ფაჩულია "ლეიკერსში"?- ზაზას ახალი შანსი დემარკუს კაზინსის ტრავმამ მისცა

AutoSharing Option
"ლოს ანჟელეს ლეიკერსის" ცენტრმა დემარკუს კაზინსმა მუხლის ტრავმა მიიღო და ზუსტად არავინ იცის, როდის მოახერხებს პარკეტზე დაბრუნებას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ "ლეიკერსს" შესაძლოა ცენტრი დასჭირდეს, რადგან გუნდში ნომინალური ცენტრი, კაზინსის გარდა, მხოლოდ ჯავალ მაკგი არის.

სწორედ ამ მიზეზით, რამდენიმე ამერიკულმა გამოცემამ ივარაუდა, რომ შესაძლოა "ლეიკერსმა" ზაზა ფაჩულია აიყვანოს, რომელიც დუაიდ ჰოვარდის შემდეგ ჟოაკიმ ნოასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება იმ შემთხვევაში, თუ "ლეიკერსი" ცენტრის აყვანას გადაწყვეტს.

აღნიშნულ ინფორმაციას საკმაოდ პოპულარული გამოცემები - cbssports-ი, sportingnews-ი, heavy ავრცელებენ, თუმცა ჯერ ყველაფერი
ვარაუდის დონეზეა.

დემარკუს კაზინსმა უკანასკნელ წელიწად-ნახევარში მესამე მძიმე ტრავმა მიიღო. 29 წლის კალათბურთელი, რომელიც "ოლ სტარში" 4-ჯერ მოხვდა, "ლეიკერსში" "გოლდენ სტეიტიდან" გასული სეზონის დასრულების შემდეგ გადავიდა.

ვერ ვიტყვით, რომ ზაზას "ლეიკერსში" მოხვედრის ალბათობა ძალიან დიდია, რადგან  თუ საჭირო გახდა, ცენტრის პოზიციაზე ენტონი დევისიც და ლებრონ ჯეიმსიც ითამაშებენ. მაგრამ, თუ კალიფორნიელებმა ცენტრის აყვანა გადაწყვიტეს, ზაზას დიდი გამოცდილება აქვს და თან, საჩემპიონო გუნდში თამაშს შეჩვეულია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კაი იქნება თუ ასე მოხდა ... მე ლეიკერსის მხარეზე გადავლ ... ბაბი ბაიი გოლდენ სტეიტ
alll
12:31 25-08-2019
1
მასეთ შანსი თაკო ვაშალომიძესაც აქვს
თამაზი
21:56 16-08-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული