საქართველოს ნაკრები დრამატულ მატჩში საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 85:86 დამარცხდა.

ისრაელთან შესანიშნავმა გამარჯვებამ ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი გაუჩინა და თან, საბერძნეთს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პრაქტიკულად გარანტირებული აქვს და თბილისში წამყვანი კალათბურთელების ბურუსისის და პრინტეზისის გარეშე ჩამოვიდა. ამან ელადელებთან გამარჯვების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ გუნდს გაუზარდა და გულშემატკივარი იმედით აღავსო.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: შენგელია, ცინცაძე, ჯენინგი, სანაძე, შერმადინი.

თავიდანვე წაუვიდა შეტევაში თამაში შერმადინს. სამაგიეროდ ჩვენს გუნდს კალატესის
ჩაკეტვა უჭირდა. ჯენინგს კი პერიმეტრი
გადაუკეტეს. შუა პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრები 8 ქულით გაიჭრა წინ და სტუმართა მწვრთნელმა სკორტოპულოსმა წუთშესვენება აიღო.

ვერც ამან და ვერც სლუკასის მოედანზე შეშვებამ ვერ უშველა მოწინააღმდეგეს, ბითაძეც კარგად ჩაერთო თამაშში და პირველი პერიოდი 30:17 მოვიგეთ. ვერაფერს იტყვი, ჩინებული დასაწყისი იყო.

ზუროსმა პირველი მეოთხედის დასასრულს და მეორის დასაწყისში ლიდერები დაასვენა და სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს, საჯარიმოებიც გააცუდეს და ტაბლოზე 37:20 აინთო.

სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ზედიზედ დავკარგეთ ბურთი, საკუთარ კალათში სამქულიანები მივიღეთ, ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, თუმცა ტაიმის ფინიში კარგი იყო და პირველი ტაიმი 49:38 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ცინცაძემ და ზუროსმა ტექნიკურები მიიღეს, კალატესი შეუჩერებელი იყო და მესამე მეოთხედი 12 ქულით წავაგეთ.

მეოთხე მეოთხედში თამაში ქულა ქულაში წავიდა, მერე საბერძნეთი 5 ქულით დაწინაურდა, საქართველოს ნაკრები 1:28 წამით ადრე 6 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ ბოლოს სტუმრებმა იმარჯვეს და უკანასკნელ წამზე ჩაგდებული ბურთით გაიმარჯვეს.

მიუხედავად წაგებისა, ჩვენი გუნდი თავდადებული თამაშისთვის უდავოდ მადლობას იმსახურებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 17 ქულით ვიყავით წინ და ბოლოს 6 ქულას ვიგებდით...

ჩვენი გუნდიდან 22 ქულა შენგელიამ ჩააგდო (13-ჯერ მოხსნა ბურთი), 17-17 ბითაძემ და ჯენინგმა, 11 შერმადინმა, 8 სანაძემ, 7 ცინცაძემ და 3 ბოქოლიშვილმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კალატესი იყო, რომელიც თავის გუნდს 31 ქულით შეეწია, 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 იყო.

altილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!

altბერძენთა თავკაცი: შენგელიას შეჩერება თითქმის შეუძლებელია

altნიკ კალატესი: კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩავატარე

altმეტ ჯენინგი: ატმოსფერომ დიდი გავლენა იქონია თამაშზე

მკითხველის კომენტარები / 93 /
ასეთი წაგება ძალიან გულსაწყვეტია,მაგრამ დიდად საამაყოა,რომ მთელი მატჩის მანძილზე უგებ მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდს! ხუთი წლის წინ ამის გაფიქრებაც კი არ შეიძლებოდა.დიდი მადლობა ილიას ზუროსს და საქართველოს ნაკრების ყველა კალათბურთელს.
გიოშა
16 სექტემბერი 2018 21:33
5
კაცი (ცინცაძე) დაბერდა და ვერავინ შეაგნებინა მაინც, რომ თავდაჯერებულობა და თავხედობა ერთი და იგივე არ არის. ასეთ უპასუხისმგებლო კაცი ბოლო, გადამწყვეტ წუთებში მაინც უნდა მოაშორო პარკეტს. მშვენიერი მატჩი ჰქონდა დღეს, მაგრამ რად გინდა, საკუთარი და მთელი გუნდის ნაჯაფარიც ერთ წამში გაატარა ქარს. გამთამაშებელს მარტო მარჯვე ხელები კი არა, საღი გონებაც სჭირდება!
cotne
16 სექტემბერი 2018 21:11
0
გამთამაშებლისთვის გონებაა მთავარი ნებისმიერ სპორტში
imereli
17 სექტემბერი 2018 14:17
0
Ar dadga dro cincadzem daaxvios nakrebidan reebs aketebs
Gaguuuu
16 სექტემბერი 2018 21:10
10
ამის დრო დადგა კი არა გავიდა, მაგრამ სხვით რომ ვერ ვანაცვლებთ უკეთესით? აგერ ფაცაციააა მაგის სამწუხარო მაგალითი
zaza
16 სექტემბერი 2018 22:14
1
სად ვაჩუქეთ სამიანი კარგით რა ამნაირ წაგებას 20 ქულით წააგო ჯობია
912
16 სექტემბერი 2018 21:30
1
პირში ენა როგორ გიტრიალდებათ ან ხელი როგორ არ აგიკანკალდებათ ამ ბიჭების და ზუროსის სასაყვედუროდ, ფუი, არაფრის ღირსნი არა ვართ, რა თამაში გვიჩვენეს, რა შოუ დადგეს ბიჭებმა და ამათ საყვედურობთ? მერე რა, რომ წავაგეთ, იმ თავდადებას როგორ უკარგავთ, არ გრცხვენიათ მართლა ვაი თუ ვუიგულშემატკივრებო?!
ბმბ
17 სექტემბერი 2018 15:22
7
ჯიგარი ხარ. ყველა შენსავით რომ ფიქრობდეს, არა მარტო კალათბურთი, სპორტის სხვა სახეობებიც წინ წასული იქნებოდა. 50 წლამდე ბევრი აღარ მიკლია. ბავშვობიდან დავდივარ კალათბურთზე. კოლია დერიუგინის დროინდელი "დინამო" მახსოვს. სპორტის სასახლის ზანზარი, პოლიციის და ჯარის კორდონები, უდიდესი გულშემატკივრობა: "დინამო"-ცსკა, "დინამო"-"ჟალგირისი", "დინამო"-სტროიტელი", "დინამო"-"სპარტაკი"... იმის მერე ასეთი ჟინი არ მინახავს. მადლობა ზუროსს, მადლობა ყველა კალათბურთელს, მადლობა ამ სანახაობის მომწყობებს, მადლობა სპორტის სასახლის ხელმძღვანელობას, ან კალათბურთის ფედერაციას(ალბათ ორივეს ერთად). მადლობა იმ ნერვიულობიათვის, რისთვისაც ღირს სპორტის გუნდური სახეობის ყურება. კალათბურთს ვერცერთი სახეობა ვერ შეედრება დაძაბულობით. მთელი თამაში, ყოველი წუთი მუღამში ხარ. ადრენალინი მაქსიმუმზეა. წარმატებები. ყოველ სეზონში თუნდაც თითო ასეთი მატჩი უკვე ბევრს ნიშნავს
ლევანი
17 სექტემბერი 2018 17:59
4
ლევანს.
აუჰ ლევან,ეგ რა გამახსენე!გახსოვს 16 წლის დერიუგინმა რა დღეში ჩაყარა ბელოსტენნი და ტკაჩენკო?ორივე ევროპის საუკეთესო ცენტრები იყვნენ უკვე ამ დროს,სიმაღლით 216 და 220 სმ .და ამ ჯერ კიდევ ლაწირაკმა,პირველივე ტაიმში 4-4 ჯარიმა აჰკიდა ორივეს.დარბაზი გიჟს ჰგავდა,ბელოსტენნი და ტკაჩენკო კი მართლა გაგიჟებულები იყვნენ.სპორტის სასახლე ირყეოდა ხოლმე და აქამდე როგორ დგას,საოცარია.
სოსო
17 სექტემბერი 2018 21:12
0
ბოლო 88 წამში 7:0 არ უნდა წაგვეგო. ცინცაძის მიერ ბურთის დაკარგვის, მისივე აცილებისა და შენგელიას გარბენის მიუხედავად ბურთი ცოტა მეტხანს უნდა შეგვენარჩუნებინა, სულ 5-6 წამით მეტხანს. გასაგებია დაძაბულობა, ნერვები, მაგრამ ეს პირველ რიგში მწვრთნელის ხარვეზია!
მერაბ გ.
17 სექტემბერი 2018 09:26
6
რა არის მწვრთნელების ბრალი, ცინცაძემ ბურთი რომ დაკარგა, მერე ვერ ჩააგდო, თუ შენგელიას ნასროლი ბურთი ე.წ. "ატსკოკით" ბერძნებს რომ მიუვიდათ. ის ზუროსი სწორედ იმიტომ ყვირის, ზოგჯერ მის დავალებებს რომ ვერ ასრულებენ, თორემ ეგეთი მწვრთნელი ევროპაში არ არის. ამ გუნდით მაქსიმუმზე მეტს აღწევენ. ცინცაძემ კი მართლა ჩააგდო თამაში. დაკარგვები, გაფუჭებული სამქულიანები. რამდენჯერმე პასი არ მისცა სასროლ პოზიციაზე მყოფ ჯენინგს, რომელიც დღევანდელ საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მსროლელია.
კოტე
17 სექტემბერი 2018 10:45
2
დარჩენილი წამების გათვალისწინებით მწვრთნელს უნდა მიეთითებინა, რომ დრო მაქსიმალურად ბოლომდე გაეყვანათ ბურთის გათამაშებით და მხოლოდ ბოლო წამებზე ესროლათ
ბორა
17 სექტემბერი 2018 13:19
0
ძირითადად მესამე პერიოდი წყვეტს თამაშის ბედს და ჩვენც ზუსტად ამ პერიოდს ვაგდებთ. ძალიან დასანანია მართლა ამხელა უპირატესობის გაფლანგვა
გგგ
16 სექტემბერი 2018 21:30
0
მაინც მაგარი ნაკრები გვყავს
შაკო
16 სექტემბერი 2018 21:25
3
ასე წაგება მართლა მარტო ქართველი თუ მოახერხებს. სირცხვილია უბრალოდ მოგებული თამაში დაუთმეს ბოლო 1 წუთში და ბოლო წამზე ცომ საერთოფ.
მუმუ
16 სექტემბერი 2018 21:22
2
დაუთმეს კი არა კვახი, მოგიგო იმ კაცმა და ეგაა
999
17 სექტემბერი 2018 09:37
1
მაინც ვაგებთ და ვინმე ახაგაზრდა დააყენონ არ ჯობია. ტყუილად ადგიკს იკავეს ფაცაცია კიდე. 10 წელია ნაკრებშია და ისწვ იმ დონეზე დარჩა რაც იყო.უფრო უარესად თამაშობს კიდე.აღარ უნდა დაძახო მაგას და ცინცაძეს ნკრებში. დაგვაწყვიტეს ნერვები უკვე რამდენი წელია....
დაცვაში ერთხელ არ გადასულა კალატისზე რო ხელი შეეშალა და სე ჩააგდებდა ის კაცი აბა რას იზამდა....
gg
16 სექტემბერი 2018 21:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული