წყარო ასევე გვამცნობს, რომ 30 წლის მსროლელის თავის რიგებში ხილვა რამდენიმე ევროპულ ნაკრებს სურს.
კიდევ ერთი გამოცემა Sportando კი ამტკიცებს, რომ ჯენინგი საქართველოს პასპორტს აიღებს, რაც უკვე გადაწყვეტილი ამბავი ყოფილა და ის ჩვენს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.
საინტერესოა, რომ ჩვენს გუნდში ერთი ამერიკელი ნატურალიზებული კალათბურთელი თედ მაკფადენი უკვე თამაშობს, Fiba-ს წესებით კი ერთ ნაკრებში ორი ნატურალიზებული ამერიკელის ასპარეზობა არ შეიძლება.
Marca ინფორმაციის გადასამოწმებლად "ბასკონიას" სპორტულ დირექტორ ფელიქს
ესპანური კლუბი კი ამით მოგებული დარჩება, რადგან მათ საკუთარ რიგებში მხოლოდ 2 არაევროპელი მოთამაშის დამატება შეუძლიათ, ასეთები კი უკვე ჰყავთ.
მეტ ჯენინგი 30 წლისაა და პოზიციით მსროლელია. ის 2011 წლიდან ევროპულ კლუბებში ასპარეზობს. მას უთამაშია "სიენაში", "ეფესში", ლოკომოტივის "ყუბანში", ამჟამად კი თორნიკე შენგელიასთან ერთად "ბასკონიაში" ირჯება.
გასულ სეზონში ამერიკელმა ესპანეთის ჩემპიონატის 43 შეხვედრაში, ჯამში, 459 ქულა დააგროვა. ის მატჩში საშუალოდ 10.7 ქულას უყრიდა თავს. მან 114 2-ქულიანი ესროლა, საიდანაც 64 ჩააგდო. 217 3-ქულიანიდან კი ზუსტი 99 აღმოჩნდა.
გასულ სეზონში ჯენინგმა მთლიანობაში 92 მოხსნას, 23 ჩაჭრასა და 71 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
რაც შეეხება ევროლიგას, აქ ამერიკელმა 34 შეხვედრაში 281 ქულა მოაგროვა - საშუალოდ 8,3 ქულა მატჩში. 72 მცდელობიდან ზუსტი 38 2-ქულიანი აღმოჩნდა, 160 3-ქულიანიდან კი მან 62 ჩააგდო. მას 58 მოხსნა, 22 ჩაჭრა და 52 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა.
* * *
საქართველოს კალათბურთის ფედერაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე დავუკავშირდით და ხელმძღვანელი პირების პოზიციის დაფიქსირებას ველოდებით. ტედ მაკფადენი: ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ნაკრებში თამაში
ტედ მაკფადენი: მეგობრებს ქართველებზე, ქვეყანაზე ვესაუბრე და მითხრეს...