მეტ ჯენინგმა საქართველოს პასპორტი აიღო - ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
"ბასკონიას" 30 წლის ამერიკელმა ლეგიონერმა მეტ ჯენინგმა (სიმაღლე 196 სმ) დღეს საქართველოს მოქალაქის პასპორტი აიღო და სააქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. ის უკვე სამი დღეა თბილისშია. მან პასპორტის აღება ინსტაგრამით იუწყა და გამოქვეყნებულ ფოტოს წარწერა ქართულად გაუკეთა - წავედით.

Sportall.Ge

13 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 16 სექტემბერს თბილისში საბერძნეთს უმასპინძლებს.

ჯენინგი 2010 წლის დრაფტზე არ აირჩიეს, თუმცა "ფინიქს სანსმა" კონტრაქტი გაუფორმა. მან არიზონელთა გუნდის მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნოემბერში გუნდიდან გაუშვეს. NBA G ლიგის 2 გუნდში
თამაშის შემდეგ ჯენინგი ევროპაში გადმოვიდა, იტალიურ "მონფერატესა" და "მონტეპასკიში" ითამაშა, შემდეგ იყო "ციბონა", თურქული "ეფესი", იერუსალიმის "ჰაპოელი" და რუსული "ლოკომოტივ-ყუბანი". 2017 წლიდან ის "ბასკონიაშია", 6 ივლისს კი ბასკურ კლუბთან ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

Sportall.Ge

სამწუხაროდ, ორი ლეგიონერის ნაკრებში თამაში არ შეიძლება და ამიტომ ტედ მაკფადენი ვერ იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე ემზადება. უახლოეს დღეებში ნაკრებს გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია შეუერთდებიან.

altსაქართველო-საბერძნეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

altესპანური პრესა: "ბასკონიას" კალათბურთელი მეტ ჯენინგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწრთნელმა ილიას ზუროსმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ბერძენი სპეციალისტის მიერ შერჩეულ 19 კალათბურთელში 2 ამერიკელია - თად მაკფადენი და მეტ ჯენინგი, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მომავალ მატჩებში საქართველოს ნაკრების ღირსებას ჯენინგი დაიცავს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქის პასპორტი დღეს აიღო.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო პირველობის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი დაძლია და 13 სექტემბრიდან მეორე ეტაპში ჩაებმება. ჩვენი ეროვნული გუნდი ფიბა-ს მიერ გამოყოფილ 3 სათამაშო ფანჯარაში 6 მატჩს გამართავს.


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
მაკ ფადენი ჯობია ამ თეთრს. თან მაგ პოზიციაში უფრო გვიჭირს თან სტატისტიკითაც ჯობნის და რატომ არ ათამაშებენ ვერ გევიგე
სილიბისტრო
12 სექტემბერი 2018 14:48
0
როგორც იქნა ბოისა არ გამოიზახა ეს წინგადადგმული ნაბიჯია ალბატ კოკოშკოვმა უტხრა კარგია
შოთა გუგეშაშვილი
10 სექტემბერი 2018 21:43
0
სეზონი რომ გაიხსნება მერე არ გამოუშვებს და მაშინ მაკფადენი ითამაშებს. ახლა შენგელიაც იქნება და ესეც
ზვიადი
05 სექტემბერი 2018 16:51
0
ტოლიკა სად არის ?
ლევანი
05 სექტემბერი 2018 14:37
0
მე მართლა მაინტერესებს გამოუშვებს თუ არა ბასკონია ამ კაცს მაგრამ ეტყობა პასუხი არავის აქვს და დისლაიქებს წერენ
nnn
05 სექტემბერი 2018 14:00
0
თუ ბასკონია შენგელიას არ უშვებს ამას გამოუშვებს თუ უბრალოდ პასპორტის მიცემა უნდოდათ ეგ სხვა საქმეა
nnn
05 სექტემბერი 2018 08:42
6
საინტერესო კითხვაა
vaa
05 სექტემბერი 2018 13:44
0
კარგია რომ გაგვაგებინეთ))) ღმერთმა ხელი მოუმართოს და საქართველო გაეხარებინოს
სოსო
04 სექტემბერი 2018 22:17
0
ორივე ლეგიონერის განაცხადში ყოფნა შესაძლებელია?
გულშემატკივარი
04 სექტემბერი 2018 22:10
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული