ტედ მაკფადენი: მეგობრებს ქართველებზე, ქვეყანაზე ვესაუბრე და მითხრეს...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ტედ მაკფადენი გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ამბობს, თუ რატომ აირჩია საქართველო.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- აგენტი დამიკავშირდა და მითხრა - საქართველოს ნაკრებში თამაშზე რა აზრის ხარო. პასუხი დაუფიქრებლად არ მიმიცია. კარგად გამოვიკვლიე, სად მომიწევდა თამაში, რა დონის გუნდია საქართველოს ნაკრები, ვინ თამაშობენ და... აგენტს დავურეკე - ჰეი, ეს მშვენიერი შანსია, კარგი გუნდია, ძლიერი კალათბურთელები, ევროპაში კარგად ცნობილი მწვრთნელით - ილიას ზუროსით.

- მწვრთნელთან პირველ საუბარს როგორ გაიხსენებ?
- მითხ
რა, რომ კარგად იცის ჩემი სათამაშო სტილი, რა დონის კალათბურთელი ვარ და რომ სჯერა - საქართველოს ნაკრების დახმარება შემიძლია. ასეთი საუბრის შემდეგ კალათბურთელსაც ემატება თვითრწმენა. ბოლოს მითხრა - იყავი ის, ვინც ხარო.

- საქართველოზე აქ ჩამოსვლამდე რა იცოდი?
- მიჩიგანის შტატის ქალაქ ფლინტიდან ვარ. ჩემი მეგობრებისგან მქონდა მოსმენილი საქართველოს შესახებ. ორი ამ სეზონში სწორედ საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობდა, ერთი წინა სეზონში და ჩემპიონიც გახდა - დეონტა ვონი. 2017-18 წლებში კი საქართველოში დეანდრე პარკსი და ჯონათან ლი გამოდიოდნენ. ისინი ჩემი ახლო მეგობრები არიან, დეონტა ვონთან ერთად პატარაობაში ვთამაშობდი.

- რა გითხრეს საქართველოზე?
- ეროვნულ ნაკრებზე ბევრი არ მილაპარაკია, ვესაუბრე ქართველებზე, ქვეყანაზე, როგორია აქ ცხოვრება. მითხრეს - მშვენიერი ქვეყანაა და არანაირი პრობლემა არ გექნებაო.

იხილეთ გაგრძელება Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
არავის არ უყვარს კრიტიკა, მათ შორის არც თქვენ ;-) ასეა ეს!!!
0
კრიტიკა არ უყვართ ამ "ჟურნალისტებს" მაგრამ ისევ დავწერ იქნებ გამოაქვეყნოთ "ჟურნალისტებო".
ხინკალ-ხაჭაპურზე კითხეთ არ გამოგრჩეთ
თემო
12:29 16-06-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული