ალექსანდრ ჯორჯევიჩი: არაერეალურ დადებით ემოციებს განვიცდი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის (105:87) შემდეგ, სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ ჯორჯევიჩმა ძირითადად თავისი გუნდის კალათბურთელები აქო:

"არ ვიცი, იციან თუ არა ჩემმა ბიჭებმა რამდენად დიადები არიან. შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დიდი იყო დაძაბულობა. მეტოქის წარმატებულ სამქულიანებს საკმაოდ მშვიდად შევხვდით. ვამაყობ ჩემი მოთამაშეების მწვრთნელობით. არარეალურ დადებით ემოციებს განვიცდი.

მადლობა დარბაზში ჩვენს მხარდასაჭერად მოსულ 5 500 გულშემატკივარს. პაუნიჩმა ტრავმით ითამაშა, მას რაღაც შეემთხვა, რაზეც არ მინდა ვილაპარაკო. მაცვანმა და რადულიცამ ლიდერული თვისებები გამოავლინეს, რაც ასე გვჭირდებოდა

საქართველოს ნაკრებს კარგი
მსროლელები ყავს, იციან როგორ დატოვონ თავისუფალი მოთამაშე პერიმეტრთან. ევროპირველობის წინ თავიანთი კლასი ყველას დაანახეს. თავიდან ბევრი შეცდომები დავუშვით, მაგრამ მერე გამოვასწორეთ და მოვიგეთ".
მკითხველის კომენტარები / 10 /
გადამწყვეტი რა იქნება? ურთიერთშეფარდება ჩვენსა და პირობითად გერმანიას შორის თუ საერთო ბურთების სხვაობა?
შალვა
28 ნოემბერი 2017 19:23
0
ხო მანუჩარს გრიპი ქონდა და ცქიტიშვილს ფაღარათი და მაგიტომ წავაგეთ.
tedo
28 ნოემბერი 2017 15:16
1
სამწუხაროად თაობების უმტკივნეულოდ ჩანაცვლება ვერ ხერხდება და იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი ბირთვის მობილიზება სულ უფრო ჭირს შედეგები კიდევ უფრო გაუარესდება ჩვენდა სამწუხაროდ.
WTF
28 ნოემბერი 2017 14:21
0
მართალი ხარ. თავის დროზე არ მოხდა ახალგაზრდების ჩართულობა თამაშებში რომ მიეღოთ გამოცდილება. ამ პერიოდისთვის უნდა მომზადებულიყვნენ ყველა ერთად და ისიც უნდა გაეთვალისწინებინთ, იმ მოთამაშეებს ვინც ნაკრები დატოვა რომ ნამდვილად იყვნენ მათი შემცვლელები ნაკრებში და ასე ერთი ხელის მოსმით რთულ მდგომარეობაში აღარ აღმოვჩნდებოდით.იმედია მომავალში რომ გაიზრდებიან ეს ბიჭები იგივე გაურკვევლობას არექნება ადგილი.
გიორგი
28 ნოემბერი 2017 16:27
0
მანუჩარი გრიპიანი თამაშობდა
1964
28 ნოემბერი 2017 13:22
2
მოსალოდნელი იყო, მაგრამ.... გულშემატკივარს ილუზიური მოლოდინი მაინც გვქონდა უკეთესობის. რეალისტები უნდა ვიყოთ,შეურაცყოფის გარეშე, დიქსონის გარეშე კალათბურთი რასაც ქვია ევროპული დონის-საქართველოში არ გვაქვს,(ლეგიონერების გარეშე). კი, რაღაც პოტენცია გაჩნდა- 3 ქულიანების სროლას ვსწავლობთ, როცა არ ,,გვიშლიან", 2 ქულიანბს კი ვივიწყებთ- მანუჩარი პიკიდან დაღმავლობის ეტაპზეა, დიქსონიც( პატივისცემას იმსახურებს-ეგეთი არც გვყოლია) ისე იღლება-იფიტება გაუაზრებელ დაკარგვებს აგროვებს.ცქიტო ხომ საერთოდ ვეტერანია. გოგას ნიჭიერების ვერაფერი შევატყე სამწუხაროდ. ყბადაღებული გამოცდილებაო, ანდრიატიკის ჩემპიონატში ხომ თამაშობს?! რა თაობა მოდის ვინმემ მიკარნახეთ, გამიხარდება- რაგბიში ჩანს, კალათბურთში? ნიჭიერი( უკვე პროფესიონალია) დონჩიჩზე ითქმოდა, მიახლოებული ვინმე გვეზრდება?. მოძრაობა, აზროვნება, იმპროვიზაცია, მუხტი-აფეთქება, ფიზიკაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია ქართულ სპორტში-ბევრი გვაკლია. ბიჭებს ბოლო ფაზა- ალმასისავით- დამუშავება- მეტი ოფლის ღვრა აკლიათ, გარემო უნდა შევუქმნათ და შეიქმნან თითონაც, რომ უკეთესები გახდნენ.სტაგნაციაში მყოფი საქართველოს განათება რომ შეძლონ. შეუძლიათ და ამიტომაც გვაქვს ხოლმე გადამეტებული მოლოდინი. გაიბრწყინე საქართველო....
გუსანი
28 ნოემბერი 2017 13:19
2
არაფერი კატასტროფული არ მომხდარა, ნახეთ რა შემადგენლობით ვითამაშეთ, ბიჭებმა მაქსიმუმი ქნეს და ტაიმი მოუგეს სერბეთს, უბრალოდ ვერ ვხვდები ბერიშვილი და ბოქოლიშვილი ევროპაზე რატომ არ იყვნენ. მარკოიშვილისაგან კი ბევრად მეტს ველოდი, და მადლობა დიქსონს!
ირაკლი
28 ნოემბერი 2017 12:44
1
რა საცოდავად გამოვიყურებოდით მეორე ტაიმში,უსუსურები ,ხელჩაქნეულები,ცხელი თავები,მოკლეთ გიჯებივით დავრბივართ მოედანზე. მე მგონია რომ ჩვენ ფსიქოლოგი და ნერვოპოთოლოგი გვჭირდება პირველ რიგში და მერე მწვრთვნელი))
halagaji
28 ნოემბერი 2017 11:50
5
5500 კარგია მაგრამ აქაც ჩამობრძანდები და 10000-ს გაცოფებულ გულშემატკივარს დაგახვედრებთ :))
გიო
28 ნოემბერი 2017 10:33
3
ზუსტი შეფასებაა, მოკლედ და კონკრეტულად.
გამიხარდა, რომ კარგი მსროლელები ჰყავთო, იციან პერიმეტრზე როგორ დატოვონ თავისუფალი მოთამაშე.
და ეს ზუროსის ერთ-ერთი ტაქტიკური კოზირია.
ეეხ, წავაგეთ, მაგრამ ... )))
28 ნოემბერი 2017 09:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული