იარე საქართველოს ნაკრების მატჩებზე! - სანახაობას ახლა უკვე გართობაც დაემატა [PHOTO]

AutoSharing Option
2 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ავსტრია, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, ანგარიშით 98:73 დაამარცხა.

სპორტის სასახლეში შეკრებილ გულშემატკივარს ჩვენმა ნაკრებმა სანახაობრივი თამაში შესთავაზა.

მაგრამ ყველაზე მეტად აღსანიშნავია, რომ ნაკრების თამაშების დროს ქომაგს უკვე არა მარტო სანახაობის ხილვა, არამედ გართობის საშუალებაც აქვს, რაც აქამდე ქართველ გულშემატკივრებს ნამდვილად აკლდათ.

საქართველოს ნაკრების თამაშებზე სიარული ნამდვილად ღირს, რადგან საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ დაიწყო გულშემატკივრების განწყობაზე და რაც მთავარია, გართობაზე ზრუნვა.

მატჩის დასაწყისში საქართველოსდროშიანი ბანერები ყველა მოსულ ადამიანს სკამზე ხვდება და ჰიმნის დროს ერთგვარი ფლეშმობი იქმნება.

არახალი ამბავია, რომ სანაკრებო მატჩების წუთშესვენების დროს მაყურებლებს მოცეკვავე გოგონები ართობენ. აღნიშნული პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში რეგულარულად გამოიყენება, ხოლო აშშ-ში ბევრად განვითარებულია და NBA-ში ყველა კლუბს საკუთარი მხარდამჭერ გოგონათა გუნდი ჰყავს და არამარტო NBA-ში.

სიახლეა, რომ სპორტის სასახლეში ორი მონიტორი დამონტაჟდა, სადაც ტაიმებს შორის შესვენებისას გასართობი ღონისძიებები და ასევე, გათამაშება იმართება.

ალბათ, ხშირად გინახავთ ე.წ. kiss cam-ი, როცა ოპერატორი ობიექტივში წყვილს ახვედრებს, რომლებმაც ერთმანეთს უნდა აკოცონ. გარდა ამისა, არის dance cam-ი, როცა ობიექტივში მოხვედრილი მაყურებლები ცეკვავენ.

მონიტორზე ასევე სხვადასხვა მოწოდება იწერება, რომელიც აქტიური გულშემატკივრობისკენ გიბიძგებს.

ტაიმებს შორის შესვენებისას ქართულ ტრადიციულ ცეკვასაც ასრულებენ, რომელიც ქვეყნის კულტურულ მხარეს უსვამს ხაზს.

არ დაგვავიწყდეს საქართველოს ნაკრების თილისმა ლომი Geo, რომელიც მოუწოდებს ტრიბუნაზე შეკრებილებს, უფრო მეტად გაამხნევონ საყვარელი გუნდი და ასევე - წამყვანი, რომელიც ხალხს კალათბურთელების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ამ ყველაფრით კი ტრიბუნებზე კარგი განწყობა იქმნება. მსგავსი მეთოდები ადამიანებს უბიძგებს, რომ მატჩებზე იარონ, რადგან გარდა საყვარელი გუნდის ცქერისა, მათ გართობის საშუალებაც აქვთ.

Sportall.Ge

altსაქართველოს ნაკრებმა ავსტრია გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

altმსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
სასიამოვნო სანახავი იყო გოგონების ცეკვა, პოზიტიური მომენტი შემოიტანეს ყველა შესვენებისას და გაალამაზეს საღამო! დიდი მადლობა!
ქუთაისელი
16:00 03-07-2018
3
ნუ, მაშინ სუხიშვილები აცეკვეთ ხოლმე შესვენებებზე და იქნებ, 40 ქულით აღარ წააგონ ხოლმე...
მსქროლავი ტროლი
15:07 03-07-2018
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული