ევროლიგის მე-14 ტურში, მოსკოვში "ხიმკისთან" მოგებული მატჩის მესამე მეოთხედში "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, როდესაც ბურთის ჩატენვას ცდილობდა, ფარი ჩამოამსხვრია და თამაში 18 წუთი იყო შეჩერებული.
ამ ეპიზოდზე ყურადღება "მარკამ" გაამახვილა და დიდი ლიტველი ცენტრის არვიდას საბონისის მომენტს შეადარა, რომელმაც "რეალში" თამაშისას ჩამოამსხვრია ფარი.
"მარსელინიო უერტასის პასის შემდეგ შენგელია ალეი უპის ჩასატენად აფრინდა და ფარი ჩამოამსხვრია, ამან "რეალის" ცენტრის საბონისის მომენტი გაგვახსენა.
ვიდრე ახალი ფარი არ დაამონტაჟეს, თამაში კარგა ხანი შეწყდა.
შენგელია აშშ-დან დაბრუნდა, სადაც მესამე შვილი შეეძინა და მეტად რთულ მატჩში
მოუწია ბრძოლა", - წერს "მარკა".