ნიკოლოზ ცქიტიშვილი: იმედია, გერმანიასთან მატჩზე სპორტის სასახლეში ანშლაგი იქნება
AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, გასვლაზე ავსტრიის 78:64-ზე დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრეს - კონფერენციაზე პირველმა საქართველოს ნაკრების ვეტერანმა კალათბურთელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ისაუბრა:
"მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. გახარებული ვარ. გუნდური თამაშით გავიმარჯვეთ. მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ. დაცვაში თამაშს გამოვარჩევდი.
ახლა გერმანიასთან შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. იმედია, სპორტის სასახლეში ანშლაგი იქნება".