პაატა გურასპაულის კომენტარი თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის ნაკრებში თამაშზე

AutoSharing Option
23 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ავსტრიას დაუპირისპირდება და 25-ში გერმანიას უმასპინძლებს.

მთავარი პრობლემა, რაც ნაკრებს აქვს, ეს თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის თამაშს ეხება. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გერმანიასთან მატჩის დროს ქართველები კლუბში ისვენებენ.


ქართველ ლეგიონერებთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს დავუკავშირდით.

- ბატონო პაატა, რა ხდება თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინთან დაკავშირებით, იყო საუბარი, რომ თქვენ ესპანეთში აპირებდით წასვლას?
- დიახ, ვიყავი უკვე ესპანეთში
წასული.

- რა შედეგი მოჰყვა თქვენს ვიზიტს?
- შედეგი მოჰყვა ის, რომ გიორგი შერმადინის თაობაზე რაღაც პასუხს ველოდები. თორნიკე შენგელიასაც და გიორგი შერმადინსაც ძალიან უნდათ ნაკრებში თამაში. თორნიკე არ იქნება, შერმადინიც იმავე მდგომარეობაშია, თუმცა პატარა იმედი რაღაცა არის. ვნახოთ, რა იქნება.

- თუმცა, გერმანიასთან მატჩში მათ ხომ აქვთ არასათამაშო პერიოდი?
- თავისუფალი დრო რომ აქვთ, მანდ სხვა თემაა. პრინციპზეა საუბარი ევროლიგასა და ფიბას შორის.

- რაც შეეხება მაიკლ დიქსონს, იყო საუბარი, რომ კლუბი არ უშვებდა და ნაკრებში ვერ ჩამოვიდოდა?
- დიქსონი ნაკრებში ითამაშებს. პრობლემა იყო, მაგრამ მოგვარდა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
888 ს მიყვარს 8 რიცხვი ჩემი შვილი დაბადებულია ამ რიწხვში . ასობით პაციენტი მიმკურნალებია ნისიათ და არ მიწუწუნია, მსორი.თუ დოლორეს იბარურის შვილმა რუბენმა თქვა ჩემი სისხლი, სიცოცხლე ეკუთნის ესპანეთს,ალბათ ჩვენი თანამემამულების სისლი მაგათ ეკუთნის!
პატრიოოტი ექიმი იმერელი
21 თებერვალი 2018 13:48
0
ევროპაზეც ფიბა-ევროლიგის ომი იყო, გერმანიასთან ხელი რომ არ გაანძრიეს?!
თუ, ფაჩულიას კომენტარი იყო ღრმა პატივისცემით გამსჭვალული?!
კაი ხანია საკალათბურთო ოჯახში არაჯანმრთელი სიტუაციაა და ჭურნალისტები უყრუებენ...
დაათვალიერა ესპანეთი, თითქოს წინასწარ არ იცოდა "მოლაპარაკების" შედეგი.
სანამ დანიშვნებს არ დაივიწყებენ არჩევნების სანაცვლოდ, მანამდე ჭაობში ვიქნებით.
თუ დიდი სპორტსმენი ხარ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფრის უფლება გაქვს და თავზე უნდა გადაისვარო.
გიორგი
20 თებერვალი 2018 14:39
1
სანამ კომენტარს დაწერთ, იქნებ წაიკითხოთ რა ხდება ევროლიგასა და ფიბას შორის. ხელჩართული ომია გამართული და თქვენ გინდათ გურასპაულმა გადაწყვიტოს ეს პრობლემა? წერეთ იმაზე რაშიც ერკვევით და დაანებეთ კალათბურთს თავი.
თქვენ ფიქრობთ რომ ფედერაციაზე უფრო გაწუხებთ ნაკრების ამბავი? სასაცილოა.
ნუგზარი
19 თებერვალი 2018 15:49
1
ამ საიტის ადმინისტრაციას მიდა ვუთხრა რას ფილტრავთ ამ კომენტარებს კაგებე-ს საიტია?
კოლა
17 თებერვალი 2018 06:56
0
კომენტარი აზრს კარგავს, როდესაც არცერთი წამყვანი მოთამაშე არ გყავს ნაკრებში.
თენგო
17 თებერვალი 2018 04:21
0
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ სანაკრებო დონეზე სერიოზული დაღმასვლა გვექნება
განდაგანა
16 თებერვალი 2018 23:03
0
სამაგიეროდ აბა 25 თებერვლის თამაშის ბილეთებზე ნახეთ რა ხდება,ბილეთების ყიდვა მინდოდა და tkt.ge-ზე შევედი ვიფიქრე ნორმალურ ადგილებს შევარჩევ მეთქი და რაც კაი ადგილებია არ იყიდება,რომ მივწერე ამ საიტს ფეისბუქ გვერდზე მიპასუხეს რომ რაც კარგი ადგილებია უპატრონო ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვისაა გათვალისწინებულიო,ღმერთმა ქნას მასე იყოს მაგრამ ვფიქრობ გადამყიდველებისთვისაა გათვალისწინებული.....ფაქტიურად 15 ლარიანი ბილეტებზე ნორმალური ადგილები რაცაა არ იყიდება
ზურა
16 თებერვალი 2018 17:33
0
ბლეფი. ეს ისედაც ვიცოდით რომ ძალიან უნდათ თამაში . ახალი გეთქვა. პატარა იმედი რას გულისხმობს ერთი???
tubaldo
16 თებერვალი 2018 17:23
1
ბატონო ჟურნალისტო მაგისთვის ესპანეთი როგორ მოეწონა ის უნდა გეკითხათ და არა ნაკრების წევრებზე რაც აინტერესებდა ის კი გააკეთა
nnn
16 თებერვალი 2018 16:35
2
"პატრიოტი იმერელი" რა მაგარია არა?გააუქმოს ხომ კონტრაქტი?შენ კაცს ტყუილა ჭადს არ მოუტეხავ და სხვას მილიონიანი კონტრაქტის გაუქმებას თხოვ არა?მერე რა ქნას ჩამოვიდეს და შენ გიყუროს აქ?აბა შენახარ რაღა!
888
16 თებერვალი 2018 15:57
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული