შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოადგენს.
უკვე ცნობილია ის 12 ქართველი კალათბურთელი, რომლებიც იერუსალიმში წავიდნენ. თუმცა რას გვახვედრებს იქ ისრაელი? მოდით, გადავხედოთ.
დავიწყოთ იმ ფაქტით, რომ მეტოქემ ჩვენთან შეხვედრამდე რუსეთში ამხანაგურ ტურნირში იასპარეზა და ორი დაპირისპირების გამართვა მოასწრო. მათ რუსეთი 93:71 დაამარცხეს და პოლონეთთან 76:84 დამარცხდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ტრავმა მიიღო ისრაელის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გაი პნინმა და ის გუნდს
ახლა კი უშუალოდ გამოძახებულ შემადგენლობაზე გადავიდეთ:
ითაი სეგევი - 23 წლისაა, სიმაღლე 206 სანტიმეტრი. სეგევი თელ-ავივის "მაქაბის" კალათბურთელია. წინა სეზონში ადგილობრივ ჩემპიონატსა და ევროლიგაზე 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი სტატისტიკური მონაგარი: 10.1 წუთი, 2.59 მოხსნა, 0.46 პასი და 2.78 ქულა.
ქარამ მაშური - 27 წლისაა, სიმაღლე 198 სმ. თელ-ავივის "მაქაბის" კალათბურთელია. წინა სეზონში ადგილობრივ ჩემპიონატსა და ევროლიგაზე 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საშუალოდ - 12.3 წუთი, 2.96 მოხსნა, 0.74 პასი და 4.30 ქულა.
ბარ თიმორი - 26 წლისაა, სიმაღლე 191 სმ. წინა სეზონში "ჰაპოელ ბანკ იაჰავ იერუსალიმში" იყო, ჩემპიონატსა და ევროთასზე კი 38 შეხვედრა ჩაატარა. საშუალოდ 20.9 წუთი, 2.16 მოხსნა, 2.34 პასი და 7.87 ქულა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 მატჩი - 13.50 წუთი, 1.8 მოხსნა, 1.2 პასი და 4.8 ქულა.
ჯეიკ კოჰენი - 27 წლისაა, სიმაღლე 208 სმ. წინა სეზონში თელ-ავივის "მაქაბიში" ასპარეზობდა, ჩემპიონატსა და ევროლიგაზე 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი მონაგარი საშუალოდ იყო: 15.5 წუთში, 3.76 მოხსნა, 1.05 პასი და 7.07 ქულა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საშუალოდ 28:07 წუთს თამაშობდა, 4.8 მოხსნა, 1 პასი და 13.4 ქულა.
ეგორ კულეხოვი - 23 წლისაა, სიმაღლე 196 სმ. წინა სეზონში "ფლორიდაში" თამაშობდა, NCAA ლიგაში, 34 შეხვედრაში საშუალოდ 30.6 წუთს თამაშობდა, 6.4 მოხსნა ჰქონდა, 1.18 პასი და 13.76 ქულა.
გოლან გუტი - 23 წლისაა, სიმაღლე 193 სმ. წინა სეზონში "ირონი ნეს ზიონაში" ასპარეზობდა. ისრაელის ჩემპიონატში 37 შეხვედრა ითამაშა, საშუალოდ 22.2 წუთი ეთმობოდა, 2.22 მოხსნა, 1.24 პასი და 6.65 ქულა ჰქონდა.
იდალ ზანმანსონი - 23 წლისა, სიმაღლე 208 სმ. წინა სეზონში "მაქაბი რიშონ ლეზიონში" გამოდიოდა. ისრაელის ჩემპონატში 32 შეხვედრა ითამაშა. საშუალოდ მისი მონაგარი იყო: 19.3 წუთი, 4.62 მოხსნა, 1.53 პასი და 8.94 ქულა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საშუალოდ 09:36 წუთს თამაშობდა, 2.2 მოხსნა ჰქონდა, 1.2 პასი და 3.5 ქულა.
თამირ ბლატი - 21 წლისაა, სიმაღლე 191 სმ. წინა სეზონში "ჰაპოელ უნეთ ჰოლონში" იყო. 40 შეხვედრაში ითამაშა, საშუალოდ 22.2 წუთს თამაშობდა, 1.7 მოხსნა ჰქონდა, 4.4 პასი და 6.47 ქულა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 შეხვედრაში ითამაშა. საშუალოდ 21:24 წუთს ჰყოფდა პარკეტზე, 1.2 მოხსნა, 3.4 პასი და 6.8 ქულა ჰქონდა.
ნიმროდ ლევი - 23 წლისაა, სიმაღლე 203 სმ. წინა სეზონში "მაქაბი აშოდში" იყო. ჩემპიონატში 37 შეხვედრაში ითამაშა. საშუალოდ 22.2 წუთი, 6.38 მოხსნა, 1.46 პასი და 10.32 ქულა ჰქონდა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში 3 შეხვედრაში ითამაშა. საშუალოდ 10:12 წუთი, 3.3 მოხსნა ჰქონდა, 0.3 პასი და 3 ქულა.
გალ მეკელი - 30 წლისაა, სიმაღლე 191 სმ. წინა სეზონში "გრან კანარიას" კალათბურთელი იყო. ესპანეთის ჩემპიონატში, ევროთასსა და ესპანეთის თასზე 59 შეხვედრა ჩაატარა. საშუალოდ 18.6 წუთს თამაშობდა, საშუალოდ 1.41 მოხსნა, 3.85 პასი და 8.68 ქულა ჰქონდა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ექვსივე შეხვედრაში ითამაშა. საშუალოდ 24:45 წუთი ეთმობოდა და 3.8 მოხსნა, 3.7 პასი და 7.3 ქულა ჰქონდა.
იოველ ზუსმენი - 20 წლისაა, სიმაღლე 198 სმ. წინა სეზონში თელ-ავივის "მაქაბიში" იყო. 50 შეხვედრაში ითამაშა. საშუალოდ 12.1 წუთი ეთმობოდა, 1.38 მოხსნა ჰქონდა, 0.72 პასი და 3.42 ქულა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 შეხვედრაში ითამაშა, 14:20 წუთს თამაშობდა, 2.5 მოხსნა, 1 პასი და 3.5 ქულა ჰქონდა.
რაფი მანცო - 24 წლისაა, სიმაღლე 196 სმ. წინა სეზონში თელ-ავივის "ჰაპოელში" 38 შეხვედრა ჩაატარა. საშუალოდ 25.6 წუთს თამაშობდა, 4.66 მოხსნა, 1.66 პასი და 8.68 ქულას აგდებდა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ექვსივე შეხვედრაში ითამაშა. საშუალოდ 21:21 წუთს თამაშობდა, 4 მოხსნა, 0.7 პასი და 5.8 ქულა ჰქონდა.
ბენ ალთითი - 25 წლისაა, 203 სმ სიმაღლეში. წინა სეზონში "ჰაპოელ გალილ გილბოაში" იყო. 35 შეხვედრაში ითამაშა. საშუალოდ 18:02 წუთი ეთმობოდა, 2.83 მოხსნა, 0.89 პასი და 5.37 ქულა ჰქონდა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 შეხვედრაში ითამაშა. საშუალოდ 07:14 წუთი, 1.2 მოხსნა, 0.5 პასი და 3 ქულა ჰქონდა.
თომერ გინატი - 23 წლისაა, 198 სმ სიმაღლეში. წინა სეზონში თელ-ავივის "ჰაპოელში" თამაშობდა. 37 შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატში საშუალოდ 23.0 წუთი ეთმობოდა, 5.84 მოხსნა, 1.65 პასი და 10.03 ქულა ჰქონდა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ შეხვედრაში იყო გამოძახებული. საშუალოდ 07:41 წუთი ითამაშა, 1.5 მოხსნა და 2.5 ქულა ჰქონდა.
ჯონ დიბართოლომეო - 27 წლისაა, 183 სმ სიმაღლეში. წინა სეზონში თელ-ავივის "მაქაბიში" იყო, ევროლიგაზე და ისრაელის ჩემპიონატში 62 შეხვედრაში ითამაშა. საშუალოდ 20.4 წუთი ეთმობოდა, 2.5 მოხსნა, 2 პასი და 7.11 ქულა ჰქონდა.
ილიას ზუროსმა მსოფლიოს შესარჩევი ეტაპისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია