ცინცაძე, ბურჯანაძე, სანაძე, დიდი ალბათობით შენგელიაც და შერმადინიც. რა შანსები გვაქვს?

- ურთულეს მდგომარეობაშია საქართველოს ნაკრები ჩავარდნილი. ძირითადად სუპერლიგის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.

იმისთვის, რომ გვყავდეს ძლიერი ნაკრები აუცილებელია განვითარდეს შიდა ჩემპიონატი და სწორედ ამ რეალობის წინაშე დავდექით, რომ თითქმის მთლიანი შევსება საქართველოს ნაკრების არის ეროვნული ჩემპიონატიდან.

უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ სუპერლიგა გავაძლიეროთ , რომ ჩვენი ნაკრები იყოს ძლიერი. განსაკუთრებით იმ ფორმატიდან გამომდინარე, რაც ახლა ფიბამ მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე.

რაც შეეხება ჩვენს შანსებს, ვიმედოვნებ, რომ როგორც მინიმუმ ჯგუფში მესამეზე გავალთ და შემდეგ ეტაპზე მოვხვდებით.

- ვინ იკისრებს ნაკრების ლიდერის ფუნქციას? ეს შეიძლება იყოს მაიკლ დიქსონი?
- რა თქმა უნდა, მაიკლ დიქსონს ეს არაერთხელ დაუმტკიცებია, მას შეუძლია იყოს გუნდის ლიდერი და ახლა როგორც არასდროს გვესაჭიროება ესეთი ადამიანი ნაკრებში.

ნიკოლოზ ცქვიტიშვილს შეუძლია მისი გამოცდილებით ძალიან ბევრის გაკეთება და უმნიშვნელოვანესი იქნება მისი როლი.

ასევე უნდა გვქონდეს იმედი იმ კალათბურთელების, რომლებიც საქართველოს ნაკრებთან ერთად იყვნენ მუდამ და ეძლეოდათ რამდენიმე წუთის თამაშის საშუალება, მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება დაგროვილი.

- კიდევ ერთს გკითხავთ დიქსონზე. მისი დარჩენა ნაკრებში, ეს იყო მისი პირადი სურვილი, თუ ფედერაციის მხრიდან იყო გარკვეული ფინანსური შეთავაზება?
- ვერ გეტყვით ფედერაციის შეთავაზებასთან დაკავშირებით. მე როგორც მწვრთნელს და როგორც პიროვნებას, რომელიც იცნობს მაიკლ დიქსონს, მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებმა არაერთი ამერიკელი მოთამაშე გამოიცვალა. ტაირონ ელისს გაგახსენებდით, ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი იყო და არა იმით, რომ გამორჩეულად მაღალი დონის მოთამაშე იყო, უბრალოდ ის ძალიან კარგად მოერგო გუნდს და ძალიან კარგად გაიგო ნაკრების ენა.

ხოლო ელისის შემდეგ, მაიკლ დიქსონს ვიტყოდი, რომელმაც კარგად მოირგო ჩვენი ნაკრების მაისური, გულით და სულით იხარჯებოდა და ეხმარებოდა ნაკრებს წარმატების მიღწევაში.

ძალიან სასიხარულოა, რომ ნაკრებში დარჩა და რა მიზეზით დარჩა, ეგ ნამდვილად არ ვიცი. ვიცი, რომ მას დიდი სურვილი ჰქონდა ნაკრებში ეთამაშა, იმ ბიჭების გვერდით, ვისთანაც ერთადაც ბოლო ორი წელი გაატარა.

- რას ფიქრობთ საქართველოს ნაკრების მომავალზე, გვაქვს თუ არა პერსპექტივა?

- მე-16 წლამდელების მწვრთნელი ვიყავი და მიმუშავია ამ ბიჭებთან, ნამდვილად არის პერსპექტივა, რომ კარგი კალათბურთელები გამოვიდნენ.

ამ ბიჭებმა დაძლიეს ბ დივიზიონი და ისეთი წარმატებული ქვეყნების ახალგაზრდებს აჯობეს, თუნდაც როგორიცაა სლოვენია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. ამ ქვეყნის ბევრი ახალგაზრდული ნაკრები ჯერ კიდევ ბ დივიზიონში თამაშობს.ეს მეტყველებს იმაზე, რომ კარგი თაობა მოდის და ყურადღების მიქცევა უნდა.

- საქართველოს ნაკრებში ყოველთვის ყველა მწვრთნელი იძახებს ანატოლი ბოისას, რომელსაც ძალიან ცოტა დრო ეძლევა და შესაბამისად სტატისტიკაც საკმაოდ უმნიშვნელო აქვს. რატომ იძახებენ ბოისას ნაკრებში? ეს კითხვა საკმაოდ აქტუალურია გულშემატკივრებში...
- ბოისა არის პროფესიონალი კალათბურთელი. კალათბურთი გუნდური სპორტია და მე მესმის გულშემატკივრის, რომ რაღაც სტატისტიკური მაჩვენებლებით ბოისა არ გამოირჩევა. მაგრამ, ძალიან დადებითი თვისებებით გამოირჩევა, იმ თვისებებით, რომ გუნდი იყოს ძლიერი.

ნებისმიერი მწვრთნელისთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა, რომ გუნდში გყავდეს ანატოლი ბოისა. მე მასთან არამარტო ნაკრებში, არამედ სხვადასხვა კლუბში მითანამშრომლია.
-    რა მოხდა რა არის მიზეზი იმისა, რომ ნაკრებში კონტრაქტი აღარ გაგიგრძელეს?
-    მე კალათბურთის ოჯახის წევრი ვარ და ნამდვილად ვისურვებდი, რომ ესეთ ფაქტებს არ ჰქონდეს ადგილი. ქართულ კალათბურთში პრობლემები ნამდვილად არსებობს და ამისთვის საშუალება უნდა გამოინახოს, რომ სწორი გზას დაადგეს ქართული კალათბურთის განვითრება.
მე 2011 წელს ჯერ კიდევ იგორ კოკოშკოვის დროს, როცა აქტიურ სპორტს დავანებე თავი დავინიშნე ამ პოზიციაზე. მაშინ მე ნაკრებში გამოძახებული ვიყავი, როგორც მოთამაშე და კოკოშკოვთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყდა რომ მე მისი ასისტენტი უნდა ვყოფილიყავი.  შესაბამისად ყოველი შესარჩევი ციკლი იქნებოდა თუ ევროპის ჩემპიონატი, მე მიფორმებდნენ ახალ ხელშეკრულებას.
ეს გრძელდებოდა ჩვეულებრივად წლების განმავლობაში და რამდენიმე კვირის წინ, მე დამიბარეს კალათბურთის ფედერაციაში და მითხრეს, რომ კონტრაქტი აღარ გამიგრძელდებოდა და ამის მიზეზი იყო, რომ ახალგაზრდა ქართველ მწვრთნელებს უნდა დაეკავებინათ ჩემი ადგილი და მათთვის უნდა მიეცათ იმის საშუალება, რომ უნდა გაზრდილიყვნენ და განვითრებულიყვნენ. რასაც მე საკმაოდ კარგად შევხვდი, თაობათა ცვლა იმის მიუხედავად, რომ მგონია ჯერ ახალგაზრდა ვარ და ნამდვილად არა ვარ შესაცვლელი. მაგრამ ამ პოზიციაზე რა თქმა უნდა მე მზადა ვარ რომ ქართველ ახალგაზრდა მწვრთნელებს დავუთმო ის ადგილი და ელი ჩამოვართვი ფედერაციის ხელმძღვანელობას და დავტოვე ის ადგილი.
ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე მე ცოტა კითხვის ნიშნები გამიჩნდა. სამწვრთნელო შტაბი როცა ვიხილე მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქართველი ვნახე იქ და მე და ირაკლი ხოშტარია ვიყავით გათავისუფლებული მხოლოდ და მხოლოდ. ორი უცხოელი მწვრთნელი ვნახე ახალი, ერთიც ძველი დაბრუნებული და ამის შემდეგ რა თქმა უნდა კითხვები გამიჩნდა და გავაკეთე განცხადება . ამის შემდეგ მე ისევ მქონდა შეხვედრა ფედერაციასთან, მოვისმინე ის რომ ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა ქართველი მწვრთნელების დასაქმება, თორე სხვა მიზეზი ამას არაფერი არ ჰქონდა და ტებერვლიდან იქნებოდა ახალი მწვრთნელები.
კიდევ ერთხელ ვიძახი მე პროფესიონალი მწვრთნელი ვარ და ვაპირებ რომ მწვრთნელობა გავაგრძელო. „ქუთიაისის“ მთავარი მწვრთნელი გახლავართ და ჩემთვის ყოველთვის საამაყო იყო ეროვნულ ნაკრებში მუშაობა და ნებისმიერ დროს დიდი სიამოვნებით მზად ვარ რომ დავბრუნდე ეროვნულ ნაკრებში.
-    რას ფიქრობთ უკავშირდება თუ არა ეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებს?
-    -  არ მინდა ეს, რომ არჩევნებს დავუკავშირო. ის არგუმენტები რაც მითხრეს, ჩემთვის იმ მომენტში დამაკმაყოფილებელი იყო. შემდეგ, როგორც განვითრდა მოვლენები რა თქმა უნდა კითხვები გაგვიჩნდა და ამის შემდეგ ფედერაციასთან კონსულტაცია მოვახდინე და მივიღ დაპირება, რომ ის არგუმენტები რაც მე მომიყვანეს აუცილებლად განხორციელდებოდა. მე არ მინდა, რომ ამ ხალხს დავაბრალო, რომ შიოს გამო გამომიშვეს და გამათვისუფლეს.
იმიტომ, რომ ეს გათავისუფლება ცუდს თვითონ თუ მოუტანს, თორე რომ ხმაური გამოისწვია ამ ყველაფერმა. მე როგორც ნაკრების მწვრთნელს არანაირად არ შემიძლია ხმა მივცე, რომელიმე კანდიდატს ან სასიკეთო გავაკეთო ვინმესთვის, მე ვაკეთებ სასიკეთოს ქართული კალათბურთისთვის.
- ანუ რეალურად მწვრთნელის ასისტენტებს ფედერაცია ნიშნავს თუ მთავარი მწვრთნელი?
- იგორ კოკოშკოვი როგორც კი წავიდა ნაკრებიდან, მე მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეც დამეტოვებინა პოსტი. შემდეგ დავინიშნე 16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ამ გუნდთან ერთად ჩავატარე საერთაშორისო ტურნირი , სადაც ვემზადებოდით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. მაგრამ, როდესაც დაინიშნა ილიას ზუროსი, ფედერაციას ინიციატივით და ალბათ ზუროსისაც, იქედან გამომდინარე რომ მე რაღაც გამოცდილება მქონდა და ნამუშევარი ამ ბიჭებთან, მე დავბრუნდი ნაკრებში მათვიე თხოვნით. შესაბამისად მე არა მგონია, რომ ზუროსს ახალი ციკლისთვის რადიკალური ცვლილებები განეხორციელებიან ნაკრებში. მე მქონდა ზუროსთან საუბარი ამ თემაზე, მაგრამ თავს შვიკავებ, რომ რაღაც დეტალებზე ვისაუბრო. მაგრამ, იგივე ზუროსის სიტყვებია, რომ ემზრობა ნაკრებში ახალგაზრდა მწვრთნელების მიყვანას.
- როგორ შეაფასებდით თქვენს მუშაობას ნაკრებში?
- მე როგორ შევაფასებდი ცალკე საკითხია, ზოგადად ფედერაციას უნდა შეეფასებინა ევრობასკეტის მერე მთლიანად სამწვრთნელო შტაბის მუშაობა. მე არ ვიცი როგორ იქნა შეფასებული ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპის ჩემპიონატის მერე ასისტენტებმა დატოვეს თავიანთი პოსტები.
- და მაინც რა როლი მიგიძღვოდათ თქვენ ნაკრების შედეგებზე?
- რა როლიც უნდა მიუძღვოდეს ასისტენტს, მე ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ნაკრები ყოფილიყო წარმატებული. ვაკეთებდი ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიღწეული ყოფილიყო. მე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ აბსოლიტურად ყველა წაგებაზე და წარუმატებლობაზე ნაკრების, ხოლო თუ რამე პატარა წარმატება იყო ამაშიც მიმიძღვის წვლილი.
- საერთო ჯამში როგორ შეაფასებდით ნაკრების გამოსვლას ევრობასკეტზე?
- ეს ნაკრები ძალიან დიდი ხანია ერთად მოდიოდა და ევრბასკეტის წინ ვიძახდი, რომ დრო იყო ნაკრებს დაენახებინა რეალური ძალა გულშემატკივრებისთვის. რა თქმა უნდა ბევრი იყო პრობლემები თუნდაც ვიქტორ სანიკიძის რომელიც დიდი ძალა იყო, ბექა ბურჯანაძის რომელიც ტურნირის წინ გამოგვაკლდა, გიორგი ცინცაძის ტრავმა პირველივე თამაშში, არ ვიცოდით ითამაშებდა საერთო თუ არა ზაზა ფაჩულია. ჩვენი მიზანი იყო ჯგუფიდან გასვლა და მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ ყველა ოპტიმიზმით ვიყავით განწყობილები.  შესაბამისად რა შედეგიც დაფიქსირდა ამით მე პირადად უკმაყოფილო ვარ და ზალიან მტკივნეული იყო ჩემთვის ეს ყველაფერი.
- ერთ-ერთი მიზეზი წარუმატებლობის იყო თუ არა, რომ ნაკრების შიგნით იყო დაპირისპირება, რომელზეც ბოლო პერიოდში საუბრობენ?
- არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა ეს არის წარუმატებლობის, საუბარი ამ თემაზე და ამითი აპელირება არასწორად მიმაჩნია, არ ვიცი ეს როგორ უნდა გამოიყენოს. ყველა გუნდში უამრავი პრობლემაა, თუნდაც ახლა მე "ქუთაიში" ვმუშაობ და იქაც, ეს არის სრულიად ნორმალური. არსებობს გუნდი და წევრები, რომ ეს ყველაფერი მოგვარდეს და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მოედანზე არ გადავიდეს. ის რაზეც ახლა ყველანი საუბრობენ, ეს მოხდა იმ ორი წაგებული თამაშის შემდეგ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ამ თამაშების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ისრაელის თამაში მოვიგეთ, სადაც საქართველოს ნაკრები იყო ერთიანი.
- ანუ ის თემები რაზეც საუბრობენ ფაჩულიასა და მარკოიშვილის შორის იყო დაპირისპირება ან  ფაჩულია დააჯარიმეს NBA-ს გეტრების ჩაცმის გამო. რამდენად სიმართლეს შეესაბამება?
- არა ნამდვილად, ვინც ამას ამბობს საკუთარი თვისთვის მოაქვს ზიანი. ვერც ზაზა ფაჩულიას და ვერც მარკოიშვილს ამაზე საუბრით, ვერაფერს ავნებს.
- კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გვიახლოვდება და თქვენ შიო ხეცურიანს უჭრთ მხარს, რას გვეტყდით ამის შესახებ?
- მე შიო ხეცურიანის მეგოვარი ვარ და მე ძალიან კარგად ვიცნობ მის საარჩევნო პროგრამას. ვიცი თუ რა გეგმები აქვს მას და ეს არის იდეალურთან ძალიან ახლოს. სამწუხაროდ მე არ ვიცი სხვა კანდიდატების საარჩევნო პროგრამა. თუნდაც ოთხი წლის წინ როცა იყო არჩევნები, მე ორივე გამოკვეთილი კანდიდატურის პროგრამას კარგად ვიცნობდი. მე ვაპირებ საქართველოს საკალათბურთო სამყაროში ყოფნას და შესაბამისად მაინტერესებს თუ რა ელის ხვალ და ზეგ მას.
ჯერ-ჯერობით როგორც ცნობილია და გამოკვეთილია, აღნიშნულ ფედერაციას არ ჰყავს კანდიდატურა და არ იციან დააყენებენ თუ არა კანდიდატურას.
-  თქვენ თქვით, რომ წინა არჩევნებზე იცნობდით კანდიდატთა პროგრამას. რამდენად თვლით, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა შეასრულა ის დაპირებები, რასაც ოთხი წლის წინ ამბობდა?
- არ გაკეთებულა არაფერი მააგას ვერ ვიტყვი. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო და დღესაც არასტაბილურ პოზიციაზე ვართ, მაგრამ ეს მარტო კალათბურთს არ ეხება. საქართველოს ეროვნული ნაკრები იყო ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ყველა სპორტში და სამწუხაროდ მის ნაჩვენებ შედეგს, ქართული კალათბურთი ვერ მიყვებოდა. ეს ალბათ ყველა რგოლის დანაშაული იყო და ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს.
- თქვენ გიმუშავიათ როგორც კოკოშკოვთან, ასევე ზუროსთან. რა განსხვავებები იყო ამ ორ მწვრთნელს შორის და ფიქრობთ თუ არა, რომ კოკოშკოვის დარჩენის შემთხვევაში უკეთეს შედეგს დავდებდით?
- იგორ კოკოშკოვი ჩემი ახლო მეგობარი, პიროვნულად ძალიან დადებითი პიროვნება არის და მე ვფიქრობ, რომ მისი დამსახურება იყო საქართველოს ნაკრების აღმავლობის დაწყება. კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს ჩაუდგა მაშინ, როდესაც ბ დივიზიონში ვიყავით და გადავედით ა დივიზიონში და მოვხვდით ევროპის ჩმპიონატზე სადაც ხმამაღალი სიტყვა ვთქვით. შესაბამისად კოკოშკოვი, რომ მაღალი დონის მწვრთნელია ცოტა ხნის წინ დაამტკიცა და ევროპის ჩემპიონი გახადა სლობვენიის ნაკრები, რომელსაც ესეთ წარმატებას არასდროს არ მიუღწევია.
მქონდა ბედნიერება ზუროსთანაც მემუშავა, ორი სრული სანაკრებო სეზონი გავატარე მასთან ერთად , ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ორივეს დადებით მხარეზე რაც შემიძლია ვთქვა , ორივემ ძალიან ადვილად მოახერხეს ადაპტირება ქართულ მენტალიტეტთან და ნაკრებთან, რაც დამერწმუნეთ ნამდვილად არ არის ადვილი.
ძალიან რთულია ქართველ სპორტსმენთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ ამ ორივე მწვრთნელმა ეს შეძლო და ეს შდეგზეც აისახებოდა.
- ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, რომ არ გვყავს ძლიერი სათადარიგოთა სკამი ხომ არ არის ნაწილობრივ იგორ კოკოშვის ბრალი, რომელიც მუდმივად სასატარტო ხუთეულს ეყრდნობოდა და კიდევ ერთი ორ კალათბურთელს?
- როგორც მთვარი მწვრთნელები, ასევე ჩვენ მწვრთნელები ვსაუბრობდით იმაზე, რომ დადგებოდა დრო როცა თაობათა ცვლა გარდაუვალი იქნებოდა და შესაბამისად უნდა გვეზრუნა იმაზე, რომ უმტკივნეულოდ ჩაევლო ამ ყველაფერს. რამდენად უმტკივნეულოდ ჩაივლის ეს პროცესი გამოჩნდება მსოფლიოს ჩემპიონატიშ შესარჩევზე და მომავლ წლებში.
გამოჩნდა ახალგაზრდა კალათბურთელები თუნდაც გოგა ბითაძე ავიღოთ და ვიმედოვნოთ, რომ უმტკივნეულოდ ჩაივლის ეს ყვეალფერი.
ძალიან სასიახარულოა ის, რომ 16- წლამდელებმა წელს ევროპის ჩემპიონატზე საკმადო კარგ შედეგს მიაღწიენ და გადავიდნენ ა დივიზიონში. ეს ის ახალგაზრდა ბიჭები არიან, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში უნდა დაწინაურდნენ..
რაც შეეხება კოკოშკოვის ბრალს, მოდი სიმართლე ვთქვათ ყოველი საკვალიფიკაციოს წინ მაქსიმალურ შედეგს ითხოვდა გულშემატკივრებიც და საკალათბურთო ოჯახიც. ყველა სედეგს ითხოვდა მისგან და არ ითხოვდა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მიეცა შანსი. მაგრამ იგივე კოკოშკოვმა მისცა შანსი ახალგაზრდა თორნიკე სნგელიასა, დუდა სანაძეს, ბექა ბურჯანაძეს და ა.შ. შესაბამისად ის სანაკრებო პოტენციალს მაქსიმალურად ითვისებდა. გეთანხმებით იმაზეც, რომ შეიძლებოდა ალბათ უკეთესად მომხდარიყო ეს ყველაფერი.
-  მალე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი იწყება, ნაკრებში არ იქნებიან: ფაჩულია, სანიკიძე, ცინცაძე, ბურჯანაძე, სანაძე, დიდი ალბათობით შენგელიაც და შერმადინიც. რა შანსები გვაქვს?
- ურთულეს მდგომარეობაშია საქართელოს ნაკრები ჩავარდნილი. ძირითდად სუპერლიგის მოთმაშეებით არის დაკომპლექტებული.
იმისთვის, რომ გვყავდეს ძლიერი ნაკრები აუცილებელია განვითარდეს შიდა ჩემპიონატი და სწორედ ამ რეალობის წინაშე დავდექით, რომ თითქმის მთლიანი შევსება საქართველოს ნაკრებისა არის ეროვნული ჩემპიონატიდან.
შესაბამისად უნდა ვიზრუნოთ ამაზე, რომ სუპერლიგა გავაძლიეროთ , რომჩვენი ნაკრები იყოს ძლიერი. განსაკუთრებით იმ ფორმატიდან გამომდინარე რაც ახლა ფიბამ იყო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე.
რაც შეეხება ჩვენს შანსებს, ვიმედოვნებ რომ როგორც მინიმუმ ჯგუფში მესამეზე გავალთ და შემდეგ ეტაპზე მოვხვდებით
- ვინ იკისრებს ნაკრების ლიდერი ფუნქციას? ეს შეიძლება იყოს მაიკლ დიქსონი?
- რა თქმა უნდა მაიკლ დიქსონის ეს არაერთხელ დაუმტკიცებია, მას შეუძლია იყოს გუნდის ლიდერი და ახლა როგორც არასდროს გვესაჭიროება ესეთი ადამიანი ნაკრებში,
ნიკოლოზ ცქვიტიშვილს შეუძლია მისი გამოცდილებით ძალიან ბევრის გაკეთება და უმნიშვნელოვანესი იქნება მისი როლი ნაკრებში.
ასევე უნდა გვქონდეს იმედი იმ კალათბურთელების, რომლებიც საქართველოს ნაკრებთა ერთად იყვნენ მუდამ და ეძლეოდათ რამდენიმე წუთის თამაშის საშუალება, მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება დაგროვილი.
- კიდევ ერთ გკითხავთ დიქსონზე. მისი დარჩენა ნაკრებში ეს იყო მისი პირადი სურვილი, თუ ფედერაციის მხრიდან იყო გარკვეული შეთავაზება?
- ვერ გეტყვით ფედერაციის შეთავაზებასთან დაკავშირებით. მე როგორც მწვრთნელს და როგორც პიროვნებას, რომელიც იცნობს მაიკლ დიქსონს, მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლებში არაერთი ამერიკელი მოთამაშე გამოიცვალა საქართველოს ნაკრებმა. ტაირონ ელისს გაგახსენებდით, ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი იყო და არა იმითი, რომ გამორჩეულად მაღლი დონის მოთამაშე იყო უბრალოდ ის ძალიან კარგად მოერგო გუნდს, ძალიან კარგად გაიგო ენა ნაკრების და გადამწყვეტი ეტაპები, რომლებიც გაიარა საქართველოს ნაკრებმა მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამაში.
ხოლო ელისის შემდეგ, მაიკლ დიქსონს ვიტყოდი, რომელმაც კარგად მოირგო ჩვენი ნაკრების მაისური, გულით და სულით იხარჯებოდა და ეხმარებოდა ნაკრებს წარმატების მიღწევაში.
შესაბამისად ძალიან სასიხარულოა, რომ ნაკრებში დარჩა და რა მიზეზით დარჩა ეგ ნამდვილად არ ვიცი. ვიცი, რომ მას დიდი სურვილი ჰქონდა ნაკრებში ეთამაშა, იმ ბიჭების გვერდით ვისთანაც ერთად ბოლო ორი წელი გაატარა.
- რას ფიქრობთ საქართველოს ნაკრების მომავალზე, გვაქვს თუ არა პერსპექტივა?
- მე-16 წლამდელების მწვრთნელი ვიყავი და მიმუშავია ამ ბიჭებთან, ნამდვილად არის პერსპექტივა, რომ კარგი კალათბურთელები გამოვიდნენ.
ამ ბიჭებმა დაძლიეს ბ დივიზიონი და ისეთი წარმატებული ქვეყნების ახალგაზრდებს აჯობეს, თუნდაც როგორიცაა სლოვენია, რომელიც ევროპის ჩმპიონი გახდა. ამ ქვეყნის ბევრი ახალგაზრდული ნაკრები ჯერ კიდევ ბ დივიზიონში თამაშობს.
შესაბამისად ეს მეტყველებს იმაზე, რომ კარგი თაობა მოდის და ყურადღების მიწცევა უნდა.
-  საქართველოს ნაკრებში ყოველთვის ყველა მწვრთნელი იძახებს ანატოლი ბოისას, რომელსაც ძალიან ცოტა დრო ეძლევა და შესაბამისად სტატისტიკაც საკმაოდ უმნიშვნელო აქვს.  რატომ იძახებენ ბოისას ნაკრებში? ეს კითხვა საკმაოდ პოპულარული გულშემატკივრებში...
- ბოისა არის პროფესიონალი კალათბურთელი. გუნდური სპორტია კალათბურთი და მე მესმის გულშემატკივარის,  რომ რაღაც სტატისტიკური მაჩვენებლებით ანატოლი ბოისა არ გამოირჩევა. მაგრამ, ნაკრებში ძალიან დადებითი თვისებებით გამოირჩევა, იმ თვისებებით, რომ გუნდი იყოს ძლიერი. ნებისმიერი მწვრთნელისთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა, რომ გუნდში გყავდეს ანატოლი ბოისა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
რა გინდათ ბოისასგან. ის თავის ძალზე გამოცდილი და კარგი კალათბურთელია. ძირითად ხუთეულში არ განიხილებოდა და მხოლოდ 12 კაციან შემადგენლობაში იყო. მასზე უკეთესი მის პოზიციაზე ნამდვილად ძნელად მოიძებნება, მით უმეტეს, ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩებში გამოუცდელი ახალგაზრდის რეზერვად წაყვანა დიდი რისკია.
რაც შეეხება ფაჩულიას, ნამდვილად ცუდ ფორმაში იყო და უკრაინასთან წაგება და ჯგუფიდან ვერგასვლა მთლიანად მის კისერზეა(სხვა მატჩებშიც ყველაზე სუსტი რგოლი იყო. მიუხედავად ამისა, მასზე ცუდი საჯაროდ არავის დაცდენია. აი, თორნიკეს მამამ, კახა შენგელიამ კი ძალიან ბევრი აკრიტიკა და შეურაცხყო, როგორც მოთამაშე და როგორც პიროვნება. თანაც დაიქადნა, მომავალში უარესს ვიტყვიო. ამათი ვეღარ გავიგე, ვინ ვისკენ არის. თურმე ამ შენგელიას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა ნდომებია:). ჰო, კიდევ ვიღაც ხეცურიანი ყოფილა, იმასაც პრეზიდენტობა უნდა და ერთადერთი იმით გააცნო ხალხს თავი, ფაჩულიას კაცი ვარო. ისე, კაცის კაცობა რა ვთქვი. თავად რამეს ხომ უნდა წარმოადგენდეს. მისი ახლობლებიც მასხრად იგდებენ.
ლევანი
21 ნოემბერი 2017 10:18
1
რაზე ვგიჟდები იცით?თურმე გორგოძე რაგბისათვის ხანდაზმულია და "პენსიონერი" ცქიტიშვილი კი გუნდს გააძლიერებს.აბა ამათ ტვინი აქვთ თავში?ამ შესარჩევში მაინც შევრცხვებით,ამიტომ აიყვანეთ ნაკრებში ახალი თაობა და არა საქართველოს "ჩემპიონატში" ჩამჟავებული ტიპები.
888
21 ნოემბერი 2017 10:10
1
ახალგაზრდა თაობის აყვანა ერთდროულად, თანაც უმაღლესი დონის თამაშეზე არსად ხდება, რადგან შედეგიც უარყოფითია და ვერც რამეს ისწავლიან. ერთი-ორი ახალგაზრდა უნდა დააყენო გამოცდილებთან, ეს არის სტანდარტული მიდგომა. ცქიტიშვილი იმიტომ გამოიძახეს, რომ სხვა არჩევანი არ არის. ნაკრებში ვინ როდის აიყვანოს(ახალგაზრდებსაც მუდმივად სინჯავს და სიაშიც ყავს) ილიას ზუროსს ნუ ასწავლით. მისი საქმე საუკეთესოდ იცის და მოყვარული გულშემატკივრების რჩევები არ ჭირდება.
კოტე
21 ნოემბერი 2017 10:52
0
კარგი რა კოტე, ბოისას ადამიანურ ტვისებებს არ ვეხები, ისე დარცმუნებული ვარ რომ კარგი ადამიანია მაგრამ როცა ნაკრებჰი ხარ და მტელი ციკლის განმავლობაჰი 2-ცუტსც არ ტამაჰობ გეკოს ტავმოკვარეობა. ჰემი აზრიტ ბოისა ნაკრებჰი მოტამაჰე კი არა კარგი გულჰემატკივარია, ხო და მეც არა ნაკლები გულჰემატკივარი ვარ, ის კი არა კინაჯამ ინფაკტიც კი მივიჯე ამიტომ ცამიკვანეტ მეც ოგონდ იმ პირობებიტ რა პირობებჰი არიამ მოტამაჰე გულჰემატკივრები ნაკრებჰი,
vaxo
21 ნოემბერი 2017 07:13
0
მეგობარო,უფლება ყველას აქვს ითამაშოს ეროვნულ ნაკრებში,მაგრამ შენგელია და შერმადინი გამოდიან თავიანთ კლუბებთან ერთად ევროლიგაზე და როცა აქტიური სეზონია,ამ დროს კლუბებს აქვთ უფლება თავიანთი მოთამაშეები არ გაუშვან ნაკრებებში და ამას ასრულებენ კიდეც.
პენსიონერ-ს
20 ნოემბერი 2017 22:17
1
ფიბა-სა და ევროლიგის ორგანიზატორებს(ძირითადად ესპანელები) შორის კარგა ხანია კონფლიქტური სიტუაციაა. ისინი ვერ შეთანხმდნენ სხვადასხვა საკითხზე და ჯერჯერობით ევროლიგა დამოუკიდებელია(ფიბა-ს არ ექვემდებარება). შესაბამისად, ევროლიგაზე მონაწილე კლუბები არ უშვებენ ნაკრებების მონაწილეებს, თუ მატჩების ვადები ემთხვევა. ასე რომ, შენგელია და შერმადინი ამ ორ მატჩში ნაკრებში ვერ ითამაშებენ, თებერვალში შესაძლოა გამოუშვან, ივლისში კი ნამდვილად ითამაშებენ. რაც შეეხება დიქსონს, იგი საფრანგეთის "სტრასბურ"-შია და მას უფლება აქვს ნაკრებში ითამაშოს. მოკლედ, კალათბურთში ფეხბურთისგან განსხვავებით გარკვეული დაპირისპირებაა სუფთა კომერციულ ევროლიგასა და ფიბა-ს შორის. მოგეხსენებათ, ფეხბურთში ყველა მაღალი დონის ტურნირი, მათ შორის ევროლიგა ფიფა-ს ეგიდით ტარდება და მატჩების განრიგიც წინასწარ შეთანხმებულია.
თორნიკე
21 ნოემბერი 2017 09:48
0
მეც მასე ვიცი მარა ლატვიელი ტომა, რომ ამტკიცებს ჩვენ ბასკონიის კალათბურთელებმა დავჟექით და ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთო რადგან გუნდს ცუდი სტარტი ქონდა არ მივატოვოთ და არ წავიდეთ ნაკრებშიო, ამან დამაბნია თუ კლუბს ააქ უფლება არ გაუშვას მაშინ ამათი(კალათბურთელების) სხადნიაკი რაღა საჭირო იყო?
მმმ
20 ნოემბერი 2017 23:48
0
მეგობრებო, იქნებ ვინმემ ამიხსნას: თუკი დიქსონს აქვს უფლება ითამაშოს ნაკრებში, რატომ არ აქვთ უფლება შენგელიას და შერმადინს?
პენსიონერი
20 ნოემბერი 2017 21:29
0
ბოისა რომ ნაკრებში გამოსაძახებელი არაა ამას არ უნდა ბევრი სჯა-ბაასი. თავისი ძმის დაჟინებული მოთხოვნით რომ იძახებენ ნაკრებში პირველივე დღიდან არც ეგაა უცხო თემა. ამიტომ შევეშვათ თვალებში ნაცრის შეყრას.
გიგი
20 ნოემბერი 2017 20:11
0
აგეყვანა მერე ბოისა წელსაც ვინ გიშლიდა ხელს :)))))))))??
tubaldo
20 ნოემბერი 2017 16:49
0
რაც არ უნდა თქვათ, ფაქტია გაბრიჩიძე კენჭს არ იყრის. აქდან გამომაქვს დასკვნა, რომ იმ კაცს არაფერი გაუფუჭებია. თორე ხომ იცის ახალი გუნდი როგორ გალანძღავს.
haha
20 ნოემბერი 2017 15:21
2
არ იყრის, მარა გურასპაული მისი კაცია და არაფერსაც არ გალანძავს, როგორც თვითონ იყო თავის დროზე ლიპარტელიანის კაცი.D
mmm
20 ნოემბერი 2017 18:37
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული