წინასწარ ცნობილია, რომ ტრავმის გამო ამ ეტაპზე გამორიცხულია დუდა სანაძისა და ბექა ბურჯანაძის თამაში.
მთავარი და მოუგვარებელი პრობლემა ევროლიგისა და ფიბას დაპირისპირებაა, რადგან ევროლიგის კლუბებს სანაკრებო მატჩების დროს თვითონ აქვთ თამაშები და შესაბამისად, კალათბურთელებს არ უშვებენ.
ევროლიგის რეგულარული სეზონი დასკვნით ფაზას უახლოვდება. თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მე-9 პოზიციაზეა, ხოლო გიორგი შერმადინის "უნიკახა" - მე-10-ზე.
22
თუმცა არსებობს 25 თებერვალი და თბილისში შეხვედრა გერმანიასთან. თუ ქართველების კლუბების ცხრილს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 2 მარტამდე უწევთ დასვენება. წინა სანაკრებო ტურის დროს კი გვქონდა პრეცედენტი, რომ დაახლოებით 20-მდე ევროლიგის კალათბურთელმა შეძლო ნაკრებთან ერთად ეასპარეზა.
თუ პირველ მატჩში იმედი თითქმის არ უნდა ვიქონიოთ, მეორე მატჩისთვის საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ წერილის გაგზავნა არ იქნება კლუბისთვის საკმარისი, აქ უფრო მოლაპარაკებებია საჭირო.
მაგალითისთვის, ბულგარეთის ფედერაციამ მოახერხა მოლაპარაკება "ბარსელონასთან", რის შედეგადაც საშა ვეზენკოვმა ისლანდიის წინააღმდეგ ითამაშა და მისი ასპარეზობა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო იმისთვის, რომ ბულგარელებს მოეგოთ.
თუნდაც გიორგი შერმადინის ბოლო პერიოდში მიცემული ინტერვიუ გავიხსენოთ "ლელოსთან". გიორგის თქმით, ფინეთის სპორტის მინისტრმა თვითონ დარეკა კლუბში და კალათბურთელის გაშვება ითხოვა.
ფედერაციიდან უფრო აქტიური ნაბიჯებია საჭირო, თორემ შეიძლება ამ ჯგუფიდან გასვლაზეც მოგვიწიოს კითხვის დასმა. ყველაფერს მაიკლ დიქსონი ვერ გაააკეთებს!