00:18 25-11-2017
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მარცხით დაიწყო [VIDEO]
AutoSharing Option
თუმცა, ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოულოდნელად ბევრს მიეცა თავის გამოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა და როგორც ამბობენ, ჰა, ბურთი და მოედანი .
ჰემნიცში (და არა ქემნიცში) 7 000-იან „მესე არენაზე“ ზუროსმა ყველა გააკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით: ბოქოლიშვილი,დვალიშვილი,ცქიტიშვილი, მარკოიშვილი, დიქსონი. დებიუტში მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს, ფარიც მოიგეს და მე-4 წუთზე 9:2 დაწინაურდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა საქმქულიანების ხარჯზე მოახერხა პირველი პერიოდის ფრედ, 18:18 დასრულება. უნდა აღინიშნოს, რომ სასტარტო მღელვარება ჩვენმა გუნდმა გადალახა და თავისუფლად ათამაშდა. არ შეიძლება არ ითქვას თამაშში ბერიშვილის კარგად ჩართვა.
მეორე მეოთხედში ზუროსმა თამამად მიმართა როტაციას, ჩვენი კალათბურთელები უკვე უფრო თამამად და შედეგიანად უტევდნენ პერიმეტრიდან და არათუ ტოლ-სწორად ვეპაექრეთ მეტოქეს, არამედ დავჯაბნეთ კიდეც და ტაიმი 1 ქულით მოვიგეთ, თუმცა უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო გავსულიყავით შესვენებაზე.
მესამე პერიოდის დასაწყისი ისევე როგორც მეორის დასასრული მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს, წინაც გავიდნენ, თან მარკოიშვილმა და ბითაძემ 4-4 პერსონალური მიიღეს, მწვრთნელი იძულებული შეიქნა დაესვენებინა და ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, მაინც მოახერხეს ბოლო მეოთხედის წინ 1-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება.
დასკვნით პერიოდში ბითაძემ მეხუთე პერსონალური მიიღო, გერმანიამ დაცვაში უკეთ ითამაშა, პერიმეტრიც გადაგვიკეტა, ჩვენი წამყვანი კალათბურთელებიც დაიღალნენ და კარგად დაწყებული საქმე ბოლოში წყალში გადაიყარა 70:79.
რა შეიძლება ერთგვარი რეზიუმეს სახით ითქვას? მიუხედავად უდიდესი საკადრო პრობლემებისა, საქართველოს ნაკრებმა მთლიანობაში არ დატოვა ურიგო შთაბეჭდილება, სამი პერიოდი იგებდა კიდეც და რაც მთავარია, გუნდის რეზერვი გამოჩნდა. ასე რომ, ამ წაგებაში ტრაგიკული არაფერია.
მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ფაქტია რომ ამდენს არავინ ველოდით ამ ფორმაციის ნაკრებიდან, მაგრამ მაინც იბრძოლეს ბიჭებმა და გული და სული დადეს, მაგრამ ჩემი აზრით ზუროსმა ერთი შეცდომა დაუშვა რამაც ბოლო პერიოდში იჩინა თავი - დიქსონს რომ არ მისცა დასვენების საშუალება, თითო პერიოდში 2-3 წუთით მაინც უნდა დაესვენა, მიუხედევად იმისა რომ შემცვლელების კრიზისია, მაგრამ უნდა გაერისკა. ბოლოს მოვიმკეთ ეს, ფაქტიურად ვეღარ დადიოდა დიქსონი, ბურთს ვერ იკავებდა, არადა დიდებული ლეგიონერი გვყვავს. კოკოშკოვი დასვამდა, ისე როგორც დრაგიჩი ჩამოსვა ფინალში და რა დროს!
22
4
ამ ნაკრებიდან ასეთ თამაშს მართლა არ ველოდით. დიქსონი დიდებული იყო, მაგრამ ბოლო ხუთი წუთი ჩააგდო, უნდა მიეცა ზუროსს ცოტა მაინც დასვენების საშუალება.
3
0
ბრავო ზუროსს! ეს კაცი ფოკუსნიკია! ამ შემადგენლობით რა თამაში ითამაშა! ბრავო ყველას. მთელ გუნდს
14
2
გაორეგუბული შეგრძნება დამრჩა იომეს და წააგეს და მადლობა ბრძოლისთვის მაინც ვიტყოდი თითოელმა მოთამაშემ და ყველამ ერთად უფრო მეტი უნდა მოინდომოს კარგად გამოიყენოს თავისი პლიუსები და ბევრი იშრომოს კიდე ერთხელ მადლობა
13
1
ამ ცქიტიშვილს რა ეტყობა ენბეაში ნათამაშევი,სამიანებში რომ არ გაგვმართლოდა ნახავდით წაგებას, ისე ყოჩაღ ბიჭებს თავდადებისთვის
12
5
დიქსონი მხეცია ჩვენში. დამაიმედებელი მარცხია თითქოს.
12
1
არანაირი კომბიმაცია , ამიტომ ისროსნენ 3 იანებს რადგან კომბინაციებს ვერ აკეთებდნენ ამას დაემატა ფარის ქვეშ 0 ი შედეგი. და როგორც კი სამქულიანების სროლის საშუალება დაბლოკეს გერმანელებმა: აი მაშინ წავაგეთ. ანუ ბიჭებს ტალანტი აქვთ, თამაში შეუძლიათ უმაღლეს დონეზე, მაგრამ ამჯერად ნაკრები თავიდან ასაშენებელია. ამხანაგური თამაშებია ჩასატარებელი.
11
4
და შენი აზრით სამიანების სროლას არ უნდა კომბინაციები? ისე, როგორც გაუსწორდებათ და საიდანაც გაუსწორდებოდათ ისე ისროდნენ? თავისუფალი სასროლი პოზიცია თავისით ჩნდება? წადი რა ჰოკეის უყურე. ამ შემადგენლობით ამდენსაც ვერავინ იფიქრებდა რომ შეძლებდა ჩვენი ნაკრები. ძალიანაც კარგად ითამაშეს. ეს თამაში აქ რომ ყოფილიყო უეჭველი მოვუგებდით
4
1
რა კომბინაცია უნდა დაამუშავო 3-4 დღეში?მადლობა ბიჭებს !დიქსონი ხომ საერთოდ მხეცია:)) ევროპაზე უფრო მეტი შეეძლო, მაგრამ ცინცაძის ჩრდილში იყო.საერთო ჯამში ყველაფრის გათვალისწინებით,მე მგონი ურიგო შედეგი არ არის.მე უფრო უარესს ველოდი:))
3
1
კლასი გვაკლია, რაც ბუნებრივია. ჩვენი ჩემპიონატის კლუბები ევროპაში არ თამაშობენ (დინამო წელს შევიდა). უმჯობესია ეს ტურნირი ახლაგაზრდებისთვის გამოვიყენოთ. 1-2 ბებერი მოთამაშე შემადგენლობაში არ უნდა იყოს. არფარს აკეთებენ და ახალგაზრდების ადგილი კი უკავიათ. ბითაძეს ზრდა არ ეტყობა. ეს ძალიან სამწუხაროა.
8
7
ყოჩაღ ზუროს და ბიჭებს.
7
1
ეს ცქიტიშვილი ყოველთვის გაბლატავებული იყო. კოკოშკოვს უძახა არაპროფესიონალი, და ეს მაშინ როცა ირანის თუ ლიბიის ჩემპიონატში ”მოგზაურობდა” და ნაკრებში თამაშს ითხოვდა...
6
5
ეეეეეჰ დავრჩით რაგბის იმედად ყველა სპორტის სახეობა უკან მიდის რაგბის გარდა
6
11
< წინა123შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული