გერმანიამ ისრაელი ოვერტაიმში დაამარცხა და ფინალში გავიდა

AutoSharing Option
მსოფლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფიდან, რომელშიც საქართველოს ნაკრები თამაშობს, ფინალური ტურნირის საგზური გერმანიამ მოიპოვა, რომელმაც ლაიპციგში დამატებით დროში ისრაელს 112:98 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ისრაელი 20 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ მასპინძლებმა მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა და შემდეგ მეტოქის გატეხვა მოახერხეს.

გერმანიის ნაკრებიდან 30 ქულა დენის შრიოდერმა ჩააგდო, ხოლო 24 რობინ ბენციგმა. სტუმართა გუნდს 23 ქულით ჯეიკ კოენი შეეწია, 16 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა კი ტამირ ბლატის ანგარიშზეა.

სერბეთი ბელგრადში ესტონეთს ადვილად გაუსწორდა  91:65, მეხუთე გამარჯვება იზეიმა და საქართველოს 2 მოგებით გაასწრო.

30
ნოემბერს შემდეგ ტურში ესტონეთი საქართველოს, საბერძნეთი გერმანიას, ხოლო ისრაელი სერბეთს ხვდება.

altდრამატულ მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული